x
როგორია ევროპული კარანტინი აივნებზე ?
image


პანდემია ევროპელებს უფრო და უფრო აიძულებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და პირველადი აუცილებლობის მოხმარების სერვისები დაკეტონ. ევროპის ქვეყნების ლიდერები მოუწოდებენ მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ და ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ უკრძალავენ სახლიდან გასვლას. მაგრამ იზოლაციაშიც კი ახერხებს მოსახლეობა ერმანეთის გვერდით ყოფნას. მაგალითად იტალიაში ადამიანები გამოდიან აივნებზე და იტალიის ჰიმნს მღერიან.




ესპანეთში კარანტინში მყოფმა ადამიანებმა საყოველთაო ტაში მიუძღვნეს ექიმებს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან კორონა ვირუსის წინააღმდეგ.





იტალიელმა ოპერის მომღერალმა მაურიციო მარკინმა თავისი სიმღერით გამოხატა სოლიდარობა კარანტინში მყოფი ევროპისადმი.



0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
143