x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჩინეთმა 2015 წლის ამერიკულ ჟურნალ "Nature Medicine-"ში აღმოაჩინა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ
image



ჩინურმა მხარემ შეერთებული შტატები დაადანაშაულა უჰანში კორონავირუსის გავრცელებაში და ასევე, მოიპოვა მონაცემები COVID-19– ის შესახებ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში.



"კორონავირუსის სასიკვდილო შტამი შესაძლოა ჩინეთის პროვინციაში უჰანში შეიტანა შეერთებულმა შტატებმა, კერძოდ კი ცენტრალურმა სადაზვერვო განყოფილებამ. ამის დასტური იყო ამერიკული ჟურნალის Nature Medicine- ის 2015 წლის სტატია."- ამბობს ჩჟაო ლიცზიანი, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.




დიპლომატის თქმით, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნეს კორონავირუსის ჰიბრიდული ვერსია სხვადასხვა ცხოველებში. მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ვირუსს, სახელწოდებით SHC014, რომელიც ნაპოვნია ღამურებში ჩინეთში, შემდეგ შექმნეს ქიმერული ტიპი, რომელიც ადაპტირებულია ლაბორატორიული მღრღნელების ზრდასთან და არის იმიტაცია ადამიანური დაავადების. როგორც გაირკვა, ახალმა შტამმა ცხოველებში დაავდება გამოიწვია, მაგრამ არ მოკლა ისინი.





ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, ამერიკელები იკვლევდნენ ამ ვირუსის ადამიანებზე გადაცემის შესაძლებლობას. შემდეგ გაირკვა, რომ ღამურების კორონავირუსების უმეტესობას შეუძლია ადამიანების დაინფიცირება.



შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის ელჩი ჩჟაო ლიცზიანი გაიწვია მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო პირებს შეეძლოთ კორონავირუსის ინფექციის შეტანა უჰანში.



ასევე, შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა უპრეცედენტო ზომები მიიღო კორონავირუსის გამო. დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დამატებითი ფინანსური რესურსები გამოყო ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად.



გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ძალიან იზრდება. იმის გამო, რომ ექიმები ვერ უმკლავდებიან ინფიცირებულთა რაოდენობას, დგება საკითხი ასაკობრივი ზღვრის დადგენის შესახებ, ინტენსიური თერაპიის ჩატარებისთვის..

0
726
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0