x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მე აქამდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის ერთი ამბავი...ეს დამრჩება სანანებლად მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე"- რას წერდა კონსტანტინე გამსახურდია გალაკტიონზე
image
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული მწერლობის ორ ბუმბერაზს, კონსტანტინე გამსახურდიასა და პოეტთა მეფეს, გალაკტიონს საკმაოდ დიდი ხნის, კარგი ურთიერთობა აკავშირებდათ.
თუმცა ... ერთ დღეს, კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.... შეცდომა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ვერ აპატიებდა საკუთარ თავს...
აი, ის ემოციური ჩანაწერი, რომელიც დიდმა მწერალმა გალკტიონს მიუძღვნა
-
კონსტანტინე გამსახურდია
გალაკტიონ ტაბიძე
...
"შენ თუ იქნები მიუდგომელი მის მიმართ,
ეს რომ არა, სამართლიანობით ჩვენ შორს
ვერ წავიდოდით:არა, შენ მოიგონე იგი
იმ წუთებში, როცა იგი გიყვარდა"..

რაინერ მარია რილკე


მე წილად მერგო უბედურება --მუდამ ჩემთვის უსაყვარლესი მეგობრების გლოვა--ჩემი სიყმის მეგობრები დავიტირო.....
მე დავკარგე ათეული წლების მანძილზე უძვიეფასესი მეგობრები: გიორგი ნიკოლაძე, ალექსანდრე აბაშელი, კონსტანტინე ჭიჭინაძე... ჩემი საყვარელი ძმები ალექსანდრე და ვიქტორი.

რა ვქნა, განგების ნებას ვინ გადაუვა!

მას შემდეგ რაც გალაკტიონი დაგვეღუპა, იგი სიზმრბში მეცხადება ხშირად.
image

ჩვენ მეგობრობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.
1910 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გალაკტიონი ჩემთან მოვიდა, მთხოვა: ქართულ გიმნაზიაში მოწყობაში დამეხმარეო. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს . იგი ფიზიკურად ლამაზი იყო, სულით უმანკო და სათნო.

მე მისი სიჭაბუკის ლექსები წაკითხული მქონდა და დაუყოვნებლივ ვეახელი ჩემს პედაგოგებს:ქართული გიმნაზიის დირექტორს, იოსებ ოცხელსა და სილოვან ხუნდაძეს. მათ დიდი სიამოვნება გამოთქვეს ამის გამო და დამპირდნენ : მას გამოუცდელად ჩავრიცხავთო მეშვიდე კლასში.

გალაკტიონს ეს ვამცნე, მაგრამ მან რატომგაც არ ინდომა სკოლაში შესვლა. მე უცხოეთს გავემგზავრე, წასვლის წინ ქუთაისში ვეძიე ამაოდ.

მრავალი წელი გავიდა ამის შემდეგ . გალაკტიონს შევხვდი ტბილისში 1918 წელს. იგი შეხვედრისას მუდამ მკოცნიდა: შენთან მოვალო მპირდებოდა და ჩემს ბინაზე კი იშვიათად ყოფილა.
image

საკმაოდ უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა.
ყოველი ჩემი წიგნის გამოსვლისას იგი დამირეკავდა და მომილოცავდა. მარწმუნებდა:სხვანიც რომ არ იყვნენ, ამ საუკუნეს მე და შენც ვეყოფოდითო. ძალიან სურდა ჩემთან ქეიფი, ჩემს სახლსი ვიწვევდი, იგი რესტორნისკენ მიმეზიდებოდა.

ერთხელ ასეთი სკანდალიც მომიწყო: სახელგამის წინ მე ჩემს მანანას ვუცდიდი. გალაკტიონი დამეძგერა--წამოდი, დავლიოთო, მე მწერალთა კავშირში ვიყავი წასასვლელი იმ დღეს და არ გავყევი.
იმ ჯამად ნადირობის დროს ფეხი მქონდა ნაღძობი, ამიტომაც ჯოხს ვატარებდი, გამომტაცა ჯოხი და მიწაზე დაანარცხა...

ასეთი იყო გალაქტიონი თავის მეგობრების მიმართ.
image

დღესაც ვქირდავ კიდევაც ჩემს თავს, რომ მე ენერგიულად არ ჩავერიე მის ცხოვრებაში.

ცხოვრება სად ქონდა მას. გალაქტიონმა ედგარ პოს გადააჭარბა თავისი შესანიშნავი ლირიკით, მაგრამ მე მგონია, ედგარ პომ დიდი ზეგავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე.

გადიოდნენ წლები. გალაქტიონი ყოველ ახალ წელს მილოცავდა, მპირდებოდა მოსვლას, მაგრამ დანაპირებს მაინც არ მისრულებდა.
მე არაერთხელ გმღვიძებია ღამით და გალაქტიონი მომლანდებია .
მე აქამდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის ერთი ამბავი:
ირაკლი აბაშიძე, სერგი ჭილაია და მე სამკურნალო კაბინეტში შევდიოდით სალვა დადიანის გამოსასვენებლად, გალაქტიონი გალაქტიონი ფოიეს ერთ კუთხეში იჯდა, დამინახა თუ არა, წამოდგა და კოცნა მომინდომა, მე მას არ ვაკოცე და ცივად გავეყარე . შემეშინდა, დიდხანს არ გამაჩეროს - მეთქი.

ეს დამრჩება სანანებლად მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე, რომ მე არ მეყო შორსმჭვრეტელობა და მასთან არ დავყოვნდი იმ დღეს.
image

მერმე ის იყო იმ დღეს დაგვეღუპა გალაქტიონი.
ჩვენი სასიქადულო დიდი გალაქტიონი.
ვენი უბედურება ის არის, როცა დიდი ადამიანი ცოცხალი გვყავს, არაფრად ვაგდებთ მას, როცა გაგვეცლება, ვტირით.

გალაქტიონის შემოქმედების შესახებ რა უნდა ვთქვა ნაუცბადევად ახლა.

საქართველო მუდამ იამაყებს სამი დიდი ქართველის სახელით: ესენი გახლავთ რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა და გალაქტიონ ტაბიძე. მე ხანდახან აგრე მგონია, რომ ვერც რუსთაველი, ვერც ვაჟა გალაქტიონის უფაქიზეს ლირიულ შედევრებს ვერ დასწერდნენ.

მე პირადად, ასე თუ ისე, ვიცნობ მსოფლიო პოეზიას და გალაქტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც ჩვენს პლანეტას არ მოეპოვება.

იგი ვირტუოზია არა მარტო ლექსისა, ქართული ენის დიდი შემოქმედიცაა. ქართული ენა მის ხელში მორჩილია როგორც გადნობილი ცვილი...არსად იგი ძალას არ ატანს ენას.

გოეტე ბრძანებდა :მწერლობა, პოეზია ენის მიმართ ძალდატანება არისო. გალაკტიონი ამას არ ჩადის. იგი სავსებით დამოუკიდებელია ჩვენი კლასიკოსებისაგან.

მისი ლექსი არ არის რაღაც უჩვეულო და გაუგონარი ფეერია, მისი პოეტური სახეები აროდეს ნახული შეუდარებელი და ბრწყინვალე ფეერიაა.
image
გლაკტიონის პოეზია, ისე როგორც რუსთველისა, სამწუხაროდ, კავკასიონს გადაღმა ვერ გადაცდა, მაგრამ ისინი ისე ღმად არიან შესული ქართული ენის უსიერ ტევრში, მეორე რუსთაველი და გალაქტიონია საჭირო რომ აქედან გამოიყვანოს.

ამაოდ დაშვრნენ ამ გენიოსების თარგმნელები: დანტე, ვერც გოერე და ვერც რილკე ვერ აჟღერდებიან სხვათა და სხვათა ენაზე. გენიოსების ეკვივალენტების შექმნა რომ შეიძლებოდეს, მათი დუბლიკატები გვეყოლებოდა.
დეე იყოს გალაქტიონი მარტოოდენ ჩვენი, საქართველოს გალაქტიონი, განუმეორებელი ორფეოსი ქართული სიტყვის მუსიკისა.
image

* * *
ჩვენი ახალი თაობის გასაგებად ვამბობ:

პირადი ცხოვრება ადამიანისა ერთგვარი ხელოვნებაა, უსაწიროესი ხელოვნებაა. ვინც ამ ხელოვნებას ვერ დაეფლება, მას ფიასკო მოელის უთუოდ.

გოეთე დიდი ხელოვანი იყო როგორც პოეზიაში, ისე ცხოვრებაშიაც. იგი ფინანსთა მინისტრის პოსტს ამსვენებდა ვაიმარში, ულამაზესი ქალები ჰყავდა საყვარლებად, აქაც დიდ ტაქტს იჩენდა. შესანიშნავი მამა იყო თავისი ოჯახისა, მიჯნურობაში მან კარგად იცოდა, რომ სულიერი კულტურა ადამიანისა ვნების დაოკებაში ცნაურდება უპირატესად.

საგულისხმოა ბალზაკის კალამბური: უნდა იაზროვნო როგორც ღმერთმა და იცხოვრო როგორც ფრანგმა ბურჯუამ. ეს ჭეშმარიტება რომ შეეგნოთ ლორდ ბაირონს, ედგარ პოს, ბოდლერსა და გალაქტიონ ტაბიძეს, ეს ოთხი გენიოსიასე უდროოდ არ დაიღუპებოდა.

ედგარ პო უკანასკნელ ვაგაბუნდსავით თვრებოდა, ბოლოს სული ამოხდა როგორც უპატრონო ლაცარონის. ლორდ ბაირონივრ დააოკა ვერც დიდმა სახელმა, ვერც ულამაზესი სიძვის დიაცებმა, აქაც სკანდალისტი იყო და ავხორცი. როცა იგი თავის საყვარლებითა და მამუნებით დატვირთუი ჩავიდა გენტს, მისოლუნგს მიმავალი, შუაღამეს თავს დაესხა სასტუმროს მრეცხავებს და ნამუსის ახდა მოუნდომა მათ.

მე პირადად აგრე მგონია: მისი მისოლუნგს გამგზავრება თვითმკვლელობის მოსახდენი ხერხი იყო. არა ერთხელ გამოვლაპარაკებივარ ბაირონის გამო ინგლისელ ინტელიგენტებსა და დამებს. მისი უსაქციელობა დრესაც კი არ დავიწყებიათ ინგლისელებს. "შოცინგ", " შოკინგ" პირზე აკერიათ მათ ამ გენიოსის ხსენებაზე.

ბოდლერმა ოპიუმითა და თრიაქით დაიმიკლა სიცოცხლე.

გალაქტიონ ტაბიძის დარუპვაში ღვინის სმამ განსაზღვრული წილი აქვს.
ყოველი შემოქმედი თავისებურად იტანჯება, ყოველ ჩვენგანს ათასი დემონი უღადრავს გულს, მაგრამ ვიმეორებ: კულტურა სულისა ეგ არის ვნებათა დაოკება.
image

**
აღარა გვყავს ჩვენი ძვირფასი გალაქტიონი, მაგრამ "სდგას საქართველო ოქროს თასივით მისი ლექსებითს ბადაგით სავსე".
ცხადია, ასე ნაუცბადევად ვერავინ შეაფასებს ახალი ქართული პოეზიის ორფეოსის კოლოსალურ მემკვიდრეობას, ჩემს წინაშეა მისი "Craine aux fleurs artistique" და მისი ასი ლექსი.

რომელი ერთი ვახსენო, მისი სედევრები ზეპირად იციან ქართული პოეზიის მოყვარულებმა. მსოფლიო პოეზიაში მე არ მეგულება პოეთი, რომელსაც ამდენი შედევრები ქონდეს. მისი განსაცვიფრებელი მუსიკით აჯღერებული " ლურჯა ცხენები", " სილაჯვარდე", "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენთი", " მე და ღამე", " მთაწმინდის მთვარე",
" მზეო თიბათვისა".

ათვალიერებ ამ მარგალიტებს და გაოცება გიპყრობს...

de la musiqua avant tout choses--მუსიკისათვის, უწინარეს ყოვლისა, მღეროდა ველრენი.

მე აგრე ვარაუდობ, გალაკტიონზე მის სიჭაბუკეში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ველრენმა და ედგარ პომ, მაგრამ მიუდგომლად ვამბობ: გალაქტიონმა გადააჭარბა მასწავლებლებს. მე ვიტყოდი, შორს გადააჭარბა. ეგ არის მხოლოდ, ეგ არის მხოლოდ გალაქტიონმა ამაოდ სინჯა გზა ეპიკისაკენ. მაგრამ ასეთი განსაცვიფრებელ მუსიკალობის პოეტს სიდინჯე არ ეყო ეპიკისათვის.

ედგარ პოც დიდი ჯადოქარი იყო ლექსისა, მაგრამ პარალელურად მან მსოფლიო პოეზიას დაუტოვა სედევრები ნოველასტიკაშიაც.

არც აკაკის, არც ვაჟას ლირას გალაქტიონისდარი ლირიული შედევრები არ მოუციათ. სამაგიეროდ მათ პოემებსა და პროზაშიც თავი ისახელეს ფრიად.
როცა გალაქტიონის გული გაკვეთეს ექიმებმა ჭაბუკური სიჯანსაღის აღმოჩნდა ეს გული.

ვაგლახ, რა ადრე შეწყდა ამ დიდი არფეოსის გულისცემა !
გალაქტიონის დაღუპვის გამო ვიგონებ გოეტეს ლექსს ლორდ ბაირონის სიკვდილიდ გამო დაწერილს:

" ის ღმერთების სწორია მას შერჩება გლორია
და ქუხილის ნაქადი; ჩვენ კი ცრემლის ნაკადი."

1963 წ.
2
1416
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1416
  
2020, 17 მარტი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 16 მარტი, 22:07
ცოტა თარგმანის კორექტურისათვისაც რომ მიგეხედათ,სჯობდა. საერთო ჯამში, კარგი სტატიაა.
0 1 2