x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქალს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც 16 წლის გერთან სექსუალური კავშირი დაამყარა

ინცესტი


შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლინკოლნში მოხდა. დედინაცვალი გერთან სექსის დროს გამოიჭირეს, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცის მამამ ცოლის საძინებელ ოთახში საიდუმლოდ დიკტოფონი დაამონტაჟა.


30 წლის ასაკის ქალს ბიჭთან პირველი სექსი მას შემდეგ ჰქონდა, რაც თინეიჯერს 16 წელი შეუსრულდა.


გაირკვა, რომ ქალმა თავის გერს ისიც უთხრა, რომ ის იყო მისი არდაბადებული ბავშვის მამა, როდესაც ის დაორსულდა.



როცა ბავშვი დაიბადა, დნმ-ის ტესტებმა დაადასტურა, რომ სინამდვილეში თინეიჯერის მამა იყო მშობელი.


მსხვერპლი საბოლოოდ პოლიციამ მაშინ გამოკითხა, როდესაც მას 20 წელი შეუსრულდა. მანამდე ეს ამბავი 4 წლის მანძილზე გაუხმაურებელი რჩებოდა და ქალი სისტემატიურად ამყარებდა სექსუალურ კონტაქტს ბიჭთან.


ახალგაზრდა მამაკაცმა განუცხადა პოლიციას, რომ დედინაცვალმა მასთან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ფლირტი, როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო, ხოლო სრული სექსუალური აქტივობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 16 წელი შეუსრულდა.


დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ სქესობრივი კავშირი დედინაცვალთან თითქმის ყოველდღიურად ჰქონდა ორი წლის განმავლობაში, სანამ 18 წლის გახდებოდა.


იმისათვის, რათა მსხვერპლზე ზემოქმედება მოეხდინა, ქალი ეუბნებოდა მას, რომ ახალდაბადებული ბავშვის მამა იყო.


სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრთან სექსუალური კავშირის ბრალდების სამ პუნქტში.


ინცესტი


ადვოკატმა, კარენ უოლტონმა თქვა: ”იგი საშინლად არის შეშფოთებული მისი საქციელით და ჯერ კიდევ ცდილობს იმის გაგებას, თუ რატომ მოიქცა ასე ამდენი ხნის განმავლობაში”.


განაჩენის გამოცხადების დროს, მოსამართლე ჯული ვარბურტონმა დამნაშავე ქალს განუცხადა, რომ ის შეძრწუნებული იყო მისი საქციელით.


ქალი ასევე შეიყვანეს სექსუალური დამნაშავეების რეგისტრში, სადაც ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე იქნება დარეგისტრირებული.

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0