x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"Sos! გაგვაგებინეთ დაუდგინდა თუ არა კორონა???  99% დადებითია იმიტომაც არ გვპასუხობენ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს

image


კომპოზოტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს აქვეყნებს და გუშინ, მისი საცხოვრებელი კორპუსიდან გადაყვანილი ახალგზრდა მამაკაცის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურებისგან დაუყონებლივ ითხოვს. მომღერლის თქმით, მობინადრეები ყველანაიარდ ცდილობენ გაარკვიონ დაუდგინდა თუ არა ექიმების მიერ კლინიკაში გადაყვანილ ახალგაზრდას კორონავირუსი, თუმცა მათ ამის შესახებ ინფორმაციას არავინ აწვდის. კაჭკაჭიშვილის აზრით, კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი ცნობილი სასტუმროს მენეჯერია და მისი ზრით, მამაკაცის მდგომარეობას სწორედ ამიტომ მალავენ: "Sos!!!!!! ჩემი კორპუსიდან გუშინ გადაიყვანეს ეკიპირებულმა ექიმებმა ახალგაზრდა ბიჭი!! დღემდე ველოდებოდით პასუხს მთელი კორპუსი ბინის მეპატრონე ურეკავს და ორაზროვნად პაუხობენ შემდეგ უკვე საერთოდ აღარ უპასუხეს ამ ბიჭს სახლში ოჯახის წევრები ყავს რომლებიც ჩვეულებრივად გამოდიან გარეთ !! ეს ბიჭი ძალიან ცნობილი სასტუმროს მენეჯერია და ალბათ ამიტომ მალავენ !! პატრულმა რეაგირება არ მოახდინა!! არც 112 მა !!! რა გავაკეთოთ რომ გავიგოთ რაშია საქმე კორპუსი სავსეა ბავშვებით და მოხუცებით !! ეს ხალხი კიდე სახლში არ ჩერდება და გარეთ დადის !!! იქნებ კომპეტენტურმა ადამიანებმა გამოიჩინოთ დახმარების სურვილი და გაგვაგებინონ ამ ადამიანს დაუდგინდა თუ არა კორონა??? 99% დადებითია იმიტომაც არ გვპასუხობენ!! მადლობა"- დაწერა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.








0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
234