x
image
Lerato
30 მხატვრის გენიალური შედევრები, რომელსაც ფოტოსურათებისგან ვერ განასხვავებთ
image


ზოგიერთი მხატვრის ნიჭი და ოსტატობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ისინი ხატავენ ყველაფრით: ზეთით, აკრილის საღებავებით, ნახშირით, ჩვეულებრივი კალმებით და უბრალო ფანქრებით – მაგრამ მათ ნამუშევრებს ფოტოსურათებისგან ვერ გაარჩევთ. ეს ნახატები უფრო მეტია, ვიდრე ის რომ მხოლოდ ფოტოასლების შთაბეჭდილებას ტოვებდეს. მათში არის მხატვრის მიერ დანახული ცხოვრება, ემოცია და იმ სამყაროს ილუზია, რომელშიც ვცხოვრობთ. ქვემოთ მოცემულია გენიალური მხატვრების გასაოცარი ხელოვნების შედევრები, რომელთაც ფოტოსურათებისგან ვერ განასხვავებთ.


1. პოლ კადენის ჰიპერრეალისტური შედევრები ფანქრით

image

image
image


ავტორის ერთადერთი ინსტრუმენტი გრიფელის ფანქარია. აღმოჩნდა, რომ ეს სრულიად საკმარისია, იმისათვის რომ დიდი სიზუსტით გადმოსცეს ყოველი ხაზი, ნაოჭი ან ემოცია. ავტორის გენიალურობაში ეჭვს ნამდვილად ვერ შეიტანთ.


2. ფანტასტიური ჰიპერრეალიზმი ომარ ოპტიზისგან. მისი ნამუშევრების უმრავლესობა ქალის სილამაზეს ასახავს.


image

image

image


image

ფერთა და ჩრდილთა გადმოცემის დონე იმდენად მაღალია, რომ ეს იქცა მის სავიზიტო ბარათად. ომარი, მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, გადმოსცემს ყველა იმ წვრილმანს, რაც დემონსტრირებას ახდენს გრაციოზული სხეულის სილამაზეს ყველა რაკურსით.


3. დიეგო ფაციო ჰიპერრეალისტური შედევრი ფანქრით

image

image


დიეგო ისე მუშაობს, როგორც ჭავლური პრინტერი. ხატვას ფურცლის ნაპირიდან იწყებს. ხატავს უბრალო ფანქრითა და ნახშირით. ერთი პორტრეტის შექმნაზე მხატვარს თითქმის ერთი კვირა ესაჭიროება.


4. გრეგორი ტილკერი მისი სურათების თვალიერება წვიმიან ამინდში ავტომობილით მოგზაურობას ჰგავს.

image

image

გრეგორი ტილკერი თავის "წვიმიან" ტილოებს ფუნჯით ხატავს; იყენებს აკვარელს და ზეთის საღებავებს. მისი სურათები ცუდ, მოღრუბლულ ამინდში მანქანით მოგზაურობას გვაგონებს.


5. ლი პრაისის სუპერრეალისტური სურათი შესრულებული ზეთის საღებავებით.

image

image


6. ბენ ვაინერი ხატავს ზეთის საღებავებით ტილოზე. მხატვრის ნამუშევრების განსაკუთრებულობა უჩვეულო სიუჟეტში მდგომარეობს – ხელოვანი საღებავებს ხატავს.

image

image

image

7. რონ მიუკი ქმნის ადამიანების რეალისტურ მულიაჟებს გადიდებული მასშტაბით.

image

image


8. დირკ დზიმირსკი მუშაობს ფანქრით იხატავს ფოტოსურათებიდან უმცირესი დეტალების ჩათვლით.

image

image


9. საკუთარ სუპერრეალისტურ სურათებს რობინ ელეი ზეთის საღებავებით ქმნის. ძირითადად ხატავს "ადამიანებცელოფანში."

imageimage



ლონდონელი მხატვარი მაშტაბურ, რეალისტურ ნახატებს ზეთის საღებავებით ქმნის. ამ კოლექციის ნამუშევრებში მხატვარი ელეგანტურად მალავს ადამიანის სხეულის სიშიშვლეს გამჭირვალე საბურველში.


10. რეი ჰეირი – აკრილის ფერწერა ტილოზე

image

11. კიმ ჯი-იუნი – ფანქარი

image


12. ქრისტინა კ. – სურათი დაჩრდილულ ყავისფერ ქაღალდზე

image


13. სემუელ სილვა ნახატის შესაქმნელად Bic-ის ფირმის რვა ფერის ბურთულიან კალმებს იყენებს

image


14. ალისა მონქსი – იყენებს ზეთის საღებავებს, მუშაობს ტილოზე.

image

image


15. გოტფრიდ ჰელნვაინი – ჰიპერრეალისტური შედევრების ავტორი სოციალურ, პოლიტიკურ და ისტორიულ თემებზე.

image

image

image


თავის ნამუშევრებში ჰელნვაინი უმთავრესად აკვარელის საღებავებს იყენებს. ის მუშაობს როგორც მხაზველი, ფერმწერი, ფოტოგრაფი, სკულპტორი და ამით თავისი ნიჭის ყველა მხარეს ავლენს.



16. ფრანკო კლუნი – თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ყველა სამხატვრო ტექნიკიდან უპირატესობას გრაფიტით ხატვას ამჯობინებს.

image

image

image


17. კელვინ ოკაფორი შედევრებს უბრალო ფანქრით ქმნის. მისი ნამუშევრების ძირითადი თემატიკა ცნობილი ადამიანების პორტრეტებია.

image

image

image


18. ემი რობინსი საკუთარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს ფერად ფანქრებს და სქელ ქაღალდს.

image


19. ბრაიან დრური – ხატავს ზეთის საღებავებით ხეზე

image


20. რობერტო ლონგო – იყენებს ნახშირს, ხატავს სქელ ქაღალდზე

image

image

image


21. კამალკი ლაურეანო – იყენებს აკრილის საღებავებს ტილოზე

image

image

image


კამალკი ლაურეანო – ცნობილი დომინიკელი მხატვარი. ის იყენებს აკრილის საღებავებს. მისთვის სამუშაო არა მხოლოდ ფოტოსურათის მიბაძვაა, არამედ –ცხოვრებისაც.


22. სტივ მილსი შედევრებს ქმნის ზეთის საღებავებით. აქცენტებს აკეთებს ყოველდღიური ცხოვრების უმცირეს დეტალებზეც კი.

image

image

image


23. პოლ ლონგი ხატავს ფანქრით А2 ფორმატის ქაღალდზე. მხატვრის მთავარ მუზას კატები წარმოადგენენ.

image

image


24. რობერტო ბერნარდი საკუთარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრების შესაქმნელად ზეთის საღებავებს იყენებს.

image

image

image

ნამდვილად რთულია იმის დაჯერება, რომ რობერტო ბერნარდის ეს "ტკბილი" ნატურმორტები ფოტოაპარატით არ არის გადაღებული. ყოველი ნატურმორტი საოცარი სიზუსტით გადმოსცემს ანარეკლს მაგიდის ზედაპირზე.


25. ჰუან ფრანცისკო კაასი Bic-ის ფირმის უბრალო ბურთულიან კალამს იყენებს.

image

image

image


26. ტერეზა ელიოტი მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი გენიალური ნამუშევრებით, სადაც ყველა უმცირესი დეტალია ასახული.

image

image

image


27. თომას არვიდი – "მცირე გაბარიტული" ნატურმორტების შეუდარებელი ოსტატია.

image

image

თომასს არ გააჩნია ფორმალური განათლება. ის ოსტატობას საკუთარი სწავლების სისტემით დაეუფლა, რითაც აღმოაჩინა საკუთარი თემა – ღვინის თემა. ასე გაჩნდა "თომას არვიდის ღვინის მარანი"– ნამუშევრების სერია, სადაც გამოსახულია ღვინის ბოთლები, საცობები, ბოკალები ცქრიალა სასმელით.


28. ენდრიუ ტელბოტი

image

image


ცნობილი ბრიტანელი მხატვარი ენდრიუ ტელბოტი 15 წლიდან მხატვრობითაა დაკავებული და 2002 წლიდან მოყოლებული საკუთარი შედევრების გაყიდვით ირჩენს თავს. საოცრად რეალისტური და კაშკაშა საღებავები, რომელსაც ის იყენებს, მის სტილს ცნობადს ხდის და ამით მას საუკეთესო მხატვრების რიგში აყენებს.


29. იაგალ ოზერი

image

image

image


იაგალი არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოსცემს შუქ-ჩრდილის თამაშს, მზის სიკაშკაშეს და ამით ოსტატურად ქმნის ფოტოსურათის ილუზიას.


30. ვინსენტ ფატაუზო

image

image

image


ცნობილი ავსტრალიელი მხატვრის ვინსენტ ფატაუზოს ნამუშევრები მთელს მსოფლიოშია გამოფენილი. ჰიტ ლეჯერის პორტრეტი მის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე დახატა.


ასევე დაგაინტერესებთ:


ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილოები


მხატვარი, რომელიც ოჯახური ძალადობის ყველა მსხვერპლს სვირინგს უფასოდ უკეთებს


55 საოცრად ლამაზი მინიატურული ბაღი (ნაწილი II)


ინტერიერი და დიზაინი – 50 საოცარი ოთახი ბავშვისთვის


თექისგან დამზადებული 100 ულამაზესი ნივთი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ


როგორ გავაფორმოთ სახლი თოკით დამზადებული ულამაზესი ნივთებით – 55 კრეატიული იდეა


მოზაიკა საკუთარი ხელით – 100 საოცრად ლამაზი ნიმუში (ნაწილი II)


4
1878
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1878
  
2020, 21 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 19 მარტი, 15:34
გენიალურია...
2020, 19 მარტი, 13:47
გამაოგნებელი მე, პირადად, ვერავის გამოვარჩევდი :)
2020, 19 მარტი, 10:32
საოცარი სილამაზეა
0 1 4