x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
Pornhub-მა იტალიელებს კარანტინის პერიოდში პრემიუმ კონტენტზე უფასო წვდომა მისცა
პორნჰაბი


მაშინ, როცა კორონავირუსის გამო მსოფლიოში უამრავი ბიზნესი იხურება და ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქმე კარგად ვერ არის, დედამიწის ყველაზე პოპულარულმა პორნოსაიტმა, Pornhub-მა იტალიელებს საკუთარ პრემიუმ მასალებზე უფასო წვდომა მისცა.


ანუ იტალიელებს აღარ დასჭირდებათ საკრედიტო ბარათების ინფორმაციების მითითება და მთელი დავიდარაბა, რათა მაღალი ხარისხის პორნოებს უყურონ. ახლა მათთვის ეს მთლიანად უფასოა.


როგორც ვებგვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პრემიუმ კონტენტზე წვდომა მთელი მარტის განმავლობაში შენარჩუნდება.



გარდა ამისა, Modelhub-ის (რომელიც ასევე Pornhub-ს ეკუთვნის) შემოსავლების ნაწილი გადაირიცხება იტალიური საავადმყოფოების ფონდში.


პორნჰაბი


ამერიკული ონლაინ ბიზნესი ძალიან დააზარალა კორონავირუსმა. მაგალითად “ტვიტერმა” თავის 5000 თანამშრომელი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა. სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადადიან სხვა კომპანიებიც.


ამასობაში, როგორც სხვადასხვა პორნოსაიტზე ტრეფიკების შესწავლით გაირკვა, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ძალიან მკვეთრად მოიმატა პორნოსაიტების, მათ შორის კი “პორნჰაბის” ვიზიტორთა რიცხვმა. ეტყობა, სახლებში გამოკეტილმა ადამიანებმა მართლა ძალიან მოიწყინეს.




0
689
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0