x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
გამომცემლობა "პალიტრა L" - ის გადაწყვეტილებით, არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის, აუდიოწიგნები უფასო გახდა

image


არდადეგების გახანგრძლივების გამო, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, რომ რამდენიმე აუდიოწიგნი უფასოდ ხელმისაწვდომი გაეხადა.


"არდადეგების გახანგრძლივების გამო, ბავშვებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. ვფიქრობთ, ამ დროის ლიტერატურასთან დაახლოებისათვის გამოყენება, მათ არდადეგებს გაუმრავალფეროვნებს და ცოდნასაც შესძენს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ "გუდას" აუდიოწიგნები უფასო გაგვეხადა", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.


იმისათვის, რომ უფასოდ ისარგებლოთ აუდიოწიგნებით, გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულებზე ან ჩართეთ/ჩამოტვირთეთ აპლიკაცია "გუდა", სადაც ავტომატურად იქნება ხელმისაწვდომი შემდეგი წიგნები:


მიშელ ფალკოფის "Playlist-ის საიდუმლო"

გურამ პეტრიაშვილის "პატარა ქალაქის ზღაპრები"

აკაკი წერეთელი "სამგვარი სიყვარული"

ვაჟა-ფშაველას "ცრუპენტელა აღმზრდელი"

ალექსანდრე ლორთქიფანიძე "იავნანა ლილისთვის"

"ქართული ხალხური ზღაპრები"

0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0