x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევა აღკვეთა - მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს
image


დედოფლისწყაროში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქის მხრიდან თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შეტყობინება მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე გააკეთეს. შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დროულად აღკვეთეს. ეს პირველი შემთხვევაა, სადაც სამართალდამცავი უწყების ჩარევის აუცილებლობა დადგა.


„ერთი მოქალაქე, დ/წყაროს საზ.ჯანდაცვის ცენტრისა და პოლიციის თანამშრომლების გაფრთხილების მიუხედავად, არ დაემორჩილა თვითიზოლაციის წესს და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ურჩი მოქალაქე იძულების წესით გადაიყვანეს ქალაქ თელავში მდებარე სპეციალურ საკარანტინო ზონაში. იგი ამჟამად არის ჯანმრთელი. საზღვრის კვეთიდან 14 დღის გასვლამდე დარჩება კარანტინში, “ - აცხადებს დედოფლისწყაროს მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი.


„ერთხელ რომ დაარღვია თვითიზოლაციის წესი, მაშინ ჯანდაცვის ცენტრის ექიმებმა გააფრთხილეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისევ გარეთ დადიოდა, ბაზარშიც იყო და კვლავაც ხალხმრავალ ადგილებში რომ დააფიქსირეს, შემდეგ ხალხმა ცხელ ხაზზე დარეკა, “ - აცხადებენ ადგილობრივები.



როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 9 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში... მთავარი ეპიდემიოლოგის, ლალი ალადაშვილის განმარტებით, ყველა მათგანი დღეის მდგომარეობით არის ჯანმრთელი და იცავს თვითიზოლაციის წესს.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ჩამოსულები არიან საფრანგეთიდან, კანადიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან, არაბეთსა და პოლონეთიდან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შესაბამისი სპეციალისტები პერიოდულად მათი ჯანმრთელობის კონტროლს აწარმოებენ.


„რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში კანადიდან ჩამოვიდა მოქალაქე და ორგანიზაციებში თავისუფლად შევიდა, ხალხსაც მიესალმა, გადაკოცნა და ხელი ჩამოართვა. გასაუბრებისას გაირკვა, რომ მოქალაქეს ორკვირიანი კარანტინი არ გაუვლია და არც ექიმების რეკომენდაცია გაუთალისწინებია, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყო. აღნიშნული ფაქტის გამო, მოქალაქეები პანიკამ შეიპყრო და სასწრაფოდ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დარეკეს. ფაქტზე დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრისგან სწრაფი რეაგირება და კონტროლი მოჰყვა. მათ მოქალაქე იძულების წესით წაიყვანეს ბინაზე და მკაცრად მოსთხოვეს ორკვირიანი თვითიზოლაცია, “ - აღნიშნავენ დედოფლისწყაროელები.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარიეტა გონაშვილის განმარტებით, რამდენიმე მათგანს ამოეწურა თვითიზოლაციაში ყოფნის 14 დღიანი ვადა და ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. მათ შორის ორ მოქალაქეს დაკვირვების პერიოდი პარასკევს ამოეწურა.


შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი იყო იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო სხვა ადგილობრივებისთვის. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ირწმუნება, რომ იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეზე დაკვირვება მიმდინარეობდა, არაერთი კვლევა ჩაუტარდა და ის თავს კარგად გრძნობს, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება.


ამ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ოჯახის და მედიკოსების განმარტებები ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ

.

.

ამავე თემაზე: „ვინ დაბრუნდა იტალიიდან და არსებობს თუ არა კორონას გავრცელების საფრთხე დედოფლისწყაროში?

0
149
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0