x
ვინ გახდება პერსონას ბორდის თავჯდომარე, ახალი ბორდის წევრებს შორის მომღერალი ირმა სოხაძეც გახლავთ

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება საქართველოში, რომლის იდეაც და საავტორო უფლებაც ჟურნალისტ იოსებ კავკავაშვილს ეკუთვნის, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს 21 კაციანი ბორდის შემადგენლობა აფასებს, რომელიც იკვლევს პერსონას ტიტულზე წარდგენილ ადამიანებს, აკვირდება მათ საქმიანობას და შემდეგ აძლევს ხმას, გუშინ იოსებ კავკავაშვილმა პერსონას ფეისბუქ გვერდზე, პერსონა 2020 წლის საკოორდინაციო საბჭოს (ბორდის) წევრების შემადგნელობა გაასაჯაროვა, რომელთა შორის გასული წლის წევრებიდან რადიო საქართველოს ხმის თანამშრომელი, გადაცემა პაციენტის დროს ავტორი და წამყვანი მაია ცომაია, ესთეტიკური მედიცინის ექსპერტი და პროფესორი ხატია ბედინაშვილი, იურისტი დავით გელაშვილი, პიარ მენეჯერი ნინო მაჩაიძე და ვოკალისტი ნინო კომახიძე, ექიმი თამარ ჭიჭინაძე, ექიმი და პროფესორი მაია ლომთაძე კვლავ ვიხილეთ, რაც შეეხება ბორდის ახალ წევრებს ესენი არიან მომღერალი ირმა სოხაძე, სამართლის დოქტორი გელა ტყეშელაშვილი, ადვოკატი ჯიტა გულუა, კომპოზიტორი ლეილა ლეგაშვილი, საზოგადოება თელაველების დამფუძნებელი თამარ ბოტკოველი, დირიჟორი პავლე ჭუმბურიძე, ფსიქოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე, ბიზნესმენი ვასკა სანიკიძე, ჟურნალისტი გურამ არუთუნიაშვილი, იურისტი ნათია შათირიშვილი, პედაგოგი მარიკა ცუკილაშვილი არიან. ბორდის წევრების ახალი შემადგენლობა და მათი ახალი ხელმძღვანელის შემდგენლობა, მას შემდგომ მოექცა საზოგადოების ყურადრების ქვეშ, რაც ამ ბორდის ტაბჯდომარე ინგა სიორზე გარდაიცვალა, შეგახსენებთ, რომ პროდიუსერი ინგა სიორიძე ორი წელი ხელმძღვანელობდა პროექტის ბორდს.

იოსებ კავკავაშვილი, “პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი: “ვიცი ინტერესი დიდია, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ინგა სიორიძეს, ის თანამშრომლის გრდა ჩემი მეგობარი იყო და ძლიან ვწუხვარ მისი გრდაცვალების გამო, თუმცა ცხოვრება გრძელდება, და ყველა ადამიანი ვგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და დასახული მიზნების განხორციელებას. პროექტს ბორდის თვალსაზრისით სჭირდებოდა განახლება და რა თქმა უნდა ბორდის ხელმძღვანელიც, რომელიც მალე გახდება ცნობილი . ჩემი პატივისცემა, ბორდის ყველა წევრს, თუმცა მყავს ამ წევრებიდან რამოდენიმე კანდიდატი და ამას მალე გავასაჯაროებთ, რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ქალბატონი ირმა სოხაძე შესაძლოა გახდეს ბორდის თავჯდომარე ამას არც ვადასტურებ და არც ვუარყოფ, ყველაფერი ძალაინ მალე გახდება ცნობილი."

image

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი მესხი
მარიამი მესხი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0