x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალი სიტყვა: მთავრობის ხაზით ვხედავ დიდ ცვლილებებს

image

(გაგრძელება. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 37)
2009 წელი
„მოვიდა იგი ანგელოზი და ამცნო მსოფლიოს ყოველივე, რაც მოხდება და ამას თქვენ, ადამიანებო, ვერ შეცვლით. ტყუილად გაირჯებით. სჯობს გულით მცეთ პატივი და არა ბაგით, ვინაიდან თქვენი სულები თქვენი სიცრუისა და ღალატის გამო დაისჯებიან. ამინ! ამინ! ამინ!“
1 იანვარი
„მოგივლენთ დიდ გასაჭირს საქართველოს მტრებს, გაჭირვებას და ომებს საკუთარ სახლში მოგიბრუნებთ. ყური დაუგდეთ ანგელოზის ხმას. ამინ!“
დრო არ არსებობს!
ვხედავ მომავლის მცირე მონახაზს:
  • დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება ისევ. ვხედავთ, წერტილი ესმება ქართულ-რუსულ კონფლიქტებს, მაგრამ დიდი პოლიტიკური შეჯახებები გაგრძელდება. ამერიკის აქტიურობა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიას ჩაახშობს.
  • ვხედავთ, ქართული ჯარი იარაღდება. ვხედავთ, ამერიკული სამხედრო გემები შავი ზღვიდან არ გადიან, რაც რუსებს ძალიან გააღიზიანებთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ქართულ-ამერიკული შეთანხმება ხელ-ფეხს უკრავს რუსეთს და დიდ სტრატეგიულ დარტყმას ვაყენებთ, ხელსაც ვერ გაანძრევენ. არც ნამდვილი ომის თავი არა აქვთ და უკრაინაც დაკარგეს.
  • ვხედავთ, რუსეთი მაინც ფიქრობს პატარა ომების წამოწყებას, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრებს. რუსეთი დათმობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ასი პროცენტით.
  • საქართველოს აბრეშუმის გზა უფრო მომგებიანი ხდება დასავლეთისთვის. იწყება დიდი მუშაობა.
  • თურქეთთან საინტერესო, პოლიტიკური, საქმიანი, სამხედრო ურთიერთობები რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, მაგრამ ვერაფერს გახდება, ვინაიდან აქ ჩრდილოეთ კავკასიაც ჩაერთვება.
  • მშვიდობისმყოფელები ჩადგებიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
  • იქნება კიდევ ორი დიდი პიროვნების სიკვდილი.
  • იწყება დიდი ჰესის მშენებლობა.
  • ადამიანი, რომელიც მოკვდა, თურმე ცოცხალია!
  • საქართველოში ააგებენ სამხედრო თვითმფრინავებს. ეს მოხდება ქართულ-ამერიკული შეთანხმებით. ეს ბოლო მოდელებია. აქედან ქართული ჯარი უსასყიდლოდ მიიღებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ რეაქტიულ სამხედრო თვითმფრინავებს. რუსეთი უძლურია. ამერიკულ ტერიტორიას ხომ არ დაბომბავს?
  • ოპოზიციაში ახალი სახეებია. ხალხი მათ ფრთხილად მიიღებს.
  • ბევრი შეთანხმება დაიდება სხვა ქვეყნებთან საქართველოს სასარგებლოდ.
  • ხედვაში წამოვა 24-ე საუკუნის საქართველო და ვიწინასწარმეტყველებთ.
  • საპატრიარქოში დიდი ცვლილებებია. ფრთხილად! იქნება დიდი დაპირისპირებები. ეს უკვე, ვხედავ, ღია დაპირისპირებებია.
  • ერთადერთ სიმართლეს ნახავთ ქართველი წინასწარმეტყველის - ლელა კაკულიას გაზეთში. მხოლოდ მისი წინასწარმეტყველებები სრულდება მთელი სიზუსტით. ყველა მის ნათქვამს წაიკითხავს და სხვას არაფერს. ამინ!!!
ლელა კაკულია: ელოდეთ ცვლილებებსა და სიურპრიზებს!
2009 წელი, 4 იანვარი, დილის 4 საათი
მსოფლიო უფრო იძაბება. ყველა მზადაა, რომ ერთმანეთს დაერიონ. პირველობისთვის იწყებენ ძალების დემონსტრირებას. ერთ პოლიტიკურ ენაზე ვეღარ ლაპარაკობენ, ერთმანეთისა არ ესმით და ვერც გაიგებენ. ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია.
1992 წელს ბევრი რამ ვიწინასწარმეტყველეთ ისრაელზე, რუსეთსა და ევროპა-ამერიკაზე, უკრაინასა და აზიის ქვეყნებზე, მთელ მსოფლიოზე. მაშინ ეს თემები საქართველოში არ აინტერესებდათ, ვინაიდან სულ სხვა პოლიტიკური მდგომარეობა იყო და არავის ადარდებდა ჩვენი მსოფლიო ხედვები და წინასწარმეტყველებები მესამე მსოფლიო ომზე. როცა ვიწინასწარმეტყველე და ვთქვი, რომ საქართველო მაინც შევიდოდა ნატოში, რომ ეს ძვირფასი და გადამრჩენელი ინფორმაცია იყო კოსმოსიდან, ვიცოდი, რომ ადამიანი ამას მხოლოდ მაშინ დააფასებდა, როცა დაიწყებოდა ყოველივე.
რაც ვიწინასწარმეტყველეთ, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ასრულდება.
რუსეთის ქმედებები მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამაღიზიანებელია, როგორც ყოველთვის, მტრულია და მზაკვრული, მაგრამ ამერიკას მაინც ვერ ეწევა, ვერ ჯობნის. მათ შორის ერთ-ერთი განსხვავება ის არის, რომ მართლმადიდებელ რუსეთს მუსლიმები „უყვარს“ და იარაღით ამარაგებს მათ ქრისტიანების წინააღმდეგ. მაგალითი საქართველოა. მან მოინდომა მარიამ ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყნის სრულად განადგურება, რასაც ვერასდროს განახორციელებს. იგი მალე საქართველოდან განიდევნება. მართალია, რუსეთს არ უნდა, რომ ეს დაიჯეროს, მაგრამ მოუწევს დაჯერება.
საქართველო მალე სახეს შეიცვლის. მოდის ახალი ხალხი, მეცნიერები, მოდის გიორგი ბრწყინვალე, უფლის საცერი კი ისევ იცრება, კოსმოსი ბოლომდე ასუფთავებს საქართველოს.
ლხი ამოისუნთქებს. ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე, მთელი სიზუსტით ასრულდება. ყველაფერი გაზეთებშია დაბეჭდილი და გამოქვეყნებული. მნიშვნელოვანი ის არის, რომ პოლიტიკური სანაგვე მალე მოასუფთავოს თავად ხალხმა. ეს ასეც მოხდება, ვხედავ.
ხალხმა დაიწყო ავისა და კარგის გარჩევა და გირჩევთ, შადიმანებო, ფრთხილად იყოთ და თქვენივე სურვილით მიბრძანდეთ პოლიტიკური არენიდან.
რაც მთავარია, ჩემი საყვარელი ქვეყანა არავისი მონა არ გახდება არასდროს! წინასწარმეტყველება ასეთია: ჩემი საქართველო გადარჩება!
მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელს, სადაც უფალი ჩუენი იესო დაიბადა, ვერ დაანგრევს ურჯულო, ვერ მოერევა. ვხედავ, ღმერთი არ გაწირავს ისრაელის შვილებს. ეს სიტყვები ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს და ასეც ასრულდება.
ვხედავ, რუსეთის მიერ მუსლიმებისთვის მიყიდული იარაღი დიდ უსიამოვნებას მოუტანს რუსეთის მთავრობას; რაც საქართველოსთვის მოინდომეს, ყველაფერი უკან მიუბრუნდებათ, ხოლო ყველა აგრესია საქართველოს მიმართ, დიდი კრახით დამთავრდება. ვხედავ, რუსეთი დატოვებს საქართველოს. ამას დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ და ასრულებაც ახლოსაა.
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ამას მთელი მსოფლიო ოფიციალურად ადასტურებს.
ვხედავ, რუსეთი მომავალში ძალიან დასუსტებულია და სერიოზულ ომს ვერ გაუძლებს. ეს ასეა ასი პროცენტით, მაგრამ რუსეთის მთავრობა ტყუილ ინფორმაციებს ავრცელებს საკუთარ სამხედრო შეიარაღებაზე. პირდაპირ გეუბნებით, ეს დიდი ტყუილია! ასეთი სუსტი არმია რუსეთს არასდროს ჰყოლია. ცხვირწინ კი მესამე მსოფლიო ომია და რაც არ ჰგონიათ, ის მოხდება, ანუ დიდ დარტყმას სწორედ „მეგობარი“ მუსლიმური ქვეყნებისგან მიიღებენ რუსები. ამას ოცი წელია, ვწინასწარმეტყველებ.
საქართველოში კი მოულოდნელ, დიდ ცვლილებებს ვხედავ მთავრობის ხაზით. აქ ამერიკა ითამაშებს დიდ როლს, როგორც ყოველთვის. ასე რომ, ქართული პოლიტიკა 180 გრადუსით შებრუნდება. მთელი საქართველო გაოცდება. ჩვენი წინასწარმეტყველებები სრულდება მთელი სიზუსტით.
ხალხი კი ვხედავ, ჩუმად არის, უფრო მაყურებლის როლშია მთავრობასა და ოპოზიციას შორის და მოქმედებას არც აპირებს.
2009 წელი, 7 იანვარი, დილის 6 საათი
ვხედავ, რუსეთი აშკარა მხარდაჭერას უცხადებს პალესტინას, სამძიმარს უცხადებს „ჰესბოლისა“ და „ჰამასის“ ტერორისტებს. ნათლად ჩანს რუსეთის სახე. ზუსტად რუსულ იარაღს იყენებენ ტერორისტები. ისრაელი რუსეთს არ ენდობა. დასავლეთი და ამერიკა, ვხედავ, დიდად დამწუხრებულები არ არიან იმით, რაც პალესტინაში ხდება, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ისრაელი არ შეჩერდება. ისინი ამ ოპერაციას ბოლომდე მიიყვანენ, ტერორისტების ბუდეს მთლიანად გაანადგურებენ. ვხედავ, ბევრი მუსლიმი იკავებს თავს ამ ომში ჩართვისგან, ხოლო მსოფლიოს, რუსეთის გარდა, გულში უხარია ტერორისტების განადგურება.
სოჭში ვხედავ აფეთქებებს, ტერორებს. აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარება რუსეთის მხრიდან, ოლიმპიადამაც განაპირობა. თითქოს სოჭის ოლიმპიადა საშიში არაა. ჰოდა, ამიტომაც ვხედავ ტერორებს. რუსებმა აღარ იციან, რა დააბრალონ საქართველოს, მაგრამ იმ მცდელობიდან, რომ მთელი საქართველო პალესტინის მსგავსად ტერორისტებად გამოგვაცხადონ (რასაც ადრეც ცდილობდნენ), ვხედავ, არაფერი გამოუვათ. პირიქით, დღეს თვითონ წარმოჩინდნენ რუსი აგრესორების სახელით მთელ მსოფლიოში და მათ არავინ ენდობა.
რუსეთი, ვიმეორებ, საქართველოს ომს ვერ მოუგებს! საქართველოს ჯარი, შეიარაღება, „ჰაერი“ და „ზღვა“ - ეს ყველაფერი ახლო მომავალში სიძლიერით უმაღლეს წერტილს მიაღწევს. რუსეთი, ვხედავ, ძალიან შეშფოთდება, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს საქართველოს, მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზული ბრძოლები იმართება. ვხედავ, არაერთი რუსი ჯარისკაცი იკარგება. ეს გაქრობები გახშირდება და ამაზე რუსეთის ტელევიზიაც აყვირდება. ჯარისკაცები ქრებიან! არვითარი სროლები, არავითარი შეჯახებები - უბრალოდ, ქრებიან და ვერც იპოვიან.
რუსეთის გეგმებს აფხაზეთში ასრულება არ აწერია. ვხედავ, როგორ ფეთქდება რუსული სამხედრო გემი. რუსები ქართველებს აბრალებენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მსოფლიოს რუსებისა არ სჯერა, თანაც არც ფაქტები აქვთ დამამტკიცებელი. მოკლედ, ვხედავ, რომ რუსები საქართველოში ვერ გაიხარებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ:
საქართველო წყევლაა რუსეთისთვის. ფრთხილად!
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. „ის ქართველი, რომელიც გონებასა თუ გულში ფიქრობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგულებია, სამშობლოს მოღალატეა!“ – ასე ბრძანებს უფალი.
ქართველებმა უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს გადარჩენისთვის და ეს საკითხი პოლიტიკოსების საბურთაო არ უნდა გახდეს რაღაცეებისთვის გამოსაყენებლად. ფრთხილად! პასუხი კოსმოსიდან არ დააგვიანებს. გახსოვდეთ: საქართველო იბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, თუნდაც რუსეთმა მოსკოვი სოხუმში გადმოიტანოს. რაც უნდა მოიმოქმედონ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!
ქართველებო, ხომ ხედავთ, როგორ სრულდება წინასწარმეტყველებები?! არ დაკარგოთ რწმენა და იმედი მომავლისა! როცა კოსმოსი იცავს ჩვენ საყვარელ საქართველოს, როცა ჩვენი დროც მოვიდა, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, მტერი და მოღალატე არ უნდა გავახაროთ!
ვხედავ, ჩემი საყვარელი, გაჭირვებული ქართველების განაწამებ სახეებს როგორ დაუბრუნდება ღიმილი, როგორ მოწმენდს მათ უფალი სახიდან ცრემლებს. დოვლათით ივსება ქართველთა ოჯახები, ხვავსა და ბარაქას არ მოგაკლებთ უფალი. ვხედავ თქვენ შვილებსა და შვილიშვილებს გაბრწყინებულ საქართველოში და ეს ყველაფერი რეალობა და სიმართლეა, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება: ერთიანი, ძლიერი ქართული სახელმწიფო!
დღეს გვიჭირს, მაგრამ ეს ბედისწერაზე ეწერა საქართველოს და ამას გვერდს ვერ ავუვლით.
მადლობა უფალს, რასაც ვხედავ: ყველა ბრძოლას მოვიგებთ ახლო მომავალში და შორეულშიც. ამინ!
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, როგორ მომძლავრდება ქართული სოფლები. ვხედავ, მიტოვებულ სოფლებს პატრონები ისევ უბრუნდებიან, ხალხით ივსება რაიონები, მთა და ბარი. აი აქედან იწყება საქართველოს სიძლიერე და იბადებიან ნამდვილი ქართული გენის მატარებელი პატარა ქართველები. აქ შემონახული ქართული ტრადიციები, ზნე, წესი და ჩვეულებები მთელ საქართველოს მოივლის, მოედება ისევ და ვისაც არ ახსოვს, უფალი გაახსენებს. ეს ყოველივე უფლის ნებით ხდება. ამინ!
დიახ, ქართველებს ვერავინ შეგვედრება სიყვარულში, ერთგულებაში, სტუმარ-მასპინძლობაში, მეგობრობასა და ომში. არ ვიცი, კიდევ რა ჩამოვთვალო. უამრავი სიკეთეა ჩათესილი უფლის მიერ საქართველოში. ზუსტად ამ თვისებებმა იხსნა პატარა საქართველო განადგურებისგან. უმნიშვნელოვანესია, რომ ერთ ქართველ მეომარზე მტრის ოცდაათი მეომარი მოდიოდა, მაგრამ მამულის სიყვარულით ანთებულ ქართველებს მტერი ვერ გვერეოდა; გვხოცავდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცოცხლობდით და ამის ძალას გვაძლევდა სამშობლოს სიყვარული და ერთიანობა. ეს ენერგია იყო და იქნება საქართველოში!
ქართველი მეომრები, ვხედავ, იბრძოლებენ მეფე თამარის, მეფე დავით აღმაშენებლისა და მეფე გიორგი ბრწყინვალის დროშების ქვეშ. ამ დროშათა ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კოსმიურ განზომილებაში, სადაც ეს უდიდესი, უძლიერესი ენერგიებია ჩაკეტილი. და როცა ეს დროშები აფრიალდება და წარუძღვება ქართულ ჯარს, ეს უკვე გამარჯვებაა და მტრის უმრავლესობა სასტიკად დამარცხდება!
საქმე უმრავლესობაში არაა, ალბათ, ხვდებით, ჩემო საყვარელო ქართველებო; საქმე მამულის, სამშობლოს სიყვარულშია და ამ სიყვარულით გულანთებულ მეომარს მტერი ვერ მოერევა!
იქნება ბრძოლები. დღესაც იბრძვის საქართველო, მაგრამ მე ვხედავ ქართველი მეომრების შარავანდედით მოსილ სულებს, რომელნიც ჩაებმებიან ბრძოლებში ერთიანი საქართველოსთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებისთვის იბრძოლებენ.
დიახ, ცოცხლდება სული აღმაშენებლისა! უხილავი ძალები სასწაულს მოახდენენ და ამას იხილავს მთელი საქართველო!
ჩვენ ვართ პატარა საქართველო, მაგრამ სულიერებით ყველაზე დიდნი მთელ დედამიწაზე! ჩვენ ვართ უფლის სამოთხე და ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანა და იმდენად უძველესი ერი, რომ ისტორიამაც არ იცის. მტერმა ბევრი რამ გაანადგურა, რაც საქართველოს წარსულს ეხებოდა. ეს ისტორია უფრო ღრმა არის და იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვიცით საკუთარ სამშობლოზე. მემატიანის მიერ დაწერილმა უამრავმა ფაქტმა ვერ მოაღწია დღემდე, ბევრი რამ დაიწვა და განადგურდა ურჯულოთა მიერ, მაგრამ კოსმოსი ყოველთვის იცავდა საქართველოს და ვხედავ, მომავალშიც დაიცავს!
შობის დილა გათენდა. ვიყურები და ვხედავ ღვთისმშობლის გაღიმებულ სახეს. ეს დიდი სიკეთის ნიშანია მომავალში. დიახ, ეს ნიშანია იმისა, რომ საქართველო დიდ ომს გადარჩება და ასევე გავიმარჯვებთ ჩვენს წილ ომშიაც. არ დავთმობთ ქართულ მიწებს – ყველაფერს ვიბრუნებთ მომავალში, ამინ!

ღმერთმა უშველოს ჩემს ქვეყანასა და გაჭირვებულ ხალხს. სიხარული, ბარაქა და დოვლათი დაებედოს მთელ საქართველოს! კარი შეაღე, იღბალო, ყველა გაჭირვებულ ოჯახში და მოაშორე უიმედობა, ხვავითა და ბარაქით აავსე მშრომელი და გაჭირვებული ხალხის ბეღლები, გაუთბე გაციებული კერა, აღუდგინე სარჩო-საბადებელი და დალოცე, უფალო, რათა ყველა მოესწროს გაბრწყინებული საქართველოს ხილვასა და ცხოვრებას მასში; დალოცე ყოველი ადამიანი – გაჭირვებულიც და დალხენილიც. ამინ! ამინ! ამინ!

2009 წელი, 8 იანვარი
ვხედავ, ისრაელი საკუთარ პროგრამას პალესტინაში ბოლომდე მიიყვანს, სამხედრო ოპერაციებს არ შეწყვეტს; ევროპა და ამერიკა კი მოლაპარაკებებს იმდენ ხანს გაწელავენ, რამდენი ხანიც ისრაელს სჭირდება კრაზანების ბუდის დასანგრევად, ანუ ტერორისტების გასანადგურებლად. ამ ოპერაციას ყველა მიესალმება. ბოლოს და ბოლოს, თავგასული ტერორისტები, რომლებიც რუსულ რაკეტებს უკვე ისრაელის ქალაქებს უშენენ, აღარ იარსებებენ. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ეს ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე.
ვხედავ, თუ მუსლიმური ქვეყნები ჩაერთვებიან ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ ამერიკაც გააქტიურდება და დაიწყება დიდი ომები, რომელიც ოცი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე.
რუსეთის პრეზიდენტები ჯავრს იყრიან დასავლეთზე, რადგან მათ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში და ასევე ეკონმიკის ხაზითაც წინაღობები შეუქმნეს, რუსეთის საშინაო პოლიტიკა კი ნულს უტოლდება. დიდი შიმშილი იწყება, ვხედავ. რუსეთს მათი პრეზიდენტების ამბიციები დაღუპავს. ეს ასეა ასი პროცენტით. ვხედავ, მათი დრო უკვე დათვლილია. რუსეთი, ვიმეორებ, მწარედ წააგებს, როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან. თვითონ განადგურდებიან. ნახავთ, როგორ მიეწევათ რუსებს ჩეჩნების ცოდვა, ასევე მოეკითხებათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ცოდვებიც.
განსაკუთრებით მოეკითხებათ ოსებს. როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, ინგუშები არ აპატიებენ ოსებს ინგუშთა გენოციდს, რომელიც მათ რუსების ხელშეწყობითა და დახმარებით ჩაიდინეს და როგორც კი შემთხვევა მიეცემათ, დაარტყამენ ოსებს.
ვხედავ რუსეთ-ევროპის დაპირისპირებას. მალე ვიხილავთ, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს ტელევიზიით, რადიოთი თუ გაზეთებით.
რუსეთის პრეზიდენტები აგონიაში არიან და რას აკეთებენ, ან რას გაიძახიან, უკვე ანგარიშს არ უწევენ. მოკლედ, კონტროლს კარგავენ. მათი ყველაზე დიდი და საბედისწერო შეცდომა კი ის არის, რომ მუსლიმურ სამყაროს ეხმარებიან, იმ მუსლიმებს, რომლებიც რუსეთს მიუბრუნდებიან და უდიდეს დარტყმას მიაყენებენ.
მინდა აღვნიშნო: პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ნათქვამი ყველა სიტყვა პირწმინდად არის აღებული ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას 1994 წლის 1 აპრილის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკას ეხება (იხ. 1995 წელს გამოცემული ჟურნალი „ლელა – ქართველი ვანგა თუ…“ იმავე პერიოდის გაზეთები: „შანსი“, „დვრიტა“; 2003 წელს გამოცემული წიგნი „მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ“ და მრავალი სხვა).
ამით ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ასრულდა 2008 წლის წინასწარმეტყველება, როცა ვთქვი და დავწერე, რომ ეკლესია, ანუ საპატრიარქო გამოიყენებდა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს. ეს ასეც მოხდა. პატრიარქთან ჩვენი მეგობრობის წლებმა ანახა უწმიდესს, რომ რასაც ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია წინასწარმეტყველებს, სრული ჭეშმარიტებაა. დიახ, ეს კარგად იცის პატრიარქმა!
(აქ ტექსტს აკლია მოზრდილი მონაკვეთი, რომლის გამოქვეყნებაც ქალბატონმა ლელამ არ ისურვა. იგი არც გაზეთსა და წიგნებში მოხვდა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, დაცულია ორიგინალში, ანუ წინასწარმეტყველის ხელნაწერში - რედაქცია).
23-ე საუკუნეში, თუ მანამდე არა, ამ ყველაფერს წაიკითხავთ, ჩემო ქართველებო, და იამაყებს მთელი საქართველო, რომ უფალმა ნამდვილი წინასწარმეტყველი მოუვლინა მხოლოდ საქართველოს ლელა კაკულიას სახით. ეს ასეა ასი პროცენტით.
ახლა ვხედავ, კითხულობთ წინასწარმეტყველებებს 23-ე საუკუნის ქართველებო და თვალზე ცრემლი გადგათ. მინდა მადლობა გითხრათ დიდი სიყვარულისა და დიდი რწმენისათვის, დიდი შეფასებისა და აღიარებისათვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, რომლითაც 23-ე საუკუნის ქართველები ხართ აღვსილნი; იმისათვის, რომ არ დაკარგეთ ქართველობა, ჩვენი ტრადიციები და რომ არსებობს თავისუფალი და გაბრწყინებული დიდი სახელმწიფო კავკასიისა, რომელსაც საქართველო ჰქვია!!!
გაფრთხილდით! ვხედავ, რომ რუსეთს არ უნდა ენდოთ. დღეს, 21-ე საუკუნეში ვიბრძვით, რათა დავიბრუნოთ ტერიტორიები, აღვკვეთოთ რუსეთის აგრესია და განვდევნოთ ჩვენი ქვეყნიდან. ამ ბრძოლაში საქართველომ ბევრი რამ დაკარგა, მაგრამ იგი გახდა თავისუფალი და ერთიანი და თქვენ –23-ე საუკუნის ქართველები, რასაც დღევანდელი ბრძოლის ფონზე დაგიტოვებთ, იმ საძირკველსა და ფუძეზე გამრავლდებით, განვითარდებით და ძლიერ საქართველოში იცხოვრებთ.
ვხედავთ, მნიშვნელოვანი ენერგორესურსები საქართველოზე გადის; ცენტრი: ფოთი, სოხუმი, ბათუმი. დასავლეთისთვის საქართველოს აბრეშუმის გზა უმნიშვნელოვანესია. მთავარი: შავ ზღვაზე რუსებს არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი. უკრაინაა ყირიმის მფლობელი და იქ უკრაინის დროშა ფრიალებს. ვხედავ, დადებითი ურთიერთობები აქვს ჩვენ ქვეყანასთან. და ეს 23-ე საუკუნის საქართველოა.
დღეს კი ვხედავ, დიდი ომები იწყება. ოცი წლის წინ დანახული წინასწარმეტყველებები სრულდება: მსოფლიო იძაბება, ისრაელი ცეცხლოვან ბურთში მოემწყვდევა და ღმერთის ანაბარა რჩება და ღმერთი უშველის ისრაელის შვილებს.
2009 წელი, 9 იანვარი
ვხედავ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები არ დალაგდება. კრემლს, რუსეთის პრეზიდენტების მცდელობების მიუხედავად, დაარწმუნოს ევროპა საკუთარ „სიმართლეში“ და უკრაინას დაუპირისპიროს იგი, არაფერი გამოუვა. რუსეთი ამ თემით, ანუ ენერგორესურსების საკითხით, ვერ დაფარავს იმ გაჭირვებასა და ნგრევას, რაც რუსეთის შიგნით ხდება. ვხედავ ხალხის უზარმაზარ, აღელვებულ ტალღას, რომელიც კრემლს თითქოს დაანგრევს.
უკრაინელების მიერ ვიდეოდ აკინძული წინასწარმეტყველებები: ლელა კაკულია უკრაინის შესახებ - ნაწილი I
ფრთხილად, რუსებო! მუდამ თავად უთხრით სხვებს სამარეს, მაგრამ თქვენივე გათხრილ ორმოში ჩაიმარხებით. ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება. არც შეიძლება, სხვაგვარად იყოს.
მსოფლიოს უჭირს, განსაკუთრებით, მუსლიმებს. სრულდება ჯერ კიდევ ოცი წლის წინ დანახული წინასწარმეტყველებები.
დღეს კი ვხედავთ, ევროპა აუცილებლად დაუპირისპირდება რუსეთს. რაღაც მცირე პერიოდით ევროპა ცოტა გაურკვეველ პოლიტიკას ითამაშებს იმისათვის, რომ მერე რუსეთს დიდი პოლიტიკური დარტყმა მიაყენოს და ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა.
პუტინი დიდად კმაყოფილია იმით, რაც ისრაელში ხდება. რუსებისგან ნაყიდი იარაღით აფეთქებენ მუსლიმები ისრაელის ქალაქებს, მაგრამ ისრაელი ამ ომში, ვხედავ, რომ გაიმარჯვებს, თუნდაც მთელი მუსლიმური სამყარო შეებრძოლოს!
ქართულ პოლიტიკაში კი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რაც ვიწინასწარმეტყველე. ყველაფერი თანმიმდევრულად, სიტყვა-სიტყვით სრულდება.
ვიცი, ჩემს ხალხს ბოროტება ვერ მოერევა, შადიმანებსა და მართლა აგენტებს ხალხი კარგად გაარჩევს. კოსმოსი დასჯის მათ არა მარტო სიტყვის, არამედ ყოველი ასოსთვის; იმ სიბინძურისთვის, რომელსაც ქართველი წინასწარმეტყველის – ლელა კაკულიას წინააღმდეგ იყენებენ.
მათ არ უხარიათ საქართველოს თავისუფლება, არ უხარიათ ოცდაათი მილიონი ქართველის დაბადება. საერთოდ, რა გიხარიათ? მე გეტყვით: არაფერი! რაც გაქვთ, იმასაც დაკარგავთ, თუმცა დასაკარგიც აღარაფერი დაგრჩათ და გაქრება თქვენი სულები უკუნეთში და დედამიწაზე აღარასდროს დაბრუნდებით. ამინ! ასეთია ნება კოსმოსისა და ასეც ასრულდება!
ძალიან ახლოსაა მეცნიერთა პარტია, ხალხი მიიღებს მათ და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. სასიამოვნო კი ის არის, რომ შადიმანების ადგილი იქ არ იქნება. ტყუილად გაირჯებით!
საქართველო გაიმარჯვებს! ვხედავ ამერიკასთან სერიოზული, საქმიანი ურთიერთობები ღიად იწყება (აბა, რა!), ხელშეკრულების და ყველა წესის დაცვით. აი აქედან იწყება რუსეთის უბედურებები.
ბევრი რამ იცვლება სწრაფი ტემპით. განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური ჭიდილი იწყება რუსეთთან ტერიტორიებთან დაკავშირებით. როგორც ვიწინასწარმეტყველე, ზუსტად ისე ასრულდება. შავ ზღვაზე მდგარ ამერიკულ სამხედრო გემს სხვებიც მიემატება. ესეც სამხედრო გემებია. მალე თვითმფრინავებიც გამოჩნდება. ყველაფერი კანონიერია, ბატონო რუსეთო!
ვხედავ, დიდი ვაჭრობა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი წააგებს არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან!!! ვხედავ, ევროპა გამონახავს ენერგორესურსების მიღების გზებს რუსეთის გვერდის ავლით.
გერმანია, იტალია და საფრანგეთი, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთს უძვრებიან. ვხედავ, მათ ლიდერებს გარკვეული ინტერესები აქვთ და რუსეთთან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ევროპა ორად იყოფა. ერთი ნაწილი რუსეთს უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი პროამერიკულია. ვხედავ, ინგლისი ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს და ნიღაბს ჩამოხსნის ამ უაზრო პოლიტიკურ თამაშს. „გაიგეთ, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება!“ – უკვე ყვირის დასავლეთი. აი აქ ამერიკა უდიდეს როლს თამაშობს საქართველოს ისტორიაში, ვხედავ, იმიტომ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკა ენდობა. ამიტომ ძალას არ დაიშურებს, რათა საქართველო გამოიყვანოს კრიზისიდან. სამაგიეროდ კი ბევრს არაფერს თხოულობს.
ამერიკა გვეხმარება შევქმნათ საკუთარი, ქართული არმია – ნამდვილი ჯარი თავისი ტექნიკით, იქნება ეს სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ძალები და ეს ზუსტად ჯდება ქართულ ხასიათში.
დიახ, ეს ის ჯარია, თამარის დროშის ქვეშ რომ იყო გაერთიანებული; ეს არის ჯარი დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლისა! იქ არიან 300 არაგველნი, ძმები ხერხეულიძეები და სხვანი და სხვანი.
ყოველთვის ვხედავდი, როგორ ეშვებოდნენ კავკასიონიდან იარაღასხმული ქართველი მეომრები; მესმოდა მათი ყიჟინა, ფარზე ხმლის ცემის ხმა, საბრძოლო სიმღერა და მესმოდა, როგორ გუგუნებდა მათ ფეხქვეშ კავკასიონი. ვხედავ, იღვიძებს ქართველი მეომრების სული!
ვიმეორებ: რუსეთის ყველა აგრესიული მცდელობა საქართველოს მიმართ ჩაფუშულია, საქართველოს არ ეშინია.
ვხედავ, ევროპა რუსეთს უპირისპირდება. რუსეთი დიდად დაკავდება ამ საკითხებით და საქართველოს მიმართ შავბნელ გეგმებს დროებით შეაჩერებს.
ამავე დროს ევროპის ზოგიერთ აქტიურ პოლიტიკოსს, რომლებიც, ლამის არის რუსეთის აგენტებად იქცნენ, ამერიკის დაზვერვა საქვეყნოდ ახდის ნიღაბს, რათა ევროპის მეორე ნაწილს დაანახოს, რა თამაში მიდის. ტყუილად უძვრებიან რუსეთს. ვხედავ, მომავალში ამ პოლიტიკოსებს კორუფციაშიც დაადანაშაულებენ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად. ეს დიდი შოკია ევროპისთვის.
ასეა, ხალხო, კოსმოსი ცხვირში ამოგადენთ ბოროტებით ნაშოვნ ფულს.
ასევე მალე აეხდება ნიღაბი იმ ბინძურ პოლიტიკას, რასაც რუსეთის პოლიტიკა ჰქვია ევროპაში, კავკასიასა და აღმოსავლეთში. ვხედავ, რუსი ხალხი ბოლომდე უნდობლობას უცხადებს საკუთარ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრიანად. ამ აღელვებული ხალხის მასას რუსის ჯარიც ვერ შეაჩერებს. ეს არის პასუხი კოსმოსიდან და კიდევ ელოდეთ, რუსებო, პასუხებს.
2009 წელი, 10 იანვარი
რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უკრაინას გაუფუჭოს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. რუსეთის მთავრობა ისეთ განცხადებებს გააკეთებს უკრაინის მიმართ, რომ თავად რუსებსაც გაუკვირდებათ - იმ მოაზროვნე რუსებს, რომლებიც კრემლს დატერორებული ჰყავს და შიშით ხმას ვერ იღებენ. ჩემმა საქართველომაც გამოცადა რუსეთის ბინძური კამპანია, რაც კვლავ გაგრძელდება.
ასე რომ, ევროპისთვის ახალი არაფერია იმაში, რასაც რუსეთი აკეთებს, მაგრამ რა ქნან? ენერგორესურსები სჭირდებათ და რუსებს „ბაბაია“ უნდა დაუძახონ. მე კი ვხედავ, რუსეთს თუ დასჭირდა და მოინდომა, პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკური ხრიკების გარეშე ეტყვის დასავლეთს, გაზს არ მოგცემთო. უბრალოდ, დღეს კრემლის ბინადართ ასე აწყობთ, რომ უკარაინა წარმოაჩინონ ევროპის მტრად, თვითონ კი ვითომ დიდი მეგობარია დასავლეთისა და აღარ იცის, როგორ მიაწოდოს გაზი.
მოკლედ, ვხედავ, რუსები ამ თამაშს (ბავშვისთვისაც სასაცილოა მათი უტვინო პოლიტიკა, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია) დიდი კრახით დაამთავრებენ. რუსეთი უკრაინას ვერასდროს მოერევა. რუსეთს დიდი დარტყმები ელის და უმთავრესად ჩრდილოეთ კავკასიაში. რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება სიტყვა-სიტყვით. უკრაინა არ არის პატარა ქვეყანა. ეს კარგად იცის ევროპამ და ისიც კარგად იცის, რომ რუსეთი სამაგიეროს უხდის დასავლეთს. ჰოდა, დასავლეთი მაინც დაუპირისპირდება მტრებს.
ისე, ამ დაპირისპირებაში გამოჩნდება, დასავლეთში ვინ არის რუსეთთან შეკრული. აი მაშინ დაიწყება ბრძოლები. ასეთი შერყევები საჭიროა ევროპისთვის. საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს მან რუსული „მართალი“ პოლიტიკა. ვხედავ, დასავლეთი ბოლომდე იწვნევს რუსულ „კეთილმეზობლურ“ პოლიტიკურ თამაშს. ვხედავ, როგორი გამწარებულია დასავლეთი. ბოლოს და ბოლოს, მათთვის ნათელი ხდება, რომ რუსეთი ძალიან საშიში პარტნიორია, განსაკუთრებულად არასანდო.
ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტებს მართლაც რომ კბილებით უჭირავთ საკუთარი სკამები. ადრეც ვიწინასწარმეტყველე და დღესაც იგივე ხედვა მაქვს: დიდი ტალღაა აგორებული. მთელი რუსეთი გარეთ გამოდის ერთი ლოზუნგით: „ძირს უვარგისი პრეზიდენტი! მან უღალატა რუს ხალხს! გაუმარჯოს სტალინს!“
ასეა, ხალხი არ აპატიებს კრემლს ამ ეკონომიკურ ვარდნას, სწორედ მათი წყალობით აღმოჩნდა რუსეთი ასეთ კრიზისში: „ვის რაში სჭირდება ქართული მიწები – აფხაზეთი და სამაჩაბლო? რატომ უნდა ვიბრძოლოთ, როცა ბრძოლებმა აგვისტოში დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას? ქვეყანაში დაიწყო რღვევა და შიდა ნგრევა“, - დაასკვნის ხალხი. მოკლედ, რუსეთში დიდი ტალღა აგორდება და კოსმოსი დასჯის მათ ლიდერებს ჩადენილი ბოროტებისთვის.
კიდევ ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს: საქართველო წყევლაა რუსეთისათვის! სანამ რუსები არ გავლენ აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და საერთოდ, საქართველოდან, რუსეთში სიმშვიდე არ დამყარდება.
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ახალი პატრიარქი ძალიან სუსტია და ეს ყოველივე ძალიან მალე გამოჩნდება. მოკლედ, რუსეთი დღე და ღამე მსოფლიოს განკითხვაშია და ბოლოს, ვხედავ, მტრის კარს, ისე განიკითხება.
დასავლეთი კი კიდევ იწვნევს მწარე სიურპრიზებს „დიდი რუსეთისგან“; განსაკუთრებით გერმანია, საფრანგეთი და იტალია. ასეა, დროა საკუთარ თავზე გამოცადონ ყველაფერი. წარსული ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ.
მინდა აღვნიშნო, რომ სტიქია დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთს, და ვულკანიც მაინც ამოხეთქავს რუსეთში. კოსმოსი, ასე ვთქვათ, რუსეთზე გაბრაზებულია. ხალხი მეცოდება.
ვხედავ, დედამიწა სუფთავდება იმ ნაგვისგან, რაც ადამიანებმა შექმნეს. ბოროტება ნელ-ნელა ქრება და თან გაიყოლებს ყველაფერ უარყოფითსა და ბნელს. შავი სულები ტოვებენ დედამიწას და მათ ისტორია აღარც გაიხსენებს.
ადამიანებო, იმ პერიოდში, რომელიც მოცემული გაქვთ უფლისგან, ქმნით და აშენებთ; ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, ანუ მომავალში, არც ისტორია გაგიხსენებთ და არც სხვები მოგიგონებენ - გარდა იმ თავდადებულებისა, რომლებსაც კოსმოსი დატოვებს. უფლისგან ადამიანისთვის მიცემული სამოღვაწეო პერიოდი მცირე დროით განისაზღვრება და ამიტომ ჰქვია ჩვენს ცხოვრებას წუთისოფელი. მაგრამ შადიმანებს ეს არ სურთ გაიგონონ და არც არასდროს შეიგნებენ. მათ სიშავე შთანთქავს. ამინ!
ჩემი საყვარელი საქართველო განიწმინდება. ქართველებო, სული გაიკაჟეთ! მალე ყველაფერი დალაგდება. თოფი – მეთოფეს, თოხი – მეთოხესო! საქართველოს ძლიერებას ვერავინ შეარყევს.
ქართველებო, იმ დროს, რომელიც უფლმა მოგანიჭათ დედამიწაზე, ნუ გაფანტავთ უაზროდ, ნუ ჩაუგდებთ საქართველოს ხელში ბოროტებას, ძვირფასი წუთები მივუძღვნათ ჩვენი საყვარელი საქართველოს აღმშენებლობას, გაძლიერებას, რათა მტერს არ მივცეთ საშუალება, წაგვშალოს მსოფლიო რუკიდან. ვიბრძოლოთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რათა საქართველოს სახელმწიფოს არსებობა გახანგრძლივდეს. ასე გამრავლდება ერი ჩემი. მხოლოდ მაშინ გაბრწყინდება საქართველო და ვხედავ, იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც ერთ გოჯ მიწას არ დაუთმობს ურჯულოებს.
საქართველო გადარჩება მესამე მსოფლიო ომის დროს, რომელიც მთელ მსოფლიოს შეაზანზარებს. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და დაიბეჭდა კიდეც იმ პერიოდის პრესაში. დღეს ყველაფერი მთელი სიზუსტით სრულდება, სიტყვა სიტყვით. მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ! ვინაიდან ყოველივე ისე მოხდება, როგორც ვწერთ!
(გაგრძელება იქნება)image
1
912
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
912
  
2020, 13 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1