x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მადრიდის "რეალი" კარანტინში გადაიყვანეს
image

მადრიდის "რეალი" საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ იუწყება La Sexta.


არ ხმაურდება იმ კალათბურთელის სახელი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის გამო მთელი სპორტულ კლუბი "რეალი", როგორც კალათბურთელები, ასევე ფეხბურთელები საკარანტინო სივრცეში იქნებიან გადაყვანილები, რადგან ყველა სპორტსმენი ერთ სავარჯიშო ცენტრშია თავმოყრილი.


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავიურის გამო გადაწყვიტა ორი კვირის განმავლობაში შეჩერდეს პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების ჩემპიონატები (უმაღლესი მნიშვნელობის ორი ტურნირი) .

ამავე დროს, 17 მარტს, მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრა აქვს გასამართი "მანჩესტერ სიტისთან". ტურნირის შემდგომი ბედი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.

რაც შეეხება კალათბურთს, მადრიდის "რეალი" მონაწილეობს ევროლიგის გათამაშებაზე. ტურნირის ორგანიზატორებმა უკვე გამოაცხადეს გაურკვეველი ვადით შეჯიბრის შეწყვეტის შესახებ.

2
172
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
2020, 15 მარტი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 მარტი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2