x
ნაზი ჩიდრაშვილი - ედუარდ შევარდნაძის მადლობის სიგელიდან პერსონა 2020 -ის ტიტულამდე კულტურის განვითარებისთვის

სულ რაღაც ორმოცი წლისა, თუმცა მას უკვე უამრავი ჯილდო და მადლობის სიგელი აქვს მიღებული მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან, რომელიც სკოლის მოსწავლეობის პერიოდში მიიღო, ეს მისი ერთერთი პირველი ჯილდო გახლდათ, შემდგომ იყო მუსიკალური ფესტივალი თელავი სადაც გრან პრი მიღო, მას მერე იგი ქალაქ თელავში მოღვაწეობს თავადაც მღერის და ასევე დაარსებული აქვს მუსიკალური სტუდია, სადაც მომავალ თაობას ხელოვნებას ასწავლის. მის მიერ დაწერილმა მუსიკალურმა სპექტაკლმა “მაშკოს და პაშკოს თავგადასავალმა დიდი აღიარება მოუტანა, როელიც იმ დროს ყველა ბავსვისთვის საყვარელ სპექტაკლად იქცა. ეს ქალბატონი ნაზი ჩიდრაშვილია.

ნაზი ჩიდრაშვილი წარდგენილი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 -ზე რეგიონში კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელზეც პროექტის საკორდინაციო საბჭომ დადებითი შეფასება გასცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და იგი სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 ადამიანს აჯილდოებს.

აღნიშნული პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილი გახლავთ.image

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი მესხი
მარიამი მესხი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0