x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უსასრულო რიგები იარაღის მაღაზიებთან: ამერიკელები საბრძოლო აღჭურვილობას იძენენ
იარაღი


ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო, აპოკალიფსის შესახებ გადაღებული მორიგი ჰოლივუდური ფილმის ნაწყვეტი არ გახლავთ. დოკუმენტური მასალა ასახავს უსასრულო რიგებს ამერიკულ მაღაზიებთან, სადაც იარაღი იყიდება.


იარაღით მოვაჭრეები ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში იტყობინებოდნენ არაჩვეულებრივი ზრდის შესახებ, რაც მათ ბიზნესში დაფიქსირდა.


აშკარაა, რომ ამერიკელები იარაღს კორონავირუსის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებით იმარაგებენ.



ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით ის შტატები და რეგიონები გამოირჩევა, სადაც Covid-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა. ესენია ვაშინგტონი, კალიფორნია და ნიუ-იორკი, სადაც იარაღის გაყიდვებმა იმხელა მაჩვენებელი შეადგინა, რომ ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ყველაფერს საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი ჩამოშლა შეიძლება მოჰყვეს შედეგად.


მდგომარეობა განსაკუთრებით დრამატულია იმის გათვალისწინებით, რომ იარაღის საყიდლად რიგებში ჩადგნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც საბრძოლო აღჭურვილობა აქამდე არასოდეს შეუძენიათ ან რომლებიც, სულაც, მხარს უჭერდნენ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შეზღუდვას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით თითოეული მოქალაქისთვის გარანტირებული უფლებაა.


იარაღი


აღსანიშნავია, რომ იარაღის გარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს ტუალეტის ქაღალდის გაყიდვები.


კორონავირუსთან ბრძოლა ტუალეტის ქაღალდით და ცეცხლსასროლი იარაღით – ეს თანამედროვე სამყაროს ის ტრაგიკომიკური ტრენდია, რომლის არსსაც მოაზროვნე ადამიანი ალბათ ვერასოდეს ჩაწვდება.

1
563
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
563
  
2020, 19 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1