x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კორონავირუსის ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი ვაქცინაზე ადრე გამოჩნდება
image



კომპანია "SVB Leerink"-ის ანალიტიკოსმა ჯეფრი პორჯესმა შეისწავლა ექსპერტების პროგნოზები მედიკამენტის და ვაქცინის შესაქმნელად კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ. - წერს "FiercePharma".



ექსპერტები თვლიან, რომ ვაქცინადე ადრე მონოკლონური ანტისხეულები შეიძლება გამოჩნდეს ბაზარზე.



კერძოდ, აშშ-ს ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვაქცინა გამოჩნდება არა უმეტეს 12-18 თვის შემდეგ.- წერს "MSN".




პორჯესი ახსენებს კომპანია " Moderna "-ს ახალ ვაქცინას, რომელიც მომზადდა კლინიკური გამოცდისთვის რეკორდულ დროში. მაგრამ, როგორც "MIT Technology Review"-ი წერს, პლატფორმას, რომელზეც ვაქცინა შეიქმნა, არ გააჩნია დადასტურებული ეფექტურობა.



ექსპერტები შედარებით ოპტიმიზმს გამოხატავენ კომპანია "Gilead "-ის მიერ შექმნილ მედიკამენტ "რემდესივირის" შესახებ. პრეპარატით დაიწყო COVID-19-ის პაციენტებში III CI ფაზის მკურნალობა.



იმავდროულად, ფედერალური ჯანდაცვის ორგანოები ახორციელებენ "რემდესივირის" გამოკვლევებს. ჯანმო-ს ოფიციალურმა პირებმა აღიარეს "რემდესივირი", როგორც ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი-COVID-19-ის წინააღმდეგ. ეს პრეპარატი თავდაპირველად შეიქმნა ებოლას სამკურნალოდ.



ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პრეპარატის გარდა, ექსპერტებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ NIH სისტემაში არსებული სხვა 19 პრეპარატის გამოყენება COVID-19 ინფექციის სამკურნალოდ.



სხვა კომპანიებიც აწარმოებენ აგრეთვე SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ შექმნილ წამლებს და ვაქცინებს. მათ შორისაა: - "Vir Biotechnology", J"ohnson & Johnson", "Takeda", "Eli Lilly" და სხვები.



დღეისთვის, მკვლევარებმა უკვე იციან პოტენციური სამიზნე ვაქცინის ან წამლების შექმნის შესახებ COVID-19 ინფექციის სამკურნალოდ. ნათქვამია "NIH"-ის პორტალზე.

0
307
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0