x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პოდკასტი “სიკვდილი სექსისთვის”, რომელიც კიბოს მქონე პაციენტის დაუვიწყარ თავგადასავლებს აღწერს
მოლი


ნიკი ბოიერი (მარცხნივ) და მოლი (მარჯვნივ)


რომ იცოდეთ, რომ მალე მოკვდებით, როგორ გამოიყენებდით დარჩენილ დროს?


ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემა ნიკი ბოიერმა სცადა პოდკასტით, რომლის სახელწოდებაა ”სიკვდილს სექსისთვის” და რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგება. პიდკასტი 11 მარტს დასრულდა და აღწერს ნიკის საუკეთესო მეგობრის, მოლის ველურ სექსუალურ თავგადასავლებს, რომელსაც 41 წლის ასაკში მკერდის კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს.



მოლიმ მკერდის კიბოს დიაგნოზი ცხოვრებაში მეორედ მიიღო. პირველად მსგავსი დიაგნოზი 2011 წელს დაუსვეს, რის შემდეგაც მკურნალობის პროცედურა წარმატებით ჩაიტარა. ამჟამინდელი დიაგნოზი 9 წლის შემდეგ უკვე მეორეა და ექიმები განკურნების იმედს მას უკვე ვეღარ აძლევენ.


მოლი ცოტა ხნის წინ ქმარს გაშორდა და გადაწყვიტა, თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით იცხოვროს და სიცოცხლით დატკბეს. ეს პოდკასტებიც სწორედ ამის შესახებ არის გადაღებული.


“სექსუალურად ჩემ ქმარს და მე ქორწინებაში სირთულეები გვქონდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ კიბოს დიაგნოზს დამისვამდნენ [პირველ ჯერზე]“, – ამბობს მოლი, რომლის გვარი კონფიდენციალურობის გამო არ მჟღავნდება. “დიაგნოზის დასმამდე მე დაჟინებით ვცდილობდი, “გადამეტვირთა” ჩვენი სექსუალური ცხოვრება, ხოლო მერე უცებ კიბო გამოჩნდა”.


პირველი მკურნალობის შემდეგ, რაც ორმაგ მასტექტომიას, დასხივებას, ქიმიოთერაპიას და რეკონსტრუქციულ ქირურგიას მოიცავდა, მოლი და მისი მეუღლე ძველებურ მონოგამიურ ცხოვრებას აღარ დაბრუნებიან. ისინი მხოლოდ ფორმალურად დარჩნენ ერთად – მოლის განმეორებით დიაგნოზამდე.


გასაოცარია, მაგრამ ინტენსიურმა ქიმიოთერაპიამ და სხივურმა თერაპიამ ვერ დაანგრია მოლის სხეული. თუ არ იცით მისი ამბავი, ვერაფრით ვერ იტყვით, რომ კიბო სჭირს. უფრო მეტიც: უცნაურია, მაგრამ მედიკამენტებმა მისი ლიბიდო ჩარჩოებიდან ამოაგდო. ახალგაზრდა ქალს გაშმაგებით სურს სექსი, გაშმაგებით სურს, დაეწაფოს სიცოცხლის თითოეულ ატომს.


“მე მუდმივად აღგზნებული ვარ”, – ამბობს მოლი. “ჩემს სხეულს შეხება და მოფერება სურს”.


მოლიმ მეორე დიაგნოზის შემდეგ ქმარი მიატოვა და დაუყოვნებლივ სექსუალურ თავგადასავლებში გადაეშვა. ის ხვდება მამაკაცებს და ცდილობს, ცხოვრებით დატკბეს”.



“სექსი მე მაცოცხლებს”, – ამბობს მოლი. “მაძლევს უნარს, ჩემი საშინელი დიაგნოზი დავივიწყო და იმაზე აღარ ვიფიქრო, რაც მალე მომელის”.


“ის სექსუალურად და ემოციურად ძალიან ღიაა”, – ამბობს ბოიერი საკუთარ ერთგულ მეგობარზე. “სექსი მას ეხმარება, ხელახლა შეიგრძნოს საკუთარი სხეული”.


ქალებმა ერთმანეთი 20 წლის წინ, ნიუ-იორკში გაიცნეს. მაშინ ორივე მსახიობი იყო და ძალიან ახალგაზრდა. ისინი მალე დამეგობრდნენ და ერთმანეთი მას შემდეგ არცერთ გასაჭირში არ მიუტოვებიათ.


ორივე ამბობს, რომ პოდკასტების ჩაწერის იდეა 2018 წელს გაუჩნდათ, მაშინ, როცა მოლისთან ერთად ვახშმობდნენ.


“მე ვკითხე მას: რატომ გამოიყურები ასე ბედნიერად და კმაყოფილად?” ამბობს ბოიერი. “მოლიმ მითხრა, რომ ორი პაემანი ჰქონდა. მედიკამენტებმა მოლის დღის რეჟიმიც შეცვალა. ქიმიოთერაპიის შემდეგ ის ძალიან ადრე დგება საწოლიდან. მან ღამე ერთ-ერთ მამაკაცთან გაატარა და დილის 6 საათზე მასთან ერთად ყავაც დალია, ხოლო მეორე მამაკაცთან ერთად ისადილა. მე ვუთხარი მოლის, რომ სექსი და მისი ავადმყოფობა ეს ერთი ისტორია იყო და პოდკასტებში ორივე ერთ სიბრტყეში უნდა განგვეხილა”.


მოლი დათანხმდა და მეგობრებმა ერთად დაიწყეს პოდკასტების ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ მოლი ხანდახან იმდენად იყო დასუსტებული, რომ საათობით გაუნძრევლად იწვა იატაკზე და ადგომას ვეღარ ახერხებდა.


პოდკასტში მოლის დაავადება შავი იუმორით არის განხილული. მოლი ყვება, თუ როგორ სთხოვა რამდენიმე მამაკაცს სექსის შემდეგ, რომ მოეკლათ ის, რადგან მალე ისედაც მოკვდებოდა.


მეგობრები პოდკასტებში ლაპარაკობენ მოლის ფილტვების შემცირებულ მოცულობაზე, ასევე წყალზე, რომელიც გულის უკმარისობის გამო ქალს ფეხებში პერიოდულად უგროვდება.


მოლი


ნიკი ბოიერი


თუმცა, მოლი არასოდეს არ ესაუბრება საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ არცერთ თავის მამაკაცს, რომლებსაც ის ყოველდღიურად ხვდება.


როგორც სამეცნიერო კვლევები ცხადყოფს სექსი ეხმარება იმუნურ სისტემას და აძლიერებს ორგანიზმს. როცა ადამიანს შოკისმომგვრელ დიაგნოზს უსვამენ და ეუბნებიან, რომ მალე მოკვდება, ეს სხვა კუთხით უჩვენებს მას სიცოცხლეს. ამის შემდეგ ადამიანებთან ყოველი შეხება და ყოველი ალერსი პაციენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება.


მაგრამ ჩვენ ყველა ხომ მოკვდავები ვართ? განა სულერთი არ არის, დაგვისვამენ თუ არა სასიკვდილო დიაგნოზს? ისედაც არავინ არ ვიცით, როდის მოვკვდებით და რა ფარული დაავადება ბუდობს ჩვენს სხეულებში. ჰოდა, იქნებ, ღირდეს, რომ არ მოვუცადოთ, როდის გვეტყვის ექიმი: “თქვენ კიბო გაქვთ” და დავტკბეთ სიცოცხლის ყოველი წამით?

0
322
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0