x
image
მაია 24
"ღიპი დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან" - გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე

image


უბედური და ნაწყენი ადამიანები დედას "დაათრევენ მუცლით". რაც უფრო დიდია პრეტენზიები დედასთან, მით უფრო დიდია მუცელიც. რატომ ხდება ასე? რა ზრდის თქვენს ღირპს? ნეგატიური ემოციები და განცდები.


ადამიანური ემოციები უხილავია, მაგრამ საგრძნობი. ჩვენ ყველანი ემოციებით ვცხოვრობთ და მუდმივად ვისწრაფვით მათ შესაგრძნობად. ყველა ადამიანი ოცნებობს ბედნიერებაზე, მაგრამ გზად უწევს თვალი გაუსწოროს ბოროტებას, შურს, ბრაზს და სიძულვილს… სწორედ ამ დროს ვსწავლობთ ნეგატივისგან თავის დაცვას, ვადებთ საკუთარ გულს და სულს ბოქლომს. მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც ტკივილს მსოფლიოში ყველაზე ახლობელი ადამიანები - დედა და მამა გაყენებს?


რადგან ვერ ვახერხებთ სრულიად ავირიდოთ ამგვარი განცდები, მშობლებთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციები დიდხანს იხარშებიან ჩვენში და, სამწუხაროდ, ხშირად მიზეზის გაუცნობიერებლადაც სამუდამოდ რჩებიან იქ. ამიტომაც, გინდათ თუ არა ეს, ერთხელ აუცილებლად მოგიწევთ გააცნობიეროთ თქვენი ჭეშმარიტი ურთიერთ-დამოკიდებულება მშობლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება ძლიერი ინტოქსიკაცია…


ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს კავშირი ნეგატიურ ემოციებსა და ჯანმრთელობას შორის. ეზოთერიკები კიდევ უფრო შორს წავიდნენ - გადატანილი წყენისა და ადამიენბთან ურთიერთობების ერთმანეთთან დაკავშირებით. სწორედ ფსიქოლოგიისა და ეზოთერიკის საზღვარზე დგას გერმანელი ფსიქოთერაპევტის ბერტ ჰელინგერის კარგად ცნობილი სწავლება.



ბერტ ჰელინგერის წარმოდგენით, ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მართავს არა მხოლოდ გონება, მოტივები და სიტუაციური გრძნობები, არამედ ოჯახური ველი, სადაც ჩაწერილია ყველა მნიშვნელოვანი (პრობლემური) შემთხვევა, რაც ნათესაურ კავშირებში ხდება.


ოჯახურ კონსტელაციაში საკვანძო ფიგურები თავად ადამიანი და მისი მშობლებია. იმის მიხედვით, თუ როგორ აეწყობა ამ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ურთიერთობა ბავშვობაში, განისაზღვრება მთელი თქვენი შემდგომი ცხოვრება.


დედა მუცელში…


"მას, ვისაც დიდი მუცელი აქვს, დედას ატარებს მუცლით. დედა, მე შენ უარგყოფ და ამიტომ მუცლით გატარებ" - ამბობს ჰელინგერი. გამოდის, რომ რაც უფრო დიდია სიძულვილი, წყენა და უარყოფა, მით უფრო დიდია მუცელი.


ყველა ბავშვი - დედის სისხლი და ხორცია. ის მისგან ბრმა და უპირობო სიყვარულს ითხოვს. მომავალ პარტნიორშიც გაუცნობიერებლად დედის თვალებს ვეძებთ, მიუხედავად სქესისა. თუმცა ხშირად დედას თავისი გეგმები აქვს ბავშვის ცხოვრებაზე. ის შესაძლოა გამუდმებით აკრიტიკებდეს, მოითხოვდეს მისგან იმას, რისთვისაც მზად არ არის. ვინ იცის რამდენს გაუფუჭეს ბედი მზრუნველმა დედებმა, თავიანთი "ბავშვის" პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ან შემოსავლიან, თუმცა მოსაწყენ სამსახურში მისი მოწყობით. გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, ვინ ირჩევდა იმ წრეებს, რომლებზეც ბავშვი დადიოდა?


ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები სწორ აღზრდაზე


9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ


7 შეცდომა, რომელსაც ქართველი დედა ბავშვის აღზრდისას უშვებს


დედაზეა დამოკიდებული ცხოვრებისადმი საბაზისო ნდობა. თუკი დედა ხშირად წუხდა თქვენ გამო, თქვენ აუცილებლად შეისრუტავდით მის საკუთარი თავისადმი სიბრალულს, შიშებს და ცხოვრებისადმი უნდობლობას. ასე რომ კაცი, რომელიც ცოლს ღალატობს, მხოლოდ და მხოლოდ დედის სიყვარულს ეძებს სხვა ქალებში. ბავშვობაში ხშირად ხედავდა მას იმედგაცრუებულს და ახლა ძალიან სურს ბედნიერად აქციოს. სამწუხაროდ, მიდრეკილნი ვართ ძალიან ღრმად გავატაროთ საკუთარ თავში მშობლების ემოციები და ამით კიდევ უფრო ვამძიმებთ სიტუაციას.


დედა აძლევს შვილს უპირობო სიყვარულს, მზრუნველობას. დედა მას უზრუნველყოფს საკვებით. თუკი ამ პროცესში რაღაც დაირღვა, ბავშვი უკვე ზრდასრულ ასაკში ახდენს კომპენსირებას. ადამიანები ხშირად ემოციური დეფიციტის შევსებას ცდილობენ საჭმლით. დედის დანაკლისს საკვებით ინაზღაურებს.


ასე რომ, დედას, ამა თუ იმ ფორმით, შეუძლია მთელი თავისი სიმძიმით "დააწვეს" ბავშვს. მასში გროვდება წყენა, სიძულვილი და განიცდის სულიერ ტკივილს. ეს ემოციები გასასვლელს ვერ პოულობენ და შიგნით რჩებიან.


გადის დრო. ბავშვი იზრდება, ჭკვიანდება და იმისთვის, რომ გადარჩეს, სჭირდება ცნობიერი გაათავისუფლოს დედასთან ურთიერთობით დაგროვილი ნეგატივისგან. ირთვება თავდაცვითი მექანიზმები. სხვა შემთხვევაში ფსიქიკა უბრალოდ ვერ გაუძლებდა. სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანები ივიწყებენ ბავშვობის წყენას, თუმცა ის მხოლოდ ცნობიერ დონეზე განიდევნება, მეხსიერებიდან იშლება, თუმცა გრძნობა რჩება, გადანაცვლდება და მუცელში იწყებს წვეთ-წვეთ ჟონვას. წარმოიქმნება ერთგვარი საცობი, რომელიც ბლოკავს წარმატებას და ენერგიას.


ჰელინგერი ამტკიცებდა, რომ "წარმატებას დედის სახე აქვს". ეს ფრაზა ნიშნავს შემდეგს: "როგორი დამოკიდებულებაც გაქვს დედასთან ქვეცნობიერ დონეზე, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც". კაცი მხოლოდ მაშინ მოახერხებს წარმატების მიღწევას, როდესაც ქალური ნაწილის ამუშავებას შეძლებს საკუთარ თავში: განივითარებს ინტუიციას და მოახერხებს წარმატებულ უკუკავშირს სამყაროსთან.


თქვენ შეგიძლიათ თეორიულად დაუსრულებლად ამტკიცოთ, რომ გიყვართ დედა, მაგრამ სიმართლეზე რეალობა ლაპარაკობს. რეალობაა სწორედ უკუკავშირი თქვენს ჭეშმარიტ სიყვარულზე მშობლებისადმი. ყველაზე მეტად დედისადმი წყენას ადამიანის ცივი მზერა ამხელს. მისით იმედგაცრუება საკუთარი თავით იმედგაცრუებამდე მიდის, რომელსაც მარტოობა მოჰყვება კვალში.


მამიკოს გოგო მამაკაცებს არ აფასებს



მამა, ჰელინგერის მიხედვით სამყაროს გასაღებია. მამა - ძალაა, გავლენა, პატივისცემა და, შესაბამისად, მატერიალური კეთილდღეობაც, ფული. მამა ქალიშვილს საკუთარ მნიშვნელობას აჩვენებს მის გვერდით უბრალოდ ჩუმად ყოფნითაც კი.


ქალიშვილის გადაჭარბებულმა სიყვარულმა, შესაძლოა მისი ოჯახური ბედნიერება გააფუჭოს. ხშირად ხდება, რომ მამიკოს გოგო მამაკაცებს პატივს არ სცემს. ეს იმიტომ, რომ პედესტალზე მამა ყავს, მისი ყველა თვისება იდეალიზებული აქვს. ყველა სხვა კაცი ამ ილუზიურ იდეალთან შედარებით არარაობაა.


როგორც წესი, ყველა ქალი კაცისგან იმას ითხოვს, რისი მიცემაც მამამ ვერ შეძლო. ამიტომ, გოგონა, რომლისთვისაც შემოსავალი სიყვარულზე მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ იმედგაცრუებულია მამით. ვერ ეგუება მისი სიყვარულის დაკარგვას და კომპენსირებას ცდილობს ფულით.


მამა ბავშვს აძლევს დაცულობისა და სიძლიერის გრძნობას. ასე რომ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მთლიანად მამის ხატზეა დამოკიდებული. გიყვართ მამა? - გექნებათ ფული. თუკი აქ წყენაა, ფული ნაგვად მოგეჩვენებათ.


ქალებისთვის მამისგან მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაფერს, რაც მისგან ვერ მიიღო, კაცისგან მოითხოვს. რეალურად, ვერცერთი მამაკაცი ვერ შეძლებს გახდეს მისი მამა. ისინი ან ტყდებიან, ან მიდიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთობა ინგრევა.


რაც შეეხება მამის დეფიციტს კაცებში, ვიღებთ მოლაყბე ხელმოცარულებს. იმისთვის, რომ იშოვოთ ფული, უნდა გქონდეს სურვილი მამას დაუმტკიცო, რომ მასზე ნაკლები არ ხარ. ხოლო იმისთვის, რომ შეინარჩუნო ფინანსური კეთილდღეობა, კაცი უნდა გათავისუფლდეს მამის მიმართ პროტესტიდან და მიიღოს ის.


როგორ შევურიგდეთ საკუთარ თავში მშობლებს?


თქვენი დედასთან ურთიერთობა - თქვენი ოჯახი და, ზოგადად, მთელი თქვენი სოციალური ურთიერთობებია, ხოლო მამა, დაცულობის გრძნობა, გავლენა და ფული. გინდათ ეს ყველაფერი გქონდეთ? გათავისუფლდით მშობლებთან პრეტენზიებისგან.


მიიღეთ ისინი ისეთი, როგორებიც არიან, აპატიეთ და ნუ ემიჯნებით. ასეთ შემთხვევაში, მთელი თქვენი გენეტიკური ხაზის ძალა თქვენზე გადმოვა და სიყვარულით აგავსებთ.


მუცელში დედისადმი პრეტენზიებია. ეს პრეტენზიები ხელს გიშლით ცხოვრებაში, მათ შორის პირად ცხოვრებაში. შესაძლოა გარშემომყოფთა თვალში წარმატებულიც ჩანდეთ, მაგრამ თქვენი ამბიციები, სანამ დედისადმი პრეტენზიებისგან არ გათავისუფლდებით, არ დაკმაყოფილდება.


რაც შეეხება მამისადმი პრეტენზიებს, ამაზე თქვენი შიშები, თავდაჯერების ნაკლებობა და საქმეში მერყეობა მიანიშნებს. ასეთი წყენა გართმევთ დაცულობის გრძნობას და ლუკმა პურისთვის მძიმე შრომას გაიძულებთ.


არ აქვს მნიშვნელობა რა სახის, რა ფორმის ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან ახლა, საერთოდ გაქვთ თუ არა ურთიერთობა, ან საერთოდ გყავთ თუ არ ამშობლები.

"თქვენ საკუთარ თავში მათდამი პრეტენზიებისადმი უნდა გათავისუფლდეთ და ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოთ"


როგორ მოვახერხოთ საკუთარ თავში მშობლებთან შერიგება?


იმისთვის, რომ საკუთარი გრძნობების სიმართლე გადაამოწმოთ, აზრობრივად გაუგზავნეთ საკუთარი სიყვარულის სხივი მამას და დედას (უმჯობესია თუ ცალ-ცალკე გააკეთებთ), და დააკვირდით, რა სიგანისაა ეს სხივი. თუკი თქვენი გრძნობა ოკეანეზე ნაკლებია, პრეტენზიები გქონიათ. ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს.


გააცნობიერეთ მშობლებთან ურთიერთობა. როგორია სინამდვილეში თქვენი სიყვარული მათდამი?


მოიძიეთ თქვენი შესაბამისი სხვადასხვა ფსიქოლოგიური, ან ეზოთერული ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ გადახარშოთ მშობლებისადმი წყენა და გააფართოვოს მათი სიყვარული თქვენში. ეს შესაძლოა იყოს მედიტაცია, აფირმაცია, პროექცია ან სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპიული ტექნიკები. მოიძიეთ ის, რაც თქვენთვის მუშაობს.


დაკავდით ამ პრაქტიკით ყოველდღიურად, სანამ წყენას და ნეგატივს არ მოიშორებთ.


როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდებით, თავადაც გაგიკვირდებათ როგორ დაიკავებს გათავისუფლებული წყენის ადგილს თქვენს ცხოვრებაში წარმატება, სილამაზე, ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და ჰარმონიული ურთიერთობები. სიმძიმე გაქრება და მიხვდებით, რომ სინამდვილეში თქვენი მშობლები არაფერ შუაში იყვნენ, რეალურად ეს პრეტენზიები თქვენ დააკოპირეთ თქვენი მშობლებისგან ისე, როგორც გესმოდათ, თქვენ დაუწერეთ ეს სტანდარტები საკუთარ თავს მათი სქემის მიხედვით და მერე ცხოვრებას იწამლავდით თქვენივე გამოგონილი დანაშაულის გრძნობით მათი სახელით.


ასევე ნახეთ:


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



"ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" - თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო დედა არ ხარ, მაშინ წაიკითხე



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
2285
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0