x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რესტორნის მენეჯერისგან არ უნდა ვიგებდეთ, რომ იქ კორონათი დაინფიცირებულები დადიოდნენ" - ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და შესაბამისს სტრუქტურებს საჯაროდ მოუწოდებს, უმოკლეს დროში, ინფიცირებულების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გასაჯაროებას. შეგახსენებთ, რომ 3 ჩეხ ტურისტს კორონავირუსის სიმპტომები, მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც საქართველოს საზღვრები დატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც გუდაურში მდებარე რესტორანი – "მთვრალი ალუბალი" და მისი თანამშრომელი ფეისბუქის გვერდზე წერენ, 4 მარტს გუდაურში 6 ჩეხი ტურისტი ჩავიდა რომელთაგან 3-ს კორონავირუსი დაუდგინდა. რესტორნის მენეჯერის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამივე დაინფიცირებული ტურისტი აღნიშნულ რესტორანში რეგულარულად დადიოდა: "მოდი ახლა ჩაქოლვასა და გაღმერთებას შორის შუალედი მოვძებნოთ და მშვიდად, წყნარად მოვთხოვოთ კორონას ქართველ ბოსებს, მოგვაწოდონ ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია დროულად ინფიცირებულების შესახებ. გვარებს და ფეხის ზომას არ ვითხოვთ, ვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას იმისთვის, რომ ვიცოდეთ საიდან გველოდება საფრთხე და რას მოვერიდოთ. კონკრეტული რესტორნის მენეჯერისგან არ უნდა ვიგებდეთ შემთხვევით, რომ იქ კარგა ხანს კორონათი დაინფიცირებული ტურისტები დადიოდნენ ყოველდღე. რებუსებით ლაპარაკი და საბჭოთა კავშირი არ გვინდა რა" - დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. დღესდღეობით, რესტორნის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, თავად რესტორანი კი - გაურკვეველი პერიოდით არის დაკეტილი. "მთვრალი ალუბალის" ერთ - ერთი თანამშრომელი სოციალურ ქსელში მათ, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში რესტორანს სტუმრობდა სთხოვს, რომ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებებს დაუყონებლივ მიმართონ.



0
321
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
321