x
image
alex999
Mediator image
კორონავირუსი და მსოფლიო - მიღებული ზომები და ვითარება სხვადასხვა ქვეყნებში!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით მსოფლიო მაშტაბით კორონავირუსით დაღუპულია 5833 ადამიანი. ვირუსით დაინფიცირდა 156 400, ხოლო 73 968 ადამიანი კორონავისრუსისგან განიკურნა. წარმოგიდგენთ ვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან...


image







ჩინეთის ოფიციალური სააგენტოს Xinhua- ს მოხსენების თანახმად, ახალი კორონატესტი უკვე მზადაა, რომელსაც შეუძლია 15 წუთში დაადგინოს ინფიცირებულია თუ არა ადამიანი კორონავირუსით!

image


იტალიის შემდეგ, ესპანეთშიც კარანტინი გამოცხადდა.


აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დონალდ ტრამპმა ჩაიტარა კორონავირუსის ტესტი, რომელიც უარყოფითი გამოდგა. პრეზიდნეტი ინფიცირებული არ არის, ამას ადასტურებს ასევე ტრამპების ოჯახის მთავარი ექიმიც.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა დოქტორ ტედროს ადონამ გებრიესუსმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით "უსაფრთხო ხელები", რათა მსოფლიო პანდემიისგან დაცული იყოს. ვიდეოში გებრიესუსი ხელების სწორად დაბანას გვასწავლის.


ავსტრალიაში უცხო ქვეყნიდან შემოსული ყველა ადამიანი 14 დღიან იძულებით კარანტინში მოთავსდება.


ისრაელში გადაიდო ბენიამ ნათანიაუს სასამართლო 2 თვით.


მსოფლიოს ცნობილი სამეცნიერო უნივერსიტეტები, როგორიცა: იელის უნივერსიტეტი, ახალი უელსის უნივერსიტეტი და სიდნეის უნივერსიტეტი ზაფხულამდე დაიხურა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სამივე სასწავლებელში დაფიქსირდა.


უზბეკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. სახელმწიფომ პირველივე დღესვე შეწყვიტა ფრენები მსოფლიო მასშტაბით.


საბერძნეთში კორონავირუსით უკვე 4 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტმა დახურულად გამოაცხადა ყველა სანაპირო.


საფრანგეთში დაიხურა ყველა ბარი, კაფე, კინოთეატრი და რესტორანი. ასევე დაიხურა ეიფელი, ვერსალი და ლუვრის სასახლეც!


ინდოეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით იძულებითი იზოლაცია დაწესდა.


იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში გადაიდო ყველა საფეხბურთო მატჩი.


ინგლისში შემოიღეს ახალი კანონი, რომლის თანახმადაც 70 წლის ზევით ყველა მოქალაქე 4 თვით თვითიზოლაციაში უნდა იყოს.


და ბოლოს... ჯანმოს განცხადებით, ტემპერატურის მატებამ შესაძლოა კორონავირუსი ვერ შეაჩეროს!


image



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



სპორტსმენები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ

image



კანადური კომპანია პენტაგონის დაფინანსებით : კორონავირუსის ვაქცინა მზადაა!


image



4 წინადადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რობოტებს წამოსცდათ

image



სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში?

image



17 ახალი კადრი, რომელიც აღფრთოვანებულს დაგტოვებთ

image



ინფიცერებულთა რიცხვმა 79 000 გადააჭარბა - კორონავირუსის "ცხრილი" ამ დროისთვის

image



34 კადრი 23 ქვეყნიდან - კორონავირუსის მძიმე სურათი!

image



8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო - ეს უნდა იცოდეთ!

image





0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0