x
image
_K_
როგორ გავარჩიოთ ორიგინალი ტანსაცმელი ყალბისგან - 10 მარტივი ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
imageმომხმარებლის ყურადღების მისაქცევად და სარგებლის გასაზრდელად ტანსაცმლის მწარმოებლები ხშირად იყენებენ ინსპირაციად ცნობილი ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. როგორც წესი, ორიგინალის გარჩევა ყალბისგან მარტივი იყო, თუმცა, დღეს ზოგჯერ ყალბსაც ისეთი კარგი ხარისხი აქვს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი ხდება.


სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ გაარჩიოთ ორიგინალი ნივთები ყალბისგან.






1. ტიმბერლენდის ჩექმები

✨ ორიგინალი კარამელისფერი ფეხსაცმლის ლანჩა თითქმის გამჭვირვალეა, თუ კარგად დააკვირდებით. კომპანიის ლოგო და ბრენდის სახელიც ლანჩაზე წერია. ქუსლსა და ლანჩას შორის ადგილი თითქმის უხილავი და ბრტყელია.

ლოგო ფეხსაცმლის გარეთა მხარეს, ქუსლთანაც უნდა იყოს. მისი ხაზები თანაბარი და მკვეთრი უნდა იყოს და ვერტიკალურად უნდა იყურებოდეს, ყოველგვარი გადახრილობის გარეშე.


ფეხსაცმლის მარყუჟებს ჰექსაგონის ფორმა უნდა ჰქონდეს და აკურატულად იყოს დატანილი მის გარეთა მხარეს. მამაკაცის მოდელებს 7 ჰექსაგონი აქვს, ქალებისას კი - 6.

ზონარზე თეთრად ნაქსოვი ხაზები უნდა იყოს. თუ რამდენიმე ხაზია ერთ მწკრივში, ისინი ერთმანეთის პარალელურად უნდა იყოს განთავსებული.

image






2. პანდორას სამაჯურები

ორიგინალი ვერცხლის სამაჯურის ფერი ოდნავ გახუნებული უნდა იყოს. ის არ არის ზედმეტად კაშკაშა და ბრდღვიალა. მწარმოებელი სპეციალურ დაჟანგვის ტექნიკას იყენებს, რათა პანდორას პროდუქტს უნიკალური ფერი მიანიჭოს.

✨ ახალი პანდორას სამაჯურები იდეალურად უნდა ინარჩუნებდეს ფორმას და თითქმის არ იხრებოდეს.

ორიგინალი სამაჯურის შესაკრავის ზომა თითქმის იმავეა, რაც ბრელოკების ზომა. სამაჯურის შესაკრავზე ამოტვიფრული უნდა იყოს “Pandora”, გვირგვინით ასო “O”-ს თავზე.

შესაკრავის შიგნით შეამჩნევთ სპეციალურ ფიქსატორს, რომელიც სამყურას ჰგავს და 4 ხრახნიან თავს შეიცავს. მისი მიზანია, სამაჯური უსაფრთხოდ მოირგოთ მაჯაზე. შესაკრავზე ასევე უნდა იყოს მარკა, რომელზეც ვერცხლის წონა წერია და ქარხნული შტამპიც აქვს.

პანდორას ბრელოკებს ბრენდის სახელი აწერია და აქვს ნიშანი, რომელზეც წერია, რა მასალისგანაა დამზადებული. მურანოს ბრელოკებს შიგნით არანაირი ღორღი, ბზარი და ჰაერის ბუშტუკები არ უნდა ჰქონდეს.

image






3. ლევისის ჯინსები

✨ ორიგინალ ბამბის ქსოვილზე, რომლისგანაც ლევისის ჯინსი იქმნება, შესამჩნევი დიაგონალური სტრუქტურა უნდა იყოს ჯინსის წინა და უკანა მხარეს.

✨ ორიგინალი ჯინსის უკანა ჯიბეზე ორხაზიანი პატერნი უნდა იყოს, რომელიც არწივის ნისკარტს მოგაგონებთ.

✨ ყველა ლევისის ჯინსს უკანა მარჯვენა ჯიბის ზევით, წელის ხაზთან ტყავის ნაჭერი აქვს მიკერებული, რომელზეც ლევისის ლოგო, სლოგანი, ჯინსის ზომა და მოდელის ნომერი უნდა ეწეროს. ასევე, უნდა შეამჩნიოთ მეჯოგეების სურათიც, რომლებიც ჯინსის შუაზე გახევას ცდილობენ.

უკანა მარჯვენა ჯიბეზე პატარა ქსოვილი, როგორც წესი, წითელია, თუმცა, სხვადასხვა მოდელებში შეიძლება სხვა ფერიც იყოს. ტაბზე უნდა ეწეროს ბრენდის სახელი და ზოგჯერ რეგისტრაციის მარკაც: ®.

ორიგინალ ღილებზე ყოველთვის უნდა ეწეროს “Levi Strauss”. რივეტებსაც ყოველთვის აწერია ბრენდის სახელი გარეთა მხარეს და მოდელის ნომერი შიგნითა მხარეს.

image






4. ლაკოსტის პოლო-პერანგები

✨ პირველ რიგში, ლაკოსტას ნიანგი ძალიან დეტალურად უნდა იყოს დახატული. უნდა შეგეძლოთ მისი თვალების, კბილების, ტერფების და წითელი ენის დანახვა. მისი ტანი ღია მწვანე უნდა იყოს და კუდი ტანის პარალელურად უნდა ჰქონდეს მოხრილი.

✨ პოლოს პერანგის უკან (შიგნითა მხარეს) უნდა იყოს თეთრი იარლიკი ლოგოთი და წითელი ნომრით, რომელიც მოდელის ზომას ნიშნავს. მამაკაცების მოდელზე ზომა ერთი ციფრითაა მითითებული, ქალების მოდელზე კი - ორით.

✨ ყალბ პოლოს პატარა დეტალებში ამოიცნობთ. ორიგინალ სამოსში მწარმოებელი იყენებს დედა-მარგალიტის ღილს ორი ნახვრეტით ყოველგვარი წარწერის გარეშე. მიმბაძველებს ხშირად ავიწყდებათ ეს და ოთხნახვრეტიან ღილებს იყენებენ.

image






5.Guess-ის საათები

✨ საათის სამაჯური შეიძლება დამზადებული იყოს მეტალისგან, სილიკონისგან ან ნამდვილი ტყავისგან. ცუდი სუნი, არათანაბარი დაფერვა, ბზარები და გაცვეთილი სამაჯური ყალბი პროდუქტის ნიშანია.

✨ საათის უკანა მხარე პროდუქტზე ძირითად ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, როგორიცაა ბრენდის სახელი, საათის კორპუსის მასალა (როგორც წესი, ფოლადი) და ინფორმაცია საათის მექანიზმზე Japan Mov’t-ის გრავირებით. Guess მხოლოდ მაღალი ხარისხის იაპონურ მექანიზმებს იყენებს.

image






6. New Balance-ის სპორტული ფეხსაცმელი

✨ New Balance-ის ბრენდის სახელი ფეხსაცმლის არაერთ ადგილას წერია: უკანა მხარეს, წინა მხარეს, ფეხსაცმლის ენაზე, ლანჩაზე და შიგნითა მხარეს. ლოგო ასო N-ის სახით ფეხსაცმლის გვერდითა მხარესაა განთავსებული და დაკერებული ნაგლეჯის ფორმა აქვს.

✨ ორიგინალი ფეხსაცმლის ძირი რბილი მასალისგანაა შექმნილი, რომელსაც მარტივად მოღუნავთ, მაგრამ მაშინვე დაუბრუნდება პირვანდელ ფორმას. ნაწილი, რომელიც ტერფს იცავს, რეზინისგანაა შექმნილი. ლოგოს, ზომის და მოდელის შესახებ ინფორმაციის ნახვა ორიგინალი ფეხსაცმლის ღაბაშში (თხელი ტყავი, რომელიც ფეხსაცმელში იფინება) შეგიძლიათ.

image






7. მაიკლ კორსის ჩანთები

✨ ბრენდი მხოლოდ კრემისფერ იარლიკებს იყენებს, რომელზეც შეგიძლიათ პროდუქტის შესახებ ძირითადი ინფორმაციის, მისი ნომრის, ფერის, მასალის, ჩანთის ზომის, დოლარებში ფასის და სპეციალური ბარ-კოდის ნახვა.

✨ ორიგინალ ჩანთაზე ნებისმიერ აქსესუარს აქვს ბრენდის სახელის გრავირება. ეს აქსესუარი შეიძლება იყოს მაგნიტური სამაგრი, ჩანთის ბეჭედი, კლამერები და კაუჭები.

✨ ორიგინალი ჩანთა მკვრივი მასალისგანაა შექმნილი, რომელიც არ დეფორმირდება.

image






8. Supreme-ის ჰუდები

ჰუდს ორი იარლიკი აქვს: ერთი - კისერზე, მეორე კი - ტანზე. დიდ იარლიკზე ბრენდის სახელი წერია რეგისტრაციის მარკასთან ერთად: ®. მეორე იარლიკზე კი ორიგინალი ქვეყნის, კანადის სახელი შეგხვდებათ. შიდა იარლიკზე, რომელზეც რეცხვის და მოვლის ინსტრუქციაა განთავსებული, უნდა იყოს რეკომენდაცია, რომ არ დააუთოოთ პროდუქტი. მიმბაძველ მწარმოებლებს ხშირად ავიწყდებათ ეს.

✨ ამოქარგული ლოგოს მქონე მაისურებზე ასოები რიგის მიხედვით უნდა იყოს განლაგებული და მათ შორის დაშორება თანაბარი იყოს. თუ ორიგინალ ჰუდს გადმოატრიალებთ, შიგნითა მხარეს, ლოგოს ადგილას ნაქარგის ძაფებს დაინახავთ.

✨ Supreme ჰუდისთვის მხოლოდ ზონრებს იყენებს, რომელიც ბოლოში აკურატულადაა შეკრული. მრგვალი მაქმანები ან მეტალის დაბოლოებები ყალბი პროდუქტის ნიშანია.

image






9. Burberry-ის შარფები

✨ ორიგინალ პროდუქტს ყოველთვის მკვეთრი ხაზები და მკვრივი სტრუქტურა აქვს.

ჩოლკოვანი ძაფები ორიგინალ მოდელზე მჭიდროდ დახვეულია და არ იხსნება, როცა ეხებით.

იარლიკზე ბრენდის სახელი დიდი ასოებით უნდა ეწეროს. ასევე, ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მწარმოებელი ქვეყნის და მასალის შესახებ, რომლისგანაც დამზადდა შარფი.

image






10. Ray-Ban-ის სათვალეები

✨ ორიგინალ რეი-ბანის სათვალეებს არ აქვს ხაზები ჩარჩოზე და მტკიცე პლასტიკისგანაა დამზადებული. ხაზები მეტალის ჩარჩოზე აკურატული და თითქმის შეუმჩნეველია.

✨ როგორც წესი, მწარმოებლები ლინზებს ნამდვილი შუშისგან ამზადებენ. პლასტიკის ლინზის მქონე მოდელების სია კომპანიის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

✨ ლინზის ზედა მარჯვენა მხარეს Ray-Ban-ის ლოგო უნდა იყოს. ის ზედაპირზე გრავირებული უნდა იყოს და არ იშლებოდეს.

ბრენდის სახელი სათვალის სახელურზეც უნდა ეწეროს. როგორც წესი, მარცხენა სახელურზე დაწერილია პროდუქტის სერიული ნომერი, მარჯვენაზე კი - ორიგინალი ქვეყანა.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ განვასხვავოთ პარფიუმი, პარფიუმის წყალი და ტუალეტის წყალი ერთმანეთისგან

image


2. სარკე თუ სურათი? - რომელი გვიჩვენებს ჩვენს რეალურ სახეს?

image


3. 10 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელთა დახმარებით ნებისმიერ ინტერვიუზე მოხიბლავთ დამსაქმებელს

image


4. რას აკვირდებიან სტიუარდესები, როცა ბორდზე ადიხართ - 7 მნიშვნელოვანი ფიზიკური ნიშანი

image


5. 12 თანამედროვე ეტიკეტის წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image

1
1521
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1521
  
2020, 14 აპრილი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1