x
image
_K_
11 რჩევა, რამაც შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში გადაგარჩინოთ
image

წინასწარ არავინ ვიცით, როდის შეიძლება შეგვემთხვეს კრიტიკული სიტუაცია. ამიტომ აჯობებს, თუ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით. სტატიაში გთავაზობთ 11 რჩევას, რამაც ერთ დღეს შეიძლება თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.






1. თუ ვინმე ცდილობს, ძალით წაგიყვანოთ სადმე, თქვით, ვითომ პირადი ნივთები დაკარგეთ.

თუ ვინმე ცდილობს, ძალით ჩაგსვათ მანქანაში, ეცადეთ, გზად რაც შეიძლება მეტი პირადი ნივთი დაგივარდეთ "შემთხვევით". თუმცა, გახსოვდეთ, სჯობს, მობილური თან გქონდეთ. ეს ყველაფერი პოლიციას დაეხმარება, უფრო სწრაფად გიპოვოთ.

image






2. თუ ლიფტში კრიმინალთან ერთად ხართ, ყველა სართულის ღილაკს დააჭირეთ თითი.


ეს გაქცევის საშუალებას მოგცემთ ან ვინმეს მიანიშნებთ, რომ საფრთხეში ხართ. ამასთანავე, ამ ხერხმა შეიძლება კრიმინალი დააბნიოს.

image






3. როგორ გავიგოთ, თუ შტორმი გვიახლოვდება:

შეაჯანჯღარეთ ნებისმიერი სასმელი და ჩაასხით ჭიქაში. თუ ბუშტუკები ჭიქის გვერდებზე გაჩნდება, კარგი ამინდი იქნება, ხოლო თუ ბუშტუკები ცენტრში გაჩნდება, ესე იგი შტორმი ახლოვდება.


ეს ატმოსფერული წნევის ბუშტუკებზე ეფექტის გამო ხდება. მაღალი წნევა მათ კუთხეებისკენ ფანტავს, რაც მზიანი ამინდის მიმანიშნებელია. როცა წნევა დაბალია, ბუშტუკები თავდაპირველ მდგომარეობაში, ცენტრში რჩებიან, რაც წვიმიან და მოქუფრულ ამინდს მოასწავებს.

image






4. თუ საბურავი დაგეშვებათ, ამოავსეთ ის ბალახით.

თუ საბურავი ისეთ ადგილას დაგეშვებათ, რომ დახმარების გამოძახებას ვერ ახერხებთ, გააკეთეთ მასზე პატარა ნახვრეტები და ამოავსეთ ბალახით ან ჩალით. რა თქმა უნდა, როცა დახმარების ადგილს მიაღწევთ, ბორბლის გადაგდება მოგიწევთ, მაგრამ ამ მეთოდის დახმარებით სახლამდე მაინც მიაღწევთ.

image






5. ყურადღებით იყავით თვითმფრინავის აფრენის და დაფრენის დროს.

ყურადღებით იყავით თვითმფრინავის აფრენის და დაშვების პირველი 3 წუთის განმავლობაში. არ დაიბნეთ! სტატისტიკის მიხედვით, უბედური შემთხვევების 61% სწორედ ამ დროს ხდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ყველაფრისთვის მზად იყოთ და ყურადღება არ მოადუნოთ.

image






6. ჩააქრეთ ცეეცხლი საცხობი სოდით.

თუ სამზარეულოს ღუმელს ან ზეთიან ტაფას ცეცხლი გაუჩნდა, მისი წყლით ჩაქრობა დაუშვებელია. ამის მაგივრად, სჯობს, საცხობი სოდა დააყაროთ ცეცხლს; ღია ხანძრის დროს გამოყოფილ ნახშირორჟანგს ამ მეთოდით ეფექტურად გაუმკლავდებით. რადგანაც ცეცხლის ჩასაქრობად დიდი რაოდენობის სოდაა საჭირო, ეს ხერხი მხოლოდ პატარა ხანძრების ჩასაქრობად გამოგადგებათ.

image






7. როგორ დავმშვიდდეთ სწრაფად პანიკის დროს:

პანიკა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც კრიტიკულ სიტუაციაში თქვენი გადარჩენის შანსს ამცირებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, დამშვიდდეთ და მარტივ საფეხურებს მიჰყვეთ:

✨ "მიწაზე დაეშვით". დაასახელეთ თქვენ გარშემო მყოფი ობიექტები, შეეხეთ მიწას ფეხქვეშ, დაითვალეთ ხეები და სხვა ობიექტები, რასაც ხედავთ. ამ მეთოდის წყალობით, გონებას დაუბრუნებთ მდგომარეობას "აქ და ახლა".

ისუნთქეთ ნელა. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ცხვირით. სცადეთ სუნთქვა მუცლით და არა - მკერდით. კონცენტრაცია მოახდინეთ გრძელხნიან ამოსუნთქვებზე.

✨ ხმამაღლა თქვით ყველაფერი, რასაც გრძნობთ. მაგალითად: "არ ვიცი, რა გავაკეთო. ხელები და ფეხები მიკანკალებს. გული ძალიან სწრაფად მიცემს".

✨ განსაზღვრეთ ქმედებები, რასაც საკუთარი თავის გადასარჩენად აპირებთ.

image






8. გზის გადაჭრისას გამოიყენეთ მობილური რეფლექტორად.

როცა სიბნელეში გადადიხართ გზაზე, გამოიყენეთ მობილურის ნათება რეფლექტორად. ამით მძღოლებს ანიშნებთ თქვენს იქ ყოფნას და სწორად რეაგირებისთვის დროს მისცემთ.

image






9. დაყნოსეთ ქაფური, რათა "გვირაბის ხედვის" ნიშნები გააქროთ.

თუ მანქანას 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მართავთ, შეიძლება "გვირაბის ხედვა" დაგეწყოთ. ამ დროს თქვენი ყურადღება მხოლოდ მანქანის პირდაპირ მყოფ ობიექტებზეა გამახვილებული და ნაკლებად ფიქრობთ, რა ხდება გვერდითა მხარეს, რის გამოც შეიძლება ქვეითები ვერ შეამჩნიოთ.


თვალები რომ არ დაგეძაბოთ, თან იქონიეთ ქაფურის კრისტალებით სავსე ქსოვილის ქისა ან ქაფურის ზეთით სავსე ბოთლი. როცა თავს დაღლილად იგრძნობთ, ცხვირთან ახლოს მიიტანეთ და ღრმად შეისუნთქეთ ქაფურის სურნელი. ამის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ და უფრო ყურადღებით იქნებით.

image






10. დაიწყეთ ცემინება და ცხვირის მოხოცვა თავდამსხმელის თავიდან მოსაშორებლად.

თუ საფრთხეს იგრძნობთ, ისტერიული მსხვერპლივით მოიქეცით: იტირეთ, დააცემინეთ, ცხვირი მოიხოცეთ (თუნდაც მკლავით). შეგიძლიათ, ნაკლებად საზიზღარ ქმედებებსაც მიმართოთ. დიდი შანსია, რომ ამ დროს კრიმინალი გვერდით გაიხედება და გაქცევის შანსი მოგეცემათ. სხვათა შორის, ამ ხერხს პოლიციელები იყენებენ, როცა უნდათ შეამოწმონ, ვინმე ხომ არ უთვალთვალებთ. თუ ცხვირის მოხოცვას დაიწყებთ, ადამიანი, რომელიც მოგსდევთ, გვერდით გაიხედება. საფრთხის არსებობაში დასარწმუნებლად ორიოდე წუთის შემდეგ ქმედება კვლავ გაიმეორეთ.

image






11. ყოველთვის თან გქონდათ ყალბი ექიმის ცნობა, რომელზეც ეწერება, რომ შიდსი გაქვთ.

ეს ხერხი მხოლოდ სექსუალური მოძალადისგან თავის დაცვაში კი არ დაგეხმარებათ ( "უნდა გაგაფრთხილო, რომ შიდსი მაქვს. ექიმის ცნობა ჩანთაში მიდევს" ), არამედ მძარცველისგანაც გიხსნით. თუ ის ძალიან განათლებული არაა, სავარაუდოდ შეეშინდება ფურცლის დანახვისას და დაავადების აკიდების შიშით თქვენს ჩანთაში არაფერს მიეკარება.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 18 წესი ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რათა ქუჩაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს

image


2. 15 ფსიქოლოგიური ხერხი, რომელთა დახმარებით ყველანაირ უხერხულ სიტუაციას აიცილებთ თავიდან

image


3. მშობლების 8 შეცდომა, რამაც შეიძლება ბავშვს მომავალი დაუნგრიოს

image


4. რატომ არის საზოგადოებრივი ტუალეტების კარები მოკლე? - ამის 9 მიზეზი არსებობს

image


5. როგორ გადავრჩეთ კრიტიკულ სიტუაციებში - 10 ხერხი, რასაც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები იყენებენ

image

0
1139
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0