x
image
მაკა ნიკვაშვილი
ამერიკანო მარწყვით: არიზონას ყავის სახლში პიკანტური დრესკოდი შემოიღეს

image


საოცარია რომ კაფეები, მაღაზიები, სილამაზის სალონები და სხვა საჯარო დაწესებულებები ამ ტექნიკას ასე იშვიათად იყენებენ. რა საჭიროა ცალკე რეკლამებში ფულის ხარჯვა და ფასდაკლებებით საკუთარი ბიზნესის გატყავება, როცა შეგიძლია მხოლოდ თანამშრომლები გააშიშვლო?



image


გასაგებია, რომ ყველას არ სურს ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მუშაობა, თუმცა ესეც გამოსწორებადია. აი, ყავის სახლის ქსელის - "Bikini Beans Espresso"- ს მეპატრონემ, ქასთინგი ჩაატარა, საცურაო კოსტიუმის სახით უნიფორმაც შემოიღო და ახლა რასაც ჰქვია, ფულში ცურავს.



imageimage


ყავის სახლებში მომუშავე გოგონებს (აღნიშნული ყავის ქსელის კაფეები არიზონას შტატში, კერძოდ კი - ფენიქსსა და ტემპეში მდებარეობს) 2 არჩევანი აქვთ: მოამზადონ ყავა საცვლების ამარა ან მკერდზე დამაინტრიგებელი სტიკერები მიიკრან. რაც მთავრია, სტუმრები აღფრთოვანებულები არიან. რესტორნების საძიებო საიტზე "Bikini Beans Espresso"– ს სულ "5" ბალიანი შეფასებები აქვს, სოციალურ ქსელებში კი –ათასობით გამომწერი ჰყავს.



imageimage


თუმცა, ყავის ქსელის მეპტარონის ეს კრეატიული მიდგომა ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. კერძოდ, ქალაქის საკრებულოს წევრმა მაიკ ფაგანმა განაცხადა, რომ მსგავსი პიარ სვლა სხვა არაფერია თუ არა ქალების ექსპლუატაცია, ამიტომ საჯარო დაწესებულების თანამშრომლების გარეგნობაზე საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესების ინიციტივით გამოვიდა, თუმცა მისმა ამ მცდელობამ სრული წარუმატებლობა განიცადა.



imageimage



ჩინოვნიკის საპასუხოდ - "Bikini Beans Espresso"- ს ვებსაიტზე შემდეგი მანიფესტი გამოჩნდა: "ჩვენ, ქვეყანაში როგორც პირველი ბიკინი - ყავის სახლი, ქალებს არა მხოლოდ საკუთარი უფლებების და შესაძლებლობების გაფართოებაში, არამედ თვითშეფასების ამაღლებაშიც ვეხმარებით, რათა მათ თავი ყოველთვის კომფორტულად იგრძნონ, მიუხედავად იმისა ისინი საქმიანი პიჯაკით შემოსილნი იმუშავენებ თუ საცურაო კოსტიუმით".



imageimageimageimage




0
1215
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1215