x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წარმატებას ვუსურვებ ამ მთავრობას” - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში შექმნილ სიტუაციას "მთავარი არხის" ეთერით გამოეხმურა, სააკაშვილმა საქართველოს მთავარობას წარმატება უსურვა და ამ ძნელბედობის ჟამს ყველას გაერთიანებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდა: "ნამდვილად წარმატებას ვუსურვებ ახლა ამ მთავრობასაც და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. ახლა ჩვენ აღარ გვაქვს დრო პოლიტიკური გარჩევების, ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. არის მომენტები, როცა ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, ძალიან დიდი გამოწვევების დროს, რომ საქართველოს აქვს უნიკალური ნიჭი გაერთიანებისა და ერთად მოქმედების… ყველამ უნდა დავივიწყოთ ოპოზიციონერობა ერთმანეთის მიმართ" - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი აქცენტებისთვის" მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამასთან, კორონავირუსის მომდევნო შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, თუმცა მანამდე, 30 იანვარს "ჯანმო"- მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.



0
1484
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1484