x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით რატომაა მაჯვენა და მარცხენა ხელზე წნევის მაჩვენებელი განსხვავებული?

image


თუ მარჯვენა ხელზე წნევის მაჩვენებელი ცოტათი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მარცხენაზე, აღელვება არ ღირს. სტატისტიკის მიხედვით, ასეთი თავისე ბურება ადამიანთა ნახევარზე მეტს აღენიშნება. საქმე ისაა, რომ წამყვან ხელზე მუსკულატურა უკეთესადაა განვითარებული, რის გამოც, შეიძლება, სისხლძარღვებზე ზეწოლა მოხდეს.თუ წნევის მაჩვენებლების სხვაობა ტონომეტრზე 5-მმ-ს არ აღემატება, ექიმები ამას ნორმალურ გამოვლინებად თვლიან. ხოლო, თუ სხვაობა მეტია, საჭიროა ექიმს მიმართოთ.10 მმ-ით სხვაობისას ღირს დაფიქრება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკაზე. უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ეს დაავადება იწვევს მსგავს დარღვევას. თუ მარჯვენა და მარცხენა ხელზე მაჩვენებლები 15-20 მმ-ით განსხვავდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ კარდიოლოგს. ასეთი შედეგების დროს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული პათოლოგიების რისკი კი 3-ჯერ იზრდება. როდესაც არის ინფარქტის, ინსულტის რისკი, საჭიროა, დროულად მიიღოთ ზომები: შეცვალეთ დიეტა, ცხოვრების ჯანმრთელ წესზე გადადით, შეიძლება საჭირო გახდეს წამლისმიერი თერაპია.

1
545
1-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
545
  
2020, 17 მარტი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1