x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფი გაიქცა

image

მოსკოვის დასახლება კომუნარკის სამედიცინო ცენტრიდან გაიქცა ავადმყოფი, რომელსაც ამბოლატორიულ ეტაპზე დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი. ამის შესახებ იტყობინება lenta.ru.


ცნობილია, რომ მამაკაცი საავადმყოფოდან ღამით გაიპარა - მან უბრალოდ დატოვა მიმღები განყოფილება, გავიდა ეზოში და ღობეზე გადახტა. ამჟამად გაქცეულ პაციენტს ეძებენ მოსკოვში და მოსკოვის ოლქში.


დიაგნოზის დასადასტურებლად პაციენტის ანალიზები კომუნარკის სამედიცინო ცენტრიდან ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიის ცენტრში იყო გაგზავნილი.



ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში დააბრუნეს გაქცეული პაციენტები, ამჟამად ისინი კვლავ აგრძელებენ მკურნალობას.


ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 ფაქტია დადასტურებული, რომლის უმეტესობა მოსკოვშია დაფიქისირებული.

0
201
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0