x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100900
  • ვიდეო:345610
  • სურათი:463570
უპრეცედენტო ზომები ესპანეთში: ქუჩები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ცარიელია
ესპანეთი


ესპანეთში მოსახლეობას საკუთარი სახლების დატოვება მხოლოდ მცირე ხნით, მაღაზიაში ან აფთიაქში საყიდლებზე წასასვლელად, ექიმთან და ბანკომატიდან ფულის გამოსატანად შეუძლიათ. ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებს პოლიცია მცირე საფრენი აპარატების – დრონების მეშვეობით.


მადრიდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც დრონების მეშვეობით განახორციელეს – სწორედ აღნიშნული მცირე საფრენი აპარატები მოუწოდებდა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ.


მას შემდეგ, რაც ესპანეთში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, პოლიციას ნებისმიერი ავტომანქანის გაჩერება და შემოწმება შეუძლია იმის გასარკვევად, თუ რამდენად იცავს ადამიანი სპეციალურ ზომებს.



ქუჩები, სანაპიროები, რკინიგზის სადგურები და რესტორნები – ყველაფერი ცარიელია. ირგვლივ ძეხორციელის ჭაჭანება არ არის. ამით თანამედროვე მადრიდი და ბარსელონა უკვე ძალიან ჰგავს ვუჰანს და მილანს.


საგანგებო ზომები 15 დღის მანძილზე გაგრძელდება.


ესპანეთი


ესპანეთმა ბოლო დღეების მანძილზე კორონავირუსის ეპიდემიის ნამდვილი აფეთქება განიცადა. შაბათამდე ოფიციალური მონაცემებით უკვე 6000 ადამიანი იყო კორონავირუსით ინფიცირებული, საიდანაც 190 უკვე დაიღუპა.


ანალოგიური ზომებია მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის რიგ ქვეყნებში, თუმცა, უპრეცედენტო ზომების მიუხედავად Covid-19 მაინც ძალიან სწრაფად ვრცელდება. უკანასკნელი ოფიციალური ცნობებით მთელ მსოფლიოში დაინფიცირდა 184 134 ადამიანი, საიდანაც 7182 გარდაიცვალა.

1
160
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
160
  
19 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1