x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
”ადამიანთა მოდგმა განწირულია წყვდიადისთვის ”: - ჯეკ ლონდონი 100 წლის წინ გვაფრთხილებდა კორონავირუსის შესახებ

image

სწრაფად გავრცელებული კორნავივირუსი COVID-19 გახდა მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარი მედიის მთავარი თემა. დაავადებას უკვე XXI -ე საუკუნის ჭირს ეძახიან და ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რიცხი უახლოეს მომავალში მხოლოდ გაიზრდება. შეიძლება გავიხსენოთ მწერლები, რომლებიც მრავალი წლის წინ საუბრობდნენ ასეთი ეპიდემიების შედეგებზე, ესენია, სტივენ კინგი, დანიელ დეფო, ჯეკ ლონდონი და კიდევ ჯოვანი ბოკაჩო.
ვირუსების თემის მხატვრული ასახვა ნათლად ჩანს ევროპულ ლიტერატურაში: მსოფლიოს ეს ნაწილი მუდმივად იფარებოდა ჭირის ეპიდემიით. 1347 წლის ნოემბერში იგი გამოჩნდა მარსელში, 1348 წლის იანვარში ავინიონში, მოგვიანებით ვენეციაში, გენუასა და ბარსელონაში, ხოლო, 1350 წლისთვის პოლონეთსაც მიაღწია. სიკვდილიანობა შემაძრწუნებელი იყო, დაავადებამ დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი იმსხვერპლა. ეს დაავადება იმ სასჯელად აღიქმებოდა, რომელიც გაბრაზებულმა ღმერთმა გამოუგზავნა კაცობრიობას.
სიმპტომების აღწერის დროს, თანამედროვეები საუბრობდნენ ცხელებაზე, გახშირებულ სუნთქვაზე და საშინელ შეგრძნებაზე, რაც ადამიანს ეუფლებოდა. ამასთან, როგორც ირწმუნებოდა იტალიელი მწერალი ჯოვანი ბოკაჩო, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს მხოლოდ ამხიარულებდა.
”ღვინოს სვამდნენ და ერთობოდნენ, დებოშს ტეხდნენ და მღეროდნენ ქუჩებში, იცინოდნენ და ხუმრობდნენ ყოველგვარი სამწუხარო მოვლენების შესახებ.” - აღწერა მან ამ დროის მოვლენები თავის ”დეკამერონში”.
მსგავსი სცენები შეიძლება ნახოთ დანიელ დეფოს ისტორიულ რომანში „შავი ჭირის წელიწადის დღიურში. ის წერს ლონდონში მისთვის რთულ წელზე 1665 წელზე: "ქალაქში მოხდა ყველა სახის დანაშაული, სკანდალი და ექსცესები." მაგრამ ეს არის ის, რაც სინამდვილეში იყო. თავად ავტორთაგან რომელი გამოიგონებდა ასეთ ინფექციებს?
ჩვენ არ ვიცით რით იხელმძღვანელა მწერალმა ჯეკ ლონდონმა, რომელმაც დაწერა წიგნი "ალისფერი ჭირი" 100 წლის წინ, მაგრამ ის, რაც დაწერა, ძალიან გავს დღევანდელობას.
რომანში მოქმედება ხდება 2013 წელს, როდესაც მოულოდნელად ადამიანები შეიტყობენ მათთვის უცნობი დაავადების შესახებ. პირველად, გამონაყარი ჩნდება კანზე, შემდეგ იწყება კრუნჩხვები. მეცნიერებს დახმარების გაწევა სურთ, მაგრამ ისინი ასევე ინფიცირდებიან და იღუპებიან.
მოგვიანებით, ჭირმა მიაღწია სან-ფრანცისკომდე და ქალაქი მაშინვე ქაოსში ჩაეფლო. ხალხი ცდილობდა გაქცევას იქიდან ყველა შესაძლო გზით, მაგრამ გვიანი იყო: ისინი უკვე ინფიცირებულები იყვნენ. ავადმყოფები იღუპებოდნენ ქუჩაში, ელექტროენერგია გამოირთო, ტრანსპორტი არ მუშაობდა.
. ”კეთილშობილური საქმეების დრო დასრულდა. ცივილიზაცია დაიშალა, ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდა. ”- წერდა ჯეკ ლონდონი.
ავტორი შვიდ წელში შეცდა, აღწერილი ნამდვილად საგანგაშოა. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში, კორონავირუსმა დაიწყო ფულით დასნებოვანება, რომელიც გამოიხატება ტემპერატურასა და გამონაყარში.
” ოდესღაც, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მშიერი მგლები ტრიალებენ.” - განაგრძობს მწერალი წინასწარმეტყველებას, - ” ჩვენმა სასულიერო შთამომავლებმა თავი უნდა დაიცვან პრეისტორიული იარაღით ოთხფეხა მძარცველებისგან.”
”ადამიანის რასა განწირულია წყვდიადისთვის, სანამ ის კვლავ დაიწყებს სისხლიან აღმართზე ასვლას ცივილიზაციის სიმაღლეებზე.”- დასძენს ჯეკ ლონდონი.
სიუჟეტის თანახმად, მილიონი შემთხვევიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გადარჩა. მათ დედამიწის ხელახლა დასახლება მოუწიათ. ანალოგიურ ისტორიას აღწერს კანადელი მწერალი ემილი სენტ ჯონ მანდელი. თავის რომანში "სადგური თერთმეტი" დეტალურად აღწერს, თუ როგორ იღუპებიან, არა მხოლოდ მთელი ქვეყნები, არამედ, კონტინენტებიც კი ერთი ვირუსის გამო.
თქვენ არ შეგშურდებათ გადარჩენილების (ეს არის კაცობრიობის 1%): არც ელექტროენერგია, არც წამალი და არც საკვები. დარჩა მხოლოდ ერთი რამ: გაერთიანდენ და გადაარჩინონ ერთმანეთი, ვისაც როგორ შეუძლია.
სტივენ კინგი უცნაური პანდემიის შესახებ წერს, ასევე, თავის რომანში "დაპირისპირება". ადამიანთა მხოლოდ 0.6% არ არის დაავადებული ინფექციით, დანარჩენები კვდებიან.
ძალადობის აფეთქებები, საზოგადოების დაშლა და რაც მთავარია, სასიკვდილო დაავადების შეჩერების უუნარობა გმირების არსებობას კოშმარებად აქცევს. მრავალი გადარჩენილი ადამიანიც იღუპება: ძალიან ცივი და მარტოსულია სამყარო, სადაც აღარ არიან ნათესავები და საყვარელი ადამიანები.
”ცხოვრება არის კარუსელი, რაზეც ვერავინ დარჩება დიდხანს და ის საბოლოოდ ბრუნდება იმავე ადგილას, წრეს დახურავს."- წერს ავტორი.

სხვათა შორის, კინგის მოყვარულებს ადრეც ჰქონდათ ეჭვი, რომ მისი მრავალი რომანი წინასწარმეტყველური იყო. მაგალითად, წიგნის " მკვდარი ზონის" გმირი, რომელმაც დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, ძალიან გავს აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, თუმც ტრილერი დაიწერა ჯერ კიდევ 1979 წელს. ამავე დროს, თავად მწერალი გვთხოვს: არავითარი ანალოგი არ იყოს!




"არა, კორონავირუსი არ ჰგავს" დაპირისპირებას" - დაწერა სამეცნიერო ფანტასტიკის შემქმნელმა ტვიტერის გვერდზე, სადაც აღნიშნა, რომ გამოგონილ სუპერგრიპთან შედარებით კორონავირუსი ყვავილია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიიღეთ სიფრთხილის ზომები."




შეგახსენებთ, რომ COVID-19- ის წარმოშობის შემთხვევა პირველად დაფიქსირდა დეკემბრის ბოლოს, ჩინეთში, ქალაქ უჰანში. ხოლო, მოგვიანებით, შემთხვევები 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.


0
599
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0