x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ზუსტად რა სიმპტომების მიხედვით გავარკვიო, კორონავირუსი მაქვს თუ არა?
კორონავირუსი


დღევანდელ სამყაროში ყველა, ვისაც ყელი ეწვება და ახველებს, ფიქრობს, რომ Covid-19 აქვს. ამ სტატიაში შევეცდები, აგიხსნათ, ზუსტად რა სიმპტომები განასხვავებს კორონავირუსს ჩვეულებრივი სეზონური გრიპისა და გაციებისგან.


როგორც სპეციალისტები ამბობენ, Covid-19-ით პლანეტის მოსახლეობის 70 % დაავადდება. სწორედ ამიტომ, შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის დაგვესხმება თავს კორონავირუსი და არა იმაში, დაგვესხმება ის თავს თუ არა საერთოდ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორს. ადამიანთა მოდგმას დრო გვჭირდება, რათა ეფექტური ვაქცინა და მედიკამენტები შევქმნათ კორონავირუსის წინააღმდეგ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. სახელმწიფოს მიერ გატარებული მკაცრი ზომებიც სწორედ ამას ემსახურება – ჩვენ ახლა ვცდილობთ, მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი დრო.


მაგრამ მაინც რანაირად გავარკვიო, სეზონური გრიპი მჭირს, გაციება თუ Covid-19?



ერთ რაღაცას ყველა უნდა შევეგუოთ: არ არსებობს კორონავირუსის უტყუარი სიმპტომები, რომელთა მიხედვით სრული ასი პროცენტით ვიტყოდით, რომ ეს არის კორონავირუსი და არა გაციება ან სეზონური გრიპი. თუმცა, არსებობს სიმპტომების რამდენიმე კატეგორია, რაც შედარებით უფრო ხშირად ახასიათებს კორონავირუსს. ესენია სიცხე (38 გრადუსი ან მეტი ცელსიუსით) და ხველება. კორონავირუსს ასევე ახასიათებს დაღლილობის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, დიარეა და სუნთქვის უკმარისობა, თუმცა გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე პირველი ორი სიმპტომი.


თუმცა, სიცხე და ხველება ახასიათებს გრიპსაც, მაგრამ კორონავირუსისგან განსხვავებით ამ უკანასკნელს დაღლილობა უფრო სჩვევია. გრიპისთვის ასევე ბევრად უფრო ხშირად არის დამახასითებელი სახსრების და თავის ტკივილი.


კორონავირუსი


მნიშვნელოვანი სიმპტომი, რაც ხანდახან (თუმცა არა მაინცდამაინც ხშირად) ახასიათებს კორონავირუსს და არა გაციებას და გრიპს, ეს არის სუნთქვის უკმარისობა.


გაციებას რაც შეეხება, ის უფრო ხშირად სახსრების ტკივილით, სურდოთი, ყელის ტკივილით და ცემინებით გამოიხატება. Covid-19-ს ცემინება არ ახასიათებს.



ასე რომ, თუ გაცემინებთ, როგორც ამხანაგი ვაჟა იტყოდა “ცისფერი მთებიდან”, გადავრჩენილვართ, მეგობრებო.

0
622
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0