x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შეუძლია თუ არა პრეზერვატივს სექსის დროს კორონავირუსისგან ჩვენი დაცვა?
პრეზერვატივი


კორონავირუსი ამჟამად დედამიწის ყველა კონტინენტზე ფიქსირდება და მისგან დაავადებულთა საერთო რაოდენობა 154 275-ს აღწევს, საიდანაც 5798 შემთხვევა უკვე ფატალურად დასრულდა. ადამიანები დაჟინებით ეძებენ გზებს, რათა მომაკვდინებელ ვირუსს დაუსხლტნენ. ზოგი ხსნას რესპირატორულ ნიღბებში ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები სისტემატიურად აცხადებენ, რომ მსგავსი ნიღბები უსარგებლოა, რადგან ვირუსი გაცილებით უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ქსოვილის ბოჭკოები სახის ნიღაბზე და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუძლია გადაადგილება სასუნთქი გზების მიმართულებით, ზოგი ადამიანი კი ხელების ხშირ დაბანას და სახლში თვითიზოლაციას ამჯობინებს, რაც უგუნური საქციელი სულაც არ არის, მაგრამ ყველას ერთნაირად აინტერესებს, თუ როგორ გადაიცემა Covid-19 და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან სექსის დროს.


უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსის შესახებ ამ ეტაპზე მეტისმეტად ცოტა რამ ვიცით. მაგრამ ჩვენი ცოდნა საკმარისია საიმისოდ, რათა ვთქვათ, რომ ის ჰაერწვეთოვანი გზით გადაიცემა და ამიტომ თუ კორონავირუსის მქონე ადამიანთან სექსი გექნებათ, სულერთია, პრეზერვატივით თუ მის გარეშე, Covid-19 მაინც გადაგედებათ. პრეზერვატივი არსებობს მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დასაცავად, ხოლო კორონავირუსი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება არ გახლავთ. იმისათვის, რათა კორონავირუსისგან თავი დაიცვათ, თავი უნდა შეიკავოთ მის მატარებელ ადამიანთან სექსისგან. თუ გგონიათ, რომ სექსის დროს პარტნიორს უბრალოდ შეატრიალებთ, რათა დახველების დროს სახე აარიდოთ და ამგვარად გექნებათ მასთან უსაფრთხო სექსი პრეზერვატივით, ძალიან ცდებით, რადგან დახველება და დაცემინება არ არის ერთადეთი გზა, რითაც კორონავირუსი გადაიცემა. ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაფერზე, რასაც დაავადებული ადამიანი შეეხება, მათ შორის კი საწოლის გადასაფარებელზე, ბალიშზე ან საბანზე.


პრეზერვატივი



იგივე შეიძლება ითქვას კოცნაზე. ვირუსი კოცნითაც შეიძლება მარტივად გადმოგედოთ. სწორედ ამიტომ დაავადებულ ადამიანთან ყოველგვარი ფიზიკური კავშირისგან, მათ შორის, კოცნის ჩათვლით, თავი უნდა შეიკავოთ.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0