x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
მსოფლიოს ტოპ - 6 ყველაზე ამაზრზენი დელიკატესი
image


თითოეული ქვეყნის სამზარეულოს საკუთარი თავისებურება და უცნაურობა გააჩნია. უცხოელებისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება საუზმეზე კარაქიანი პურის ან სადილად დამარილებული ქაშაყის, მოხარშულ ბოსტნეულთან მირთმევა. ანალოგიურად, ჩვენთვისაც სრულიად გაუგებარია აზიელთა ან აფრიკელთა გასტრონომიული მისწრაფებები. ამიტომ ერთისთვის რაც შეიძლება ამაზრზენი იყოს, მეორისთვის სრულიად მისაღებად ითვლება. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ტოპ - 6 ყველაზე უცნურ და ამავდროულად საშინელ კერძს, რომლებიც გაგიკვირდებათ და, მთელ რიგ ქვეყნებში დელიკატესად ითვლება.



image


1. ერთი შეხედვით, ეს დესერტი საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ წინასწარი დასკვნების გაკეთებას ნუ შეეცდებით, ამ ნუგბარის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ხილისა და დანაყილი კალიისგან მზადდება, შეგახსენებთ, რომ ეს საკმაოდ ეგზოტიკური ხილის ასორტი მექსიკელების ერთ - ერთი ყველაზე საყვარელი დესერტია. მოგეხსენებათ, კალიის ხორცი 46 % პროტეინს, 4.5% ცხიმსა და სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რის გამოც მას დიდი კვებითი ღირებულება გააჩნია. გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები კალიის ხორცს კერძებში იყენებენ, კერძოდ კი, მას ზეთში წვავენ და მარილით აზავებენ.



image



2. საუდის არაბეთის მოსახლეობა განსაკუთრებით - ქიცვკუდას აღმერთებს. ისინი მას, როგორც უმს, ასევე დამუშავებული სახით მიირთმევენ.



image



3. მალავში, გზისპირა, ხილის ნაცვლად არც მეტი, არც ნაკლები მოხარშულ ვირთხებს ყიდიან.




image


4. გამომძიებელთა კლუბის ყოველწლიური სადილისთვის მრავალი განსხვავებული დელიკატესი მზადდება. მაგალითად, ბოლო ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ – იორკში გაიმართა, მენიუს მთავარი კერძი გაგიკვირდებათ და, მთლიანად მოხარშული რამდენიმე ალიგატორი იყო.



image


5. კომპანია "Micronutris"- ი თვლის, რომ რამდენიმე წელიწადში მწერები ცილის მთავარი წყარო გახდებიან, ამიტომ ისინი თავინთ ტკბილეულში დეჰიდრატირებულ - ჭრიჭინებს, მატლებს, ფქვილის ღრაჭუკებსა და სხვა მწერებს ამატებენ. აბა, რა აზრის ხართ ასეთ ნუშის ორცხობილაზე?



image


6. ჩინეთი კვლავ გვაოცებს. ერთ – ერთი პროვინციის ტრადიციულ კერძად - ტუნცზიდანი ითვლება, რომელიც 10 წლამდე ასაკის ბიჭების შარდში მოხარშულ კვერცხს წარმოადგენს. აღნიშნული დელიკატესის მოსამზადებლად კვერცხს მთელი დღის განმავლობაში ხარშავენ, ხოლო შარდმა კვერცხის შიგნით კარგად რომ შეაღწიოს ნაჭუჭს ნაწილობრივ ამტვრევენ.



image




0
965
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
965