x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჩინელებმა უარყვეს, რომ კორონავირუსი ამერიკელმა სამხედროებმა შეიტანეს
image
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მოსაზრებას, რომ კორონავირუსი SARS-COV-2 ქალაქ უხანში ა.შ.შ-ს არმიამ შეიტანა. ამრიგად, კოლეგის სიტყვას, დიპლომატიური დეპარტამენტის კიდევ ერთი ოფიციალური წარმომადგენელი გენ შაგანი გამოეხმაურა.


"არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩინური მხარე ამ საკითხს სამეცნიეროდ აღიქვამს, ამიტომ საჭიროა პროფესიონალთა დასკვნის მოსმენა" -უპასუხა ჟურნალისტებს გენ შუანმა. ასევე დასძინა, რომ უკანასნელ პერიოდში ამერიკელი ჩინოვნიკები გამოდიოდნენ მთელი დასტა თეორებით ეპიდემიაზე, თუმცა აქედან არც ერთი იყო დადასტურებული.



კითხვა, რომელიც მას დაუსვეს, უკავშირდებოდა ჩინეთის დიპლომატ ჩჟაო ლიცზიანის სიტყვებს: მან 12 მარტს ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იყო კორონავირუსი ამერიკის არმიას შეეტანა უხანში.



ჯარისკაცებს, როგორ შეეძლოთ კორონავირუსის, ახალი ტიპის შეტანა-გავრცელება უხანში, დიპლომატმა არ ახნსა.





კორონავირუსის ახალი ტიპი პირველად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის უხანში დაფიქსირდა. ვირუსის სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და ხველა. ჩინეთის გარდა, შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში




ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროექტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში SARS-CoV-2 კორონავირუსული ინფექციის 128 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 80.9 ათასზე მეტია ჩინეთში. 4728 ადამიანი გახდა ინფექციის მსხვერპლი მსოფლიოში, 69 ათასზე მეტი განიკურნა.

0
524
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0