x
image
Yoona
Mediator image
11 ხრიკი, რომლითაც რესტორნები უფრო მეტის ჭამას გვაიძულებენ
ნახეთ, რა მეთოდებს იყენებენ რესტორნები და კაფეები, რომ უფრო მეტი ფული დავხარჯოთ.


image

1. ბევრი რესტორანი მზა ინგრედიენტებს იყენებს. რესტორნები, სადაც მაკარონი და პიცა იყიდება, ცომს თავისით კი არ აკეთებენ, არამედ მზა სახით იღებენ. წვნიანები ბულიონს წინასწარ ამზადებენ და სპეციალურ კონტეინერებში ინახავენ.

image


2. შაქარი, საღეჭი რეზინი და მსგავსი რამ, რომელიც ანგარიშთან ერთად მოდის, უფასო სულაც არაა. ამ ხრიკს რესტორნები იმისთვის იყენებენ, რომ უფრო მეტი მომსახურების საკომისიო მიიღონ კლიენტებისგან, რომლებიც სინდისის ქენჯნას გრძნობენ.

image

3. გაირკვა, რომ რესტორნებში, სადაც შიგნით ბევრი სარკეა, ადამიანები უფრო ნაკლებს ჭამენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი უფრო მეტად აკონტროლებს საკუთარ თავს, როცა სარკეში იყურება.

image

4. ბევრი რესტორანი საკვების სუნს აძლიერებს, რომ კლიენტებმა შიმშილი უფრო მეტად იგრძნონ. მაგალითად, ზოგიერთ კაფე-რესტორანში სპეციალურ ღუმელებს აყენებენ, რომელთაც მინიმალური ვენტილაცია აქვთ, რომ ახალ გამომცხვარი საჭმლის სუნი უფრო მეტად გავრცელდეს.

5. ოფიციანტები მაგიდას იმწამსვე წმენდენ, როგორც კი ჭამას დაასრულებთ, და თეფშებს ალაგებენ, რომ კლიენტებს შეახსენონ, რომ მათ საკმარისად ბევრი შეჭამეს და უფრო მეტი არ უნდა შეუკვეთონ.

6. თუ რესტორანში შესვლისას კუთხეში კომფორტულ ადგილს ეძებთ, მაშინ რესტორნით კმაყოფილი დარჩებით. კლიენტები, რომელთაც არ სურთ, რომ ვინმემ დაინახოს, როგორც წესი, უფრო ბევრ საკვებს უკვეთავს.

7. რესტორნებში ცდილობენ, რომ სტუმრები შემოსასვლელთან ან გარე ფანჯარასთან ახლოს დასვან, რომ გარედან რესტორანი უფრო სავსე გამოჩნდეს. ხშირად ოფიციანტები ცდილობენ, რომ უფრო ყურადღების მიმქცევი ადამიანები მაგიდის კუთხეში დასვან.

image

8. თუ მაკარონს უკვეთავთ, ოფიციანტი მიხვდება, რომ თქვენ მუდმივი კლიენტი არ ხართ. რესტორანი ასეთ კერძებს მენიუში ყოველთვის ამატებს, რადგან მათი მომზადება საკმაოდ მარტივი და ეკონომიურია.

image

9. რესტორანში საჭმელი დიდი თეფშით მოაქვთ, რომ მომხმარებელს ეგონოს, რომ მან საკმარისად ბევრი შეჭამა და დესერტი შეუკვეთოს.

image

10. თუ ოდნავ მუსიკისთვის ხმის დაწევას მოითხოვთ, ისინი იტყვიან, რომ ასე გააკეთეს მაშინაც კი, თუ ხმას სინამდვილეში არ ჩაუწიეს. ამ დროში თქვენ მოგეჩვენებათ, რომ მუსიკა უფრო ჩუმი გახდა.

11. ყველაზე მარტივი კერძებიც კი ძალიან ლამაზად გაფორმებულია. ასე მრავალფეროვანი მენიუს შთაბეჭდილებას ქმნიან. გარდა ამისა, ფერადი საკვები მადას ზრდის.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება

image

შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

image

პროდუქტები უჩვეულო გემოთი, რომლებიც სხვა ქვეყანაში იყიდება

image

აი, როგორ გამოიყურება ჭიქა ჩაი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

image

ხელის პირსახოცს არ შეეხოთ. სასტუმროს საიდუმლოებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ

image


0
418
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
418