x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: - ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში პირველ მოხალისეზე COVID-19 -ის ვაქცინა გამოსცადეს
image


ვაშინგტონის შტატში, ქალქ სიეტლში სპეციალისტებმა პირველ მოხალისეზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა გამოსცადეს პირველ კლინიკურ კვლევებში.



ჯამში, ექსპერიმეტში ოთხი ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ვაქცინის მოქმედების ვარგისიანობა მხოლოდ ერთი წლის ან 18 თვის შემდეგ გახდება ცნობილი, ადამიანებში ჩატარებული ტესტირების შემდეგ.



აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე დაჟინებით ითხოვს წამლის დაუყოვნებლივ შექმნას, რომლის აღმოჩენაც სურს ფარმაცევტულ ორგანიზაციებს. სახელმწიფოს მეთაურმა რვა მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო საშიში პნევმონიის წინააღმდეგ საბრძოლველად.




ამ თანხიდან სამი მილიარდი გამოიყოფა პრეპარატის კვლევისთვის. გაზაფხულის დასაწყისში ვაშინგტონის შტატმა გაავრცელა ინფორმაცია კორონავირუსისგან სიკვდილის პირველი შემთხვევის შესახებ. 50 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც არ დაუტოვებია სახელმწიფო საზღვრები. ამის შემდეგ, შტატის ხელმძღვანელებმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.





0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0