x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რომაელები დაავადებების თავიდან ასაცილებლად მფრინავი პენისების ამულეტებს იყენებდნენ
მფრინავი პენისი


ანტიკურ რომში ბავშვების დაავადებებისგან დასაცავად მფრინავი პენისების გამოსახულების მქონე ამულეტებს იყენებდნენ.


საქმე იმაშია, რომ ძველ რომში პენისი ნაყოფიერების და ძალის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. ის ამავდროულად იყო ღვთაებრივი სიდიადის სიმბოლოც და რომაელებს სწამდათ, რომ მისი მაგიური უნარი დაიცავდა მათ შვილებს გათვალვისა და დაავადებებისგან.


ფალოსის გამოსახულების მქონე უზარმაზარ ამულეტებს უკეთებდნენ ბავშვებს – როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს. სამწუხაროდ, ძველ რომში ბავშვების 50 %-ზე მეტი ვერ აღწევდა 5 წლის ასაკამდე. პატარები იღუპებოდნენ უბრალო გაციებით, დიფტერიით და სხვადასხვა ეპიდემიებით, რაც ყოველ რამდენიმე წელიწადში ბრუნდებოდა და მუსრს ავლებდა ადამიანებს. ამიტომ ძველი რომაელი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი პატარა როგორმე დაცული ყოფილიყო.



გარდა დაავადებებისგან და ავი თვალისგან დაცვის “ფუნქციისა”, ფრთიანი პენისის ამულეტი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც იყო. მონების ბავშვებს უფლება არ ჰქონდათ, მსგავსი ნივთი ეტარებინათ. იმისათვის, რათა მფრინავი პენისის ამულეტის ტარების ღირსი გამხდარიყავი, თავისუფალი მოქალაქე უნდა ყოფილიყავი.


მაგრამ მხოლოდ ბავშვებს არ ეკეთათ ფრთიანი პენისის ამულეტები. რომაელ სარდლებსაც, როცა ტრიუმფით ბრუნდებიდნენ მშობლიურ ქალაქში, უფლება ჰქონდათ, ეტარებინათ მსგავსი სამკაულები, რათა შურს და ავ თვალს არ შეეფერხებინა მათი წინსვლა და შემდგომი სამხედრო წარმატებები.


ზოგჯერ ამულეტი ორნაწილიანი იყო. ერთ ნაწილზე მფრინავი პენისი იყო გამოსახული, მეორეზე კი მუშტი შუაში გამოყოფილი ცერით, რაც ასევე ძალის სიმბოლოს წარმოადგენდა.

იყო ასევე მფრინავი პენისი, რომელსაც პენისი ეკეთა. ეს ორმაგი სიძლიერის მქონე ამულეტად იყო მიჩნეული.


მფრინავი პენისი


ხოლო პენისის ფრთები იმის გამომსახველი იყო, რომ დაავადების თუ გათვალვის წინააღმდეგ ამულეტი დაუყოვნებლივ იმოქმედებდა.


რასაკვირველია, ამულეტი პენისის გამოსახულებით ცრურწმენა იყო და ის არანაირად არ იცავდა ბავშვებს დაავადებებისგან, რომლებიც ისევე იხოცებოდნენ, როგორც მსგავსი ნივთების არმქონეები, მაგრამ დღესაც კი, მრავალი საუკუნის შემდეგ ადამიანებს სწამთ ავგაროზების, გათვალვის, ჯადოების, ჰოროსკოპების და მსგავსი სრულიად წარმოუდგენელი ამბების. ეს ყველაფერი კი სულაც არ არის ნაკლებად ტრაგიკომიკური, ვიდრე რომაელები საკუთარი ამულეტებით, რომლებზეც მფრინავი პენისი იყო გამოსახული.

0
544
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0