x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პრობლემის სტრუქტურა

ჩვენ ყველა ვაწყდებით დიდი რაოდენობით პრობლემას და უცებ ვხვდებით, რომ ჩვენ წინაშე მოცემულია პრობლება, ასეთი გაგება არ წარმოადგენს სირთულეს, თუმცა სიტყვა „პრობლემა“ რჩება რთულ განსასაზღვრად. ამ დარგში პიონერია პოლია(Polya, 1962), მან შემდეგი განსაზღვრება შემოგვთავაზა: „პრობლემის გადაჭრა ნიშნავს ძებნას და სირთულიდან გამოსასვლელი გზების პოვნას, დაბრკოლებების შემოვლას და მიზნის მიღწევას- გზების, რომლებიც დასაწყისში არ იყო ნათელი“.

ნიუელმა და საიმონმა თავიანთ წიგნში(Newell & Simon, 1972) სქემატურად წარადგინეს ყველა ამოცანა, რომელიც შედგებოდა ერთი და იმავე ნაწილებისგან. მათი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ პრობლემაში გარკვევა შეიძლება, თუ მას დავყოფთ შემადგენელ ნაწილებად. ამ თვალსაზრისის შესაბამისად, პრობლემის სტრუქტურა შეიძლება განვიხილოთ, როგორც აზროვნების პროცესი, რომელსაც აქვს საწყისი მდგომარეობა და ფინალური მდგომარეობა, ან მიზანი. ამ სქემას იყენებდა ჰაიესი(Hayes, 1978), როცა სვამდა კითხვას: „რა არის პრობლემა? პრობლემა ეს არის მონაკვეთი, რომელიც თქვენს ახლანდელ ადგილსამყოფელს განაცალკევებს თქვენთვის სასურველი ადგილისგან” (p. 177). ყველა შესაძლო გადაჭრის გზა, რომელიც მიდის საწყისი მდგომარეობიდან მიზნისკენ, შეადგენს ამოცანის სივრცეს(Пространство задачи). პრობლემის გადაჭრის პროცესში ადამიანები შეისწავლიან ამოცანის სივრცეს, ანუ ისინი განიხილავენ ალტერნატიულ გზებს მიზნის მისაღწევად და ირჩევენ მათგან საუკეთესოს.

რომ შევაჯამოთ, პრობლემის სტრუქტურა შემდეგნაირია:

  • საწყისი მდგომარეობა – ეს არის პრობლემის დასაწყისი სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდებით მაშინ, როცა ვხვდებით, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადავლახოთ

  • საბლოო მდგომარეობა - ეს არის მდგომარეობა, როცა უკვე ვჭრით პრობლემას – მივაღწევთ სასურველ მიზანს

  • გადასვლა საწყისი მდგომარეობიდან საბოლოო მდგომარეობაში ხორციელდება თანმიმდევარი მოქმედებების საშუალებით. ამ დროს გვიხდება იმ წინააღმდეგობების- დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც გვხვდება პრობლემის გადაჭრის პროცესში და
  • გვირთულებს საწყისი მდგომარეობიდან მიზნის მდგომარეობამდემისვლას, ანუ პრობლემის


    გადაჭრას.

    ისეთ რთულ ფენომენში გასარკვევად, როგორიც პრობლემის გადაჭრაა, ჩვენ უნდა გვქონდეს მოდელი ან აბსტრაქტული სქემა, რომელსაც გამოვიყენებდით იმის გასარკვევად, თუ როგორ წყვეტენ ადამიანები სხვადასხვა ტიპის პრობლემას. ასეთი მოდელი შეიძლება იყოს მტკიცებულება „თითქოს“ (Как будто бы). ეს ნიშნავს: მოდით, ვეცადოთ, ჩვენთვის საინტერესო მოვლენას შევხედოთ ისე, „თითქოს“ ის თავისთავად წარმოადგენს კიდევ რაღაცას. მაგალითად, მეხსიერებას შევხედოთ ისე, „თითქოს“ ის შედგება ცალკეული აგურებისგან, როგორც კომპიუტერული პროგრამა და მეხსიერების განსხვავებული ტიპები მივიღოთ ისე, როგორც პიცის დაჭრის გზები. ასეთი სახის თეორიული მოდელები სასარგებლოა აზროვნების ორგანიზებისთვის, აჩქარებენ ჩვენთვის საინტერესო ამოცანის არსში ჩაწვდომის პროცესს.

    ამოცანები ერთმანეთისგან განსხვავდება ბევრი მაჩვნებელით, ერთ-ერთია მისი სირთულე. რთული ამოცანის მაგალითად გამოვიყენოთ კუბიკ რუბიკი. ამ თამაშის მიზანია ფერადი კვადრატების ისე გადაწყობა, რომ ექვსივე მხარე ერთი ფერის იყოს. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს გადაწყობის მილიონი კომბინაცია. ასეთი ტიპის ამოცანებში სირთულე მდგომარეობს ერთი სწორი სვლის არჩევაში.


    პრობლემის გადაჭრის სტადიები:

    1962 წელს გრემ უოლესმა(Wallas, 1962) გამოიკვლია ცხოვრებისეული სიტუაციები, რომელთაც აწყდებოდნენ ნიჭიერი მეცნიერები და მივიდა დასკვნამდე, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესი მოიცავს რამდენიმე სტადიას:

  • მომზადების სტადია(გაცნობა)- მოიცავს პრობლემის იდენტიფიკაციას. მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება ამოცანის არსის გაგებაზე დახარჯული დროით, სასურველი მიზნითა და არსებული მონაცემებით. ეს გადაჭრის პროცესის უმთავრესი ნაწილია, რადგან გადაწყვეტა ვერ მოიძებნება პრობლემის ადეკვატური გაგების გარეშე.
  • შემუშავება- ამ დროს ადამიანი შეიმუშავებს პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებს .
  • შეფასება- პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები ფასდება და საუკეთესო აირჩევა.
  • ეს სტადია უჩვეულოა. შეიძლება მდგომარეობდეს პრობლემის გადაჭრაში, ან არ მდგომარეობდეს, დამოკიდებულია თვითონ პრობლემაზე. ხანდახან როცა ვერ ვჭრით პრობლემას, ვწყვეტთ მასზე მუშაობას. პერიოდს, როცა ჩვენ პრობლემის გადაჭრით აქტიურად არ ვართ დაკავებული, ეწოდება ინკუბაციის პერიოდი. ბევრი ცნობილი მეცნიერი ამბობდა, რომ ისინი პრობლემის გადაჭრის გზას სწორედ ინკუბაციის პერიოდში პოულობდნენ. უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს ფენომენი
  • 0
    9
    შეფასება არ არის
    ავტორი:სალომე სამუშია.
    სალომე სამუშია.
    9
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0