x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
დასავლეთ გერმანიაში მალე ლენინის პირველი ძეგლი დაიდგმება
ლენინის ძეგლი


ვერიდებოდი ღოლოსა, დამხვდა ბაღჩის ბოლოსაო, ამბობს ძველი ქართული ანდაზა. ალბათ, სწორედ იგივე განცდა ექნებათ იმ ქართველებს, რომლებიც ამიერიდან დასავლური კულტურის და ცხოვრების წესის ზიარების მიზნით გერმანულ ქალაქ გელზენკირხენს ესტუმრებიან, სადაც მემარცხენე ექსტრემისტული მარქსისტ-ლენინისტური პარტია (MLPD) “მოღვაწეობს” და რომლის გელზენკირხენული ცენტრალური ოფისის წინ მალე ლენინის 215-სანტიმეტრიანი ძეგლი აღიმართება. ამაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და შესაბამისი ნებართვაც გასცა.


შენობა, რომლის წინ ლენინის ძეგლი დაიდგმება, ისტორიულია: იქ 30-იანი წლების დასაწყისში შემნახველი სალაროს ადგილობრივი ოფისი იყო განთავსებული. სწორედ ამიტომ გელზენკირხენის მერია MLDP-ს ნებას არ რთავდა, აქ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ბოლშევიკი ტირანის ქანდაკება აღემართა. გელზენკირხენის მუნიციპალიტეტში აკრძალვას იმით ხსნიდნენ, რომ ძეგლი ისტორიული შენობის იერსახეს დაამახინჯებდა. მართლაც, აბა რა სილამაზე აქვს რუსი დიქტატორის სიფათს?!


მაგრამ სასამართლომ იმსჯელა და გამოიტანა დასკვნა, რომ ლენინის ქანდაკების დასადგმელად არ იყო არანაირი სპეციალური ნებართვა საჭირო. ლენინის პერსონის ნეგატიური ხასიათი კი ამიერიდან ვერ შეუშლის ხელს პარტიას, შეასრულოს საკუთარი ჩჩჩ. ასე დაასკვნა მაღალი რანგის მოსამართლემ მიუნსტერში, სადაც სარჩელი იყო წარდგენილი და რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.



ლენინის ძეგლი


ვლადიმერ ლენინი იყო რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ლიდერი, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო კერენსკის დროებითი რევოლუციური მთავრობის დამხობის და სისხლიანი პუტჩის მოწყობის გზით, რასაც შედეგად 70-წლიანი ტირანია, რიგი ქვეყნების (მათ შორის კი საქართველოს) ოკუპაცია და ადამიანებზე განხორციელებული დამღუპველი სოციალური ექსპერიმენტი მოჰყვა უტოპიური კომუნიზმის დამყარების მცდელობის სახით. სხვადასხვაგვარი მონაცემებით ლენინის მიერ დაფუძნებულ “ბოროტების იმპერიას” 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო იმ გამანადგურებელ შედეგებს, რაც ადამიანთა მოდგმის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალურ ექსპერიმენტს მოჰყვა, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები დღემდე იმკიან მთელ მსოფლიოში. დღემდე ამ ქვეყნების ეკონომიკა ყველაზე სუსტია, ხოლო იქ გავრცელებული სიღარიბე – ყველაზე თავზარდამცემი.


2
471
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
471
  
2020, 21 მარტი, 6:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 17 მარტი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2