x
image
Yoona
Mediator image
როგორ გავაკეთოთ სახის დამცავი ნიღაბი დამოუკიდებლად
სახლის პირობებში სახის დამცავი ნიღბები საკმაოდ მარტივი მასალისგან შეგიძლიათ გააკეთოთ.


image

თქვენ დაგჭირდებათ:

უქსოვი მასალა ან სამედიცინო სალფეთქი, ფილტრის თვისებები აქვს


რეზინი

მაკრატელი

ქინძისთავი

ნემსი და ძაფი ან ცხელი წებოს იარაღი


image

მოქმედება:

უქსოვი მასალიდან ჯერ მართკუთხედი ამოჭერით, სიგრძე 20 სმ, სიგანე 18 სმ.

image

ამის შემდეგ მოჭრილი ნაჭერი მარაოსავით დაკეცეთ. თითოეული მარაოს ფენა ქინძისთავებით დაამაგრეთ.

image

შემდეგ ძაფი და ნემსი აიღეთ. დაკეცილი ქსოვილი კუთხეებში დაამაგრეთ. თუ გაკერვას ვერ ახერხებთ, უბრალოდ ცხელი წებოთი დაამაგრეთ.

image

ამის შემდეგ რეზინი აიღეთ, რომელიც შეგიძლიათ ქსოვილების მაღაზიაში შეიძინოთ. რეზინა ნიღბის კუთხეებში დაამაგრეთ.

image

ნიღაბი მზადაა. როგორც ხედავთ, სახლის პირობებში ნიღბის გაკეთება საკმაოდ მარტივია! ამაზე მხოლოდ 10-15 წუთი დაგჭირდებათ.


image

ნიღბის გამოყენების დროს სჯობს ერთი წესი დაიცვათ: ნიღაბი მაქსიმუმ 2-3 საათით გამოიყენეთ. ამის შემდეგ დაცვის ეფექტი ქრება.

თუ უფრო მკვრივ ქსოვილს გამოიყენებთ, შეგიძლიათ ნიღაბი გარეცხოთ და დეზინფექცია გაუკეთოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

რა კლავს ბაქტერიებს: ფოტოები სადეზინფექციო საშუალების და საპნის გამოყენების შემდეგ განსხვავებას დაგანახებთ

image

ვირუსებისა და გრიპისგან თავდასაცავად უსპირტო ხელის ანტისეპტიკს თავად ვაკეთებ

image

ხელებს საპნით ვიბანთ და გაჯეტი როგორ გავწმინდოთ? მარტივი ხრიკები

image

ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

image

2 ყველაზე ძლიერი და მკვებავი ნივთიერება დედამიწაზე

image

0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
476