x
image
მარიამ პირველი
როგორ გამოვავლინოთ საკუთარი პოტენციალი გონების დახმარებით

image



დღესდღეობით მსოფლიოს წამყვანი ავტორიტეტი ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო ავთენტური, ინსპირირებული პედაგოგი და საერთაშორისო ყველაზე გაყიდვადი ავტორი, ჯონ კეჰო გახლავთ, რომელიც არ სჯერდება წარსულ მიღწევებს და აგრძელებს ახალ სიმაღლეებამდე მისვლას ცნობიერების და გონების ძალის გამოყენებით.


კეჰო დაეხმარა მილიონობით ადამიანს “ გონების ძალის'' გამოყენების საშუალებით საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში. წიგნი “ გონების ძალია'' ბევრ ქვეყანაში ითრგმნა, მათ შორის საქართველოშიც არის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ხ.მებონიას თარგმანით.

წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ჯონ კეჰოს წიგნიდან “გონების ძალა''

ქვეცნობიერის ძლევამოსილება გამაოგნებელია. ცნობილია, რომ ის აკონტროლებს და მართავს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, სისხლის მიმოქცევიდან დაწყებული სუნთქვით და საჭმლის მონელებით დამთავრებული. ასევე ცნობილია, რომ ქვეცნობიერში იბეჭდება ყველაფერი, რაც თავს გადახდენია ადამიანს. მასში რეგისტრირდება ყველა მოვლენა ჩვენი ცხოვრებისა და ასევე მასთან დაკავშირებული აზრები და გრძნობები.

სწორედ ქვეცნობიერი ეხმარება ხშირად ადამიანს და აძლევს მიმართულებას მის საქმიანობას. ის ინტუიციის, სიზმრების, შეგრძნებების და წინათგრძნობების მეშვეობით გვკარნახობს აუცილებელ იდეებსა და გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც ადამიანი ერთხელ გახსნის ამ უნარს, უკვე არასდროს, არცერთ სიტუაციაში არ იქნება უმწეო.


და ბოლოს, სწორედ ქვეცნობიერი არის ის მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ჩქარდება და მატერიალიზდება ფიზიკურ ექვივალენტში განმეორებადი აზრობრივი იმპულსები – გრძნობები და ემოციები.

თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად ჩაბეჭდოთ თქვენს ქვეცნობიერში გეგმა, აზრები ან გრძნობები, რომელთა მატერიალიზებაც გსურთ და მალე აუცილებლად მიიღებთ ჩაფიქრებულის მატერიალურ ექვივალენტს. ქვეცნობიერი მუდმივად არის მზად ნაყოფიერად გემსახუროთ ოღონდ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მისი ძალის გამოყენება.

ქვეცნობიერი გავს ნაყოფიერ ნიადაგს, რომელიც ღებულობს ნებისმიერ თესლს. ჩვენი აზრები და შეხედულებები ეს მარცვლებია, რომლებსაც სისტემატიურად ვყრით ამ ნიადაგში, რომლიდანაც აღმოცენდება ის, რასაც დავთესავთ.

ცნობიერი ეს მებაღეა და თქვენი ამოცანაა საგულდაგულოდ შეარჩიოთ ის თესლი, რომელიც უნდა მოხვდეს თქვენს შინაგან ბაღში. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ვერ აცნობიერებს თავისი, როგორც მებაღის როლს, მათთვის ეს არავის აუხსნია. ჩვენს შინაგან ბაღში ყოველგვარი შერჩევის გარეშე ხვდება სხვადასხვა მარცვალი, როგორც კარგი, ასევე ცუდიც. არადა, სწორედ ისინია მიზეზი ყველაფრისა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და თუ გსურთ გაიგოთ თუ რატომ გიმართლებთ ან არ გიმართლებთ, მაშინ უნდა ჩაიხედოთ ამ თქვენს შინაგან სამყაროში.

ქვეცნობიერს არა აქვს გარჩევის უნარი. ის ირეკლავს წარუმატებლობას, ავადმყოფობას, ჩავარდნებს ისეთივე მზადყოფნით, როგორც წარმატებას, აყვავებას, ბედნიერებას და ახდენს იმის რეალიზებას, რაც ჩვენ ჩავნერგეთ მასში.

ქვეცნობიერს, ცნობიერისგან განსხვავებით არ შეუძლია შეაფასოს სიტუაცია და გაარჩიოს პოზიტიური ან ნეგატიური, ის ღებულობს ყველაფერს გამზადებულს ისეთს როგორსაც თქვენ მიაწვდით.

თუ გინდათ, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, უნდა ეძებოთ მიზეზი – თუ როგორ იყენებთ თქვენს ცნობიერს: თქვენ აზროვნების ფორმას და ვიზუალიზაციას.

თქვენ არ შეგიძლიათ იფიქროთ ერთდროულად პოზიტიურად და ნეგატიურად. გარკვეულ დროს ყოველთვის აზროვნების რომელიმე ფორმა ჭარბობს და დომინირებს. აზროვნების ფორმა თანდათანობით გადაიზრდება ჩვევაში და ამიტომ თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ყოველთვის პოზიტიური, დადებითი აზრები და ემოციები ჭარბობდნენ თქვენში უარყოფოთს, ნეგატიურს.

იმისთვის, რომ შევცვალოთ გარეგანი გარემოებები, საჭიროა ჯერ შინაგანი შევცვალოთ. ადამიანების უმრავლესობა ცდილობს შეცვალოს სწორედ გარეგანი გარემოებები, მაგრამ თუ არ შევცვლით ჩვენს აზრებს და რწმუნებულებებს, ასეთი მცდელობები შედეგს არ მოგვცემს ან გვაძლევს ხანმოკლე შედეგებს.

გააცნობიერეთ ეს და თქვენს წინაშე გაიხსნება კრისტალურად ნათელი გზა უკეთესი ცხოვრებისკენ. ისწავლეთ ფიქრი წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე, კეთილდღეობაზე და გამოდევნეთ თქვენი აზროვნებიდან შიში, წუხილი და შფოთვა. თქვენი ცნობიერება ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინით უნდა იყოს დაკავებული, ამასთანავე უნდა აკონტროლოთ, რომ თქვენი ყოველდღიური ჩვეულებრივი აზრები მთლიანად იმით იყოს გაჯერებული რისი მიღებაც გინდათ ცხოვრებისგან.

წყალი ღებულობს იმ ჭურჭლის ფორმას, რომელშიც ასხამენ, ჭიქა იქნება ეს თუ დოქი, ვაზა, თუ მდინარის კალაპოტი. სწორედ ასე აქცევს ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს ცხოვრებას იმ ფორმად, როგორ ფორმასაც მივაწვდით ჩვენი ყოველდღიური აზრებით.

ასე იჭედება ჩვენი ბედი. ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგიძლიათ ის ვაქციოთ ისეთად, როგორსაც მოვისურვებთ. მთავარია, ვირწმუნოთ, რომ ქვეცნობიერს ყოველთვის შეუძლია მოგვცეს ყველაფერი, რაც გვსურს და ჩვენს ცხოვრებაში დაიწყება სასიხარულო ცვლილებები.

ჩვენი ძლევამოსილი შინაგანი „პარტნიორი“ მოიზიდავს ისეთ ადამიანებს და მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც აუცილებელია ჩქვენი სურვილის განხორციელებისთვის და რომელთა წარმოდგენაც ჩვენ მანამდე არც კი შეგვეძლო. თითქოსდა ათასობით უჩინარი ხელები მოვლენ ჩვენს დასახმარებლად. ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს რომ ეს სინქრონულობა უბრალოდ დამთხვევა ან გამართლებაა, მაგრამ სინამდვილეში ამას არანაირი კავშირი არ აქვს არცერთთან. ეს არის ბუნებრივი კანონების მოქმედების შედეგი, რომლებიც ჩვენი აზრების ზეგავლენით იწყებენ მოქმედებას.

მოდით ავხსნათ მათი მოქმედების პრინციპი.

მთელი მატერიალური სამყარო შედგება ენერგიის ნაწილაკებისგან. ჩვენ ვცხოვრობთ გიგანტურ ენერგეტიკულ ქსელში. და როცა ვიწყებთ ქვეცნობიერის „დაპროგრამებას“ წარმატებაზე, ეს იწვევს ენერგიის რეზონანსს მთელ ენერგეტიკულ ქსელში. ქვეცნობიერი მყისიერად აღიქვამს წარმატების ენერგიის ვიბრაციას და იზიდავს ჩვენს ცხოვრებაში ისეთ მოვლენებს და ადამიანებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სურვილების განსახორციელებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ჩვენში ჭარბობს ნეგატიური აზრები, მაშინ ქვეცნობიერი ასეთივე წარმატებით იზიდავს წარუმატებლობებსაც. ის არ არჩევს და არ ახარისხებს ჩვენს აზრებს, არამედ მხოლოდ იმ სურვილებზე, იმედებზე და შიშებზე მუშაობს, რომლებიც ჭარბობენ ჩვენს აზროვნებაში.

საბედნიეროდ ადამიანები იწყებენ გარკვევას იმ კანონებში, რომლებიც მოქმედებენ მატერიალურ სამყაროში და რომლებიც მართავენ ადამიანის ტვინს.

რამოდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ, რომ ადამიანებს შეუძლიათ აზრების მეშვეობით მოიზიდონ და შექმნან რეალობა. დღეს კი ადამიანებმა უკვე დაიწყეს გარკვევა იმაში, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.

თქვენი აზრები (აქ იგულისხმება მრავალჯერ განმეორებადი წარმოდგენები, სურვილები, მტკიცებულებები, შეხედულებები, ვიზუალიზაციები) პირდაპირ ზემოქმედებენ რეალობაზე. სხვათაშორის, თუ ამაზე კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სხვანაირად არც შეიძლება იყოს – ყველაფერი ამ სამყაროში იმყოფება ურთიერთკავშირში.

მე მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ ეს ყველაფერი. როცა თქვენ აზრობრივად ახდენთ საკუთარი თავის ასოცირებას იმ ყველაფერ დადებითთან, რომლის მიღწევაც გსურთ რეალობაში, თქვენი ქვეცნობიერი ამაზე შესაბამისად რეაგირებს. თქვენი ჩვეულებრივი ფორმა აზროვნებისა და ის აზრები, რომლებიც ჭარბობენ თქვენში, ქმნიან თქვენ გარშემო შესაბამის რეალობას და ახდენენ თქვენი განუმეორებელი ბედის ფორმირებას.

სამყარო სასწაულებრივად გვეხმარება, ჩვენ კი ვღებულობთ ამ დახმარების მხოლოდ მცირედ ნაწილს. მაგრამ ამ სიტუაციის შეცვლა შეიძლება. საკმარისია შეიცნოთ თქვენი ცხოვრების კანონები და ის თუ როგორ მუშაობენ ისინი, რომ თქვენ სიამოვნებით დაიწყებთ მათ გამოყენებას.

პირდაპირ ამ წუთიდან დაიწყეთ თქვენს ქვეცნობიერში ჩაბეჭდვა აზრებისა იმის შესახებ, რაც გსურთ. და თუ დაიცავთ თანმიმდევრულობას და დისციპლინას და არ მისცემთ არავის და არაფერს უფლებას, მოგაცდინოთ ამ პროცესს, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ გაოცებით და აღტაცებით შეამჩნევთ, თუ როგორ იღება თქვენს წინაშე სინქრონულობის კარები.

განგება არ რჩება გულგრილი, როცა ადამიანი ნამდვილად მიენდობა მას. ის იწყებს მოქმედებას და მაშინ ადამიანის ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენები, რომლებსაც ის წინასწარ ვერც კი წარმოიდგენდა. მის თავში მომწიფდება საინტერესო იდეები, თითქოსდა არსაიდან გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები და სხვადსხვა სიტუაციების მთელი ჯაჭვი აეწყობა მის დასახმარებლად.

თუ თქვენ შეძლებთ ჩაწვდეთ ამ ჭეშმარიტებას, მაშინ გაგეხსნებათ წვდომა სამყაროს უდიდეს საგანძურთან. ყოვლისშემძლე ქვეცნობიერი ელოდება თქვენს მითითებებს.






0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0