x
image
Yoona
Mediator image
კომპონენტი, რომელიც ბავშვის გონებაზეა პასუხისმგებელი, დედის რძეში იპოვეს
რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი სხვებზე უფრო ჭკვიანი? ეს კითხვა ბევრ მშობელს აწუხებს. ბევრი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ საქმე კარგ გენეტიკურ მემკვიდრეობაშია, მაგრამ ასე არაა.

როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ბავშვის კოგნიტურ შესაძლებლობებზე პასუხისმგებელია დედის რძე, უფრო ზუსტად მასში შემავალი ოლიგოსაქარიდი. ის ნერვული სისტემის და აზროვნების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


საერთო ინფორმაცია

image


დედის რძე არა მხოლოდ მკვებავი ნარევია, რომელიც ჩვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს. ის გონებრივ განვითარებას ხელს უწყობს, დამცავ ფუნქციებს ასრულებს, საჭმლის მომნელებელი სისტემების აშლილობას და ბევრი დაავადების განვითარებას აფერხებს.

დედის რძე მდიდარ ქიმიურ შემადგენლობას ფლობს, ამიტომ მისი შეცვლა არც ერთ ხელოვნურ ნარევს არ შეუძლია. ის შემდეგი ნივთიერებისგან შედგება:

წყალი - 88, 1%

ნახშირწყლები - 7%

ცხიმები - 3, 8%

ცილები - 0, 9%

დანარჩენი კომპონენტები - 0, 2%

სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე თითოეული ქალის რძე განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, ყველა ბავშვი განსხვავებულია და ზოგი სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად ვითარდება.


კვლევის შედეგები

image

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლოს-ანჯელესის საბავშვო საავადმყოფოსთან თანამშრომლობით გაარკვიეს, რომ ოლიგოსაქარიდი 2-ფუკოზილაქტოზა, რომელსაც დედის რძე შეიცავს, ბავშვის კოგნიტური უნარების განვითარებას ხელს უწყობს. მათ რამდენიმე ასეულ ბავშვზე ცხოვრების 1-2 წლის განმავლობაში დაკვირვება განახორციელეს და სტანდარტიზებული ტესტები Bayley-III ჩაატარეს.

შედეგად გაირკვა, რომ დედების, რომელთა რძეში ბევრი 2-FL შედის, ბავშვები ინფორმაციას უფრო სწრაფად აღიქვამენ, ამუშავებენ და იმახსოვრებენ.

ასევე მეცნიერებმა იმის გარკვევა სცადეს, თუ ყველაზე მეტად დედის რძე ზრდის რომელ პერიოდზე ახდენს გავლენას. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან ხარისხიანი კვების პროგრამის შედგენის საშუალებას იძლევა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ლაქტაციის პრობლემები აქვთ.


დასკვნა

image

თუ დედა ცხოვრების სწორ წესს იცავს, მავნე ჩვევები არ აქვს და ხარისხიანად იკვებება, მაშინ მის რძეს ოპტიმალური შემადგენლობა აქვს და ყველა აუცილებელ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. სწორედ ამიტომ, მომავალი დედა ჯანმრთელობას სერიოზულად უნდა მიუდგეს არა მხოლოდ ორსულობის დროს, არამედ ორსულობის მოსამზადებელ პერიოდშიც.


ასევე დაგაინტერესებთ:

7 რამ, რასაც ბავშვი მემკვიდრეობით მამისგან იღებს

image

3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან

image

მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

image

თქვენი ბავშვები განსაკუთრებულები არიან, თუ თვის ამ რიცხვში დაიბადნენ

image

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

image

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
61