x
ტომ ჰენქსს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა
image


ტომ ჰენქსს და მის მეუღლეს კორონა ვირუსი აღმოაჩნდათ.


63 წლის კინემატოგრაფი, რომელიც "ოსკარის" ორგზის მფლობელია, ავსტრალიაში იმყოფება ცოლთან ერთად. ცოლ-ქმარმა თავი შეუძლოდ იგრძნეს და დაუყოვნებლივ მიმართეს ექიმს.



წყვილის ანალიზის პასუხებმა დადებითი შედეგები აჩვენა.



მსახიობმა მომხდარის შესახებ თავის თაყვანისმცემლებს აცნობა და იქვე დასძინა, რომ ექიმების რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს.


ტომ ჰენქსი ავსტრალიაში ელვის პრესლიზე ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო ჩასული, რომელზეც ბაზ ლურმანი მუშაობს. როგორც ცნობილია, გადამღები ჯგუფის ყველა წევრი გადაყვანილია ორ კვირიან კარატინში.

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
48