x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფეხმძიმე სილამაზის დედოფალი ქმრის თვალწინ დაიღუპა
image19 წლის მირიამ ესტეფან გირა ლუნა, საზღვრის გამყოფ 7 მეტრიან კედლიდან ჩამოვარდა, როდესაც იგი მექსიკიდან შეერთებულ შტატებში გაპარვას აპირებდა.


გვატემალა-მექსიკის საზღვარზე მცხოვრები სილამაზის დედოფალი რვა თვის ფეხმძიმე იყო, მისი მდგომარეობის მიუხედავად. მეუღლესთან, დილვე გარსიასთან ერთად, იგი აპირებდა შტატებში გაქცევას, მაგრამ ეს სარისკო გადაწყვეტილება ტრაგედიით დასრულდა.

image

როდესაც მირიამი ტეხასის შტატში ელ – პასოსთან ახლოს მდებარე საზღვრის კედელზე აძვრა, რაღაც არასწორედ წარიმართა იგი ქმრის თვალწინ ჩამოვარდა. გაოგნებულმა ქმარმა დახმარება ითხოვა, რა დროსაც მას მესაზღვრეები გამოეხმაურნენ, წერს გამოცემა Mirror-ი.


image

"როდესაც ისინი კედელზე აძვრომას ცდილობდნენ, ქმარს სხვა აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ეცქირა როგორ ეცემოდა მიწაზე მისი ორსული მეუღლე"-აღნიშნა საბაჟოს უფროსმა.


მძიმედ დაშავებული გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების დიაგნოზით, მას ტვინში სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება და მენჯის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. მირიამს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სანამ მისი გულის ცემა შეწყდებოდა.

ექიმები ასევე შეეცადნენ გადაუდებელი საკეისრო კვეთით გადაერჩინათ მისი არ დაბადებული ბავშვი, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოუვიდათ.

0
783
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
783
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0