x
image
კატაპულტი
ცნობილები, ვინც ამჟამად კორონავირუსს ებრძვიან
image
მსოფლიო კვლავ კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის. ამ დროისათვის თითქმის 200 000 ადამიანია ინფიცირებული (182 407 ადამიანი 17.03-ის დილის მონაცემებით) და დაღუპულია 7 000-მდე. ვირუსს საზღვრები არ აქვს და არც ადამიანებს განარჩევს, შესაბამისად, Covod-19 პოპულარულ, ცნობილ სახეებსაც არ ინდობს. ქვემოთ გაგაცნობთ იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც ამ დროისათვის ვირუსს ებრძვის:

1. იდრის ლბა.image

ინგლისელი მსახიობი იდრის ელბა კორონავირუსითაა ინფიცირებული. ამის შესახებ ჰოლივუდის ვარსკვლავმა თავად განაცხადა TwiTTer-ის საკუთარ გვერდზე ორშაბათს. მისი თქმით, სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამჟამად მსახიობი თვითიზოლაციაში იმყოფება.

2. კრისტოფერ ჰივჯუ.image


“Game of Thrones" - ის მსახიობი კრისტოფერ ჰივჯუ ასევე ინფიცირებულია და ისიც თვითიზოლაციაში იმყოფება ოჯახთან ერთად. ამის შესახებ მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა: “ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, დღეს მე დადებითად დავიტესტე Covid-19-ზე.

3. ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე.image

ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე საავადმყოფოდან თვითიზოლაციაში გაგზავნეს. როგორც თავად მსახიობმა თავის Twitter-სა და Instagram-ის გვერდებზე განაცხადა, ის და მისი მეუღლე ინფიცირებულები არიან. მსახიობი მადლობას უხდის ავსტრალიელ მედიკოსებს ზრუნვისა და ყურადღებისათვის. ჰოლივუდის ვარსკვლავი და მისი მეუღლე კარანტინს ავტრალიაში, საკუთარ სახლში გაივლიან.

4. “მადრიდის რეალის" ფეხბურთელები და კალათბურთელები.image

მას შემდეგ, რაც “მადრიდის რეალის" ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლუბის ფეხბურთელები და კალათბურთელები კარანტინში იმყოფებიან.

5. ოლგა კურილენკო.image

მსახიობი და მოდელი ოლგა კურილენკო ასევე ინფიცირებულია ვირუსით. “ჯეიმს ბონდის გოგომ" ამის შესახ Instagram-ზე განაცხადა. ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

6. კანადის პირველი ლედი სოფი გრეგუარი.image

კანადის პირველი ლედი სოფი გრეგუარი ასევე ებრძვის კორონავირუსს. მას უკვე დაუდასტურდა ინფიცირება, თუმცა ვირუსი მხოლოდ სუსტი სიმპტომებით მიმდინარეობს.

7. ნორვეგიის მეფე ჰარალდი და დედოფალი სონია.image

ისინიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. მიზეზი ის გახლავთ, რომ ნორვეგიის მოქალაქეებმა, ვინც 27 თებერვლის შემდეგ ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა, 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. ქვეყნის მეფე-დედოფალი კი მარტის დასაწყისში იორდანიას სტუმრობდნენ.

ასევე საინტერესოა:

ფრთხილად! – კრიმინალები კორონავირუსს დანაშაულებრივად იყენებენ

ფოტოებზე ასახული სიტუაციები, რომელთაც მხოლოდ რუსეთში თუ შეხვდებით (სახალისო ფოტოები)

თუ კორონავირუსით დაავადება არ გსურთ, ამ ჩვევებისა და “ტრადიციების" დავიწყება მოგიწევთ

0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0