x
image
თორ ნიკე
Mediator image
ჟან ფრანსუა გამბა და კავკასიელები
ჟან ფრანსუა გამბა და კავკასიელები


"დრო ჯერ კიდევ შეუვალი საფარველით ფარავს ბედ-იღბალს იმ ქვეყნებისა, რომელთა მიმართაც, შევეცადე საჯაროდ გამემახვილებინა ყურადღება. როგორიც არ უნდა იყოს მათდამი განგების განაჩენი, ჩემ მიმართ ისინი ალბათ მადლიენი დარჩებიან, რადგანაც შევძელი ზოგიერთი ზუსტი ცნობის მიწოდება აზიის ამ ნაწილზე" - წერდა ჟან ფრანსუა გამბა (რუსული გამოთქმით "ჟაკ ფრანსუა გამბა"; Jean Francuis Gamba - 1763-1833). ის იყო ფრანგი მოგზაური და დიპლომატი, ვაჭარი და მწერალი, საფრანგეთის კონსული თბილისში. საქართველოს და არა მარტო საქართველოს რეგიონების, ქალაქების, არქიტექტურული ძეგლების, მკვიდრი მოსახლეობის შესახებ უნიკალურ ვიზუალურ მასალას გვაწვდის. იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული 1826 წელს გამოცემული გამბას ატლასი, სათაურით - "მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში". ატლასის ეს პირველი გამოცემა შეიცავს აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის ერთიან რუკას, ყვირილასა და ფაზისის (რიონის) შესართავის რუკას, კახეთის რუკას. საუკეთესო გრავიურებს ხედებით, ტაძრებისა და ციხეების გამოსახულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ მოცემული ბევრი ციხესიმაგრე და ნავსადგური დღეს უკვე აღარ არსებობს ან ნანგრევებადაა ქცეული და ამ ციხესიმაგრეთა პირვანდელი სახით აღდგენაში ეს მასალა დიდად დაგვეხმარება. აქვეა ეთნოგრაფიული ჩანახატები, იმ დროის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო იარაღები. წარმოდგენილია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და სოციალური ფენის ხალხი, მაგალითად: აბაზი მეომარი, მეგრელი ყურძნით მოვაჭრე, მეგრელი თავადის ქალი, იმერელი თავადი, ქართლელი თავადი, სომეხი ვაჭარი, ქართველი თავადის ქალი, ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავეები, თათარი ქალი და სხვ. გამბას საინტერესო ატლასი ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ადამიანის შემოქმედების ნიმუშია. ის გამოიცა ბარონ კლოდ ჟოზეფ ტრუვეს გამომცემლობაში. ატლასი მოცავს 60 ლითოგრაფიასა და გრავიურას. აქედან 3 რუკაა, 34 ხელით გაფერადებული ლითოგრაფია, რუკები შეადგინა კარტოგრაფმა და გრავიორმა ჯ.მ დარმეტმა. ჩანახატების უმეტესობა (ის, რაც ეხება საქართველოს) შესრულებულია სავარაუდოდ ჟან მარი შოპენის მიერ. არქეიტექტურული ძეგლების ესკიზები შესრულებულია არქიტექტორის მხატვრისა და გრავიორის - შარლ ნორმანის მიერ. გრავიურები დაიბეჭდა პარიზში, გ. ენგელმანის, მ. ლანგლიუმეს და ბერნარდის ლითოგრაფიებში (ტექსტის წყარო: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).

ჟან ფრანსუა გამბა საქართველოს შესახებ წერდა: "ეს ქვეყანა და ხალხი მეტისმეტად ლამაზია. საქართველოში მოხვედრილი კაცი მეტისმეტად თავშეკავებული უნდა იყოს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომ შეძლოს და ქართველი ქალების სილამაზისგან ცდუნებას გაუძლოს."

მეგრელებსა და გურულებზე კი წერდა: "გურიის ხალხი იმავე ენაზე ლაპარაკობს და აქვს იგივე ადათ-წესები, რაც სამეგრელოში მცხოვრებ ხალხს". გვ. 108.


1. იმერელი თავადი



იმერელი თავადი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.იმერელი თავადი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.



2. ქართველი თავადი


ქართველი თავადი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.ქართველი თავადი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.



3. მეგრელი ქალი


მეგრელი ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




4. მეგრელი თავადის ქალი


მეგრელი თავადის ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.მეგრელი თავადის ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.



6. ყურძნის გამყიდველი მეგრელი კაცი


ყურძნის გამყიდველი მეგრელი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა,  1826ყურძნის გამყიდველი მეგრელი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა,  1826



7. ქართველი თავადის ქალი


ქართველი თავადის ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.ქართველი თავადის ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.



8. ქართველი ცხენოსანი მეომარი


ქართველი ცხენოსანი მეომარი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.ქართველი ცხენოსანი მეომარი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.



9. ქართველი ქალი


ქართველი ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.ქართველი ქალი



10. ქართველი ქალი


ქართველი ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




11. ქართველი კაცი


ქართველი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




12. მეგრელი კაცი


მეგრელი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




13. ხევსური კაცი


ხევსური კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




14. აბაზა (აბაზინი) კაცი


აბაზა კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




15. ჩერქეზი კაცი


ჩერქეზი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




16. ჩერქეზი კაცი


ჩერქეზი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




17. ჩერქეზი თავადი


ჩერქეზი თავადი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




18. ახალგაზრდა ჩერქეზი ქალი


ჩერქეზი ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




19. თათარი კაცი


თათარი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.





20. ლეზგი (ლეკი) კაცი


ლეზგი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




21. კროარელინი კაცი


კროარელინი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.





22. სომეხი ვაჭარი


სომეხი ვაჭარი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




23. თათარი კაცი


თათარი კაცი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




24. თათარი ქალი


თათარი ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.




25. ქართველი ქალი


ქართველი ქალი. ჟან ფრანსუა გამბა. 1826.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
412
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
412