x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ჩელსის" ფეხბურთელი კარანტინის დარღვევის გამო დაჯარიმდა

image

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა, მეისონ მუნტმა დაარღვია კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ვალდებულება, რის გამოც დაჯარიმდება. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი იტყობინება.


როგორც ცნობილი გახდა, 15 მარტს მუნტი შეამჩნიეს ტრენტის პარკის სპორტულ ცენტრში მეგობართან, ვესტ-ჰემის ნახევარმცველთან- დეკლან რაისთან ერთად. არა და ამავე დროს, "ჩელსის" ხელმძღვანელობამ მთლიანად ყველა ფეხბურთელს აუკრძალა სახლიდან გასვლა. კლუბმა უკვე განმარტა, რომ ფეხბურთელს "შეახსენებენ საკუთარ მოვალეობებს". მეისონ მუნტიზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ არის მითითებული.

"ჩელსის" საფეხბურთო კლუბი ორკვირიან კარანტინზე გადავიდა მას შემდეგ, როდესაც კლუბის ფეხბურთელს, კალუმ ჰადსონ ოდოის დადებითი ტესტი დაუდასტურდა კორონავირუსზე. 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის გათამაშება შეჩერდა პანდემიის გავრცელების გამო.


დღესითვის ათეულობით სპორტსმენია დაავადებული კორონავიურისით, არის მსხვერპლიც, 23 წლის ელჰამ შეიხი, რომელიც ირანის ქალთა მინი-ფეხბურთის ნაკრების მოთამაშე იყო.

მთლიანად საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული მადრიდის "რეალიც"

1
38
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
38
  
2020, 19 მარტი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1