x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სტალინის შეხედულებები ნაციონალისტების მიმართ
image


1941 წლის მაისში სტალინმა ავიაკონსტრუქტორ იაკოვლევთან საუბარში განაცხადა: "ჩვენ სწორად ვიქცევით, რროდესაც ასე მკაცრად ვეპყრობით ყველა ჯურისა და ფერის ნაციონალისტებს, ისინი ჩვენი მტრების საუკეთესო თანაშემწეები არიან, რომლებსაც სურთ, ჩვენი ქვეყანა უამრავ ნაციონალურ სახელმწიფოდ დაშალონ და დასუსტონ, რათა დანაწევრებული ხალხი მონებად აქციონ და თავის ნებაზე მართონ...

შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინელი ხალხის საძულველმა მტრებმა – კონოვალოვებმა და ბანდერელებმა უკვე მიიღეს დავალება გერმანული დაზვერვისაგან, გააჩაღონ უკრაინაში დაპირისპირება ეროვნებებს შორის, სადაც უკრაინელებს არ დაენახვებათ რუსები, თუმცა, უკრაინელები თვითონაც რუსები არიან. მაგრამ მათ სურთ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და ქვეყნის დაქუცმაცება. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, ეს ნომერი არ გაუვათ, გერმანელებს გაუცრუვდებათ იმის იმედი, რომ პირველივე დარტყმით დაანგრევენ იმ "ფიცრულ სახლს", რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია.

ამასთან ერთად, არ შეიძლება ნაციონალისტების უგულებელყოფა როგორც ძალისა. თუ ისინი დაუსჯელად იპარპაშებენ თავიანთ ნებაზე, მათ არანაკლები დამანგრეველი ძალა ექნებათ, ვიდრე გარედან შემოჭრილ უცხო ძალას.


აი, რატომ უნდა გყვავდეს ისინი შებოჭილები და არ მივცეთ საშუალება, იმოქმედონ ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ".

1
533
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
533
  
2020, 14 აპრილი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1