x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ
image

ახლა შეგიძლია გადაიღო ფოტო ყოველგვარი წინაღობის გარეშე, ისე, რომ არც ერთი ადამიანი და არ მოხვდება კადრში. თუმცა ახლა როდესაც იტალია კარანტინში იმყოფება, შესაძლოა დაგაჯარიმონ - ან საერთოდ დაგაპატიმრონ.


ქუჩები, რკინიგზის სადგურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები და ბარები გამოცარიელებულია


დაცარიელებული აეროპორტები და უქმად მდგარი თვითმფრინავები დღეს უკვე ნორმად არის ქცეული და ეს სცენები თავად ვირუსის მსგავსად, პეკინიდან უკიდურეს ევროპამდე არის გავრცელებული.


მოჩვენებად ქცეული მუზეუმები, ეკლესიები და ღირშესანიშნაობები, სადაც რამდენიმე გზააბნეული ტურისტი დაბორიალობს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნიღბებს ატარებენ.

სრული სიცარიელის შეგრძნება გიჩნდებათ სანკტ-პეტერბურგის დასუფთავებული ქუჩების და მოედნების შემხედვარეს.. კიოტოს ტაძრების დაკარგული მლოცველები, ჩინეთის ქალაქების უმეტეს ნაწილში მიტოვებული და დაკეტილი რესტორნები.

image

ვენეციის არხი, ოდესღაც გონდოლებით გადატვირთული, სიმღერით და აკორდეონის ხმებით, რივა კატარღებით და მგზავრების სავსე წყლის ავტობუსებით - ახლა ისეთი წყნარი და დაცარიელებული, ძნელია გაიხსენო, როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილები თუნდაც სულ ერთი თვის წინ.

image
სრულიად მოჩვენებად ქცეული ქალაქი ბეთლემი, სადაც სახარების მიხედვით იესო ქრისტე დაიბადა და რომელიც ქრისტიანთა უპირველესი ტურისტული მარშრუტია.


image

ეს არის გასაოცარი მომენტი, როდესაც ხედავ, რომ სამყაროს ნორმალური ცხოვრება დაპაუზებულია, ხოლო დარჩენილი სურათები აისახება ისტორიულ ჩანაწერებში, რომელიც მომავალში შეახსენებს მსოფლიოს მოქალაქეებს, თუ რამდენად დაუცველი ვართ და რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთზე.


(მთავარ ფოტოზე-ასე გამოიყურება მუსულმანთა უპირველესი სალოცავი -მექა)


0
176
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0