x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბილ გეიტსმა გადაწყვიტა მიატოვოს Microsoft-ი და მთლიანად ქველმოქმედებით დაკავდეს
image

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეიტსმა მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს დირექტორთა საბჭო და მთელი თავის საქმიანობა ქველმოქმედებას მოახმაროს, ამის შესახებ იტყობინება Microsoft-news-ი.



"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ორივე საბჭო, სადაც ვმუშაობდი-Microsoft და Berkshire Hathaway -იმისთის, რომ უფრო დიდი დრო დავუთმო საქველმოქმედო პრიორიტეტებს"-განაცხადა ბილ გეიტსმა -"კომპანია Berkshire და Microsoft -ის ლიდერობა არასდროს ყოფილა ასე ძლიერი, ამიტომ დადგა დრო ეს ნაბიჯი გადავდგა."


ეს ამბავი მოხდა ერთი თვის თავზე, როდესაც ბილ გეიტსმა პირობა დადო, რომ უფრო აქტიურად იბრძოლებდა კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ.გეიტსმა კვლავ გაიმეორა ეს ვალდებულება თავის ახალ განცხადებაში


თებერვლის თვეში გეიტსის საქველმოქმედო ფონდმა 20 წლის იუბილე აღნიშნა.

თებერვლის დასაწყისში, ბილ გეიტსმა 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა ჰოპკინსის სახელობის ცენტრს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის, ამის გარდა მარტის დასაწყისში მან და მისმა მეუღლემ მელინდა გეიტსმა შეიძინეს 15 000 მოლეკულური წამალი ტესტირებისათვის რომელიც პოტენციურად შესაძლებელია კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენონ, მოლეკულები, რომლებიც შეიცავენ აქტიურ ანტივირუსულ პოტენციალს, გაეგზავნა რეგას სამედიცინო კვლევის ცენტრს, რომელიც ბელგიის ქალაქ ლევენში მდებარეობს.


ბილ გეიტსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი პირადი კაპიტალი "ფორბსის" 2019 წლის მონაცემებით, 96, 5 მილიარდი აშშ დოლარია.

0
300
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0