x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
13 ჩანთა, რომლებიც ცნობილი ქალბატონების სახელს ატარებს

image


თითოეული დიზაინერი შთაგონების წყაროს თავისებურად ეძებს, მაგრამ როგორც წესი, ყველაზე ხშირად ხელოვანი ადამიანებისთვის მთავარ მუზად მაინც ქალები ხდებიან, რომლებიც ბევრი ნიჭიერი დიზაინერისთვის ერთგვარ ინსპირაციის წყაროს წარმოადგენენ და მათი ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექციების მთავარ "შემოქმედად" გვევლინებიან. დღეს, სწორედ იმ 13 ცნობილი ჩანთის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც საგანგებოდ, მშვენიერი ქალბატონებისთვის შეიქმნა.





"Salvatore Ferragamo"- ს ჩანთა "Sophia"



image

მსახიობი უკვე მრავალია წელია იტალიური მოდის სახლის - "Salvatore Ferragamoს" -ს ერთგული კლიენტია. სწორედ ასეთი ერთგულებისთვის კომპანიამ სოფი ლორენისთვის მადლიერების ნიშნად სპეციალური ჩანთა შექმნა, რომელსაც "Sophia" უწოდა.




"Marc Jacobs" - ის ჩანთა "Stam"


image


კანადელი მოდელი ჯესიკა სტემი და ცნობილი დიზაინერი მარკ ჯეიკობსი უკვე მრავალი წელია მეგობრობენ, ერთხელ გოგონამ დაიჩივლა, რომ საკუთარი პორტფოლიოსთვის მოსახერხებელ ჩანთას ვერ პოულობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დიზაინერმა მისთვის საგანგებოდ ჩანთა სახელად - "Stam" შექმნა, თუმცა 2013 წელს ის წარმოებიდან მოიხსნა. დღესდღეობით, მისი შეძენა მსურველებს მხოლოდ აუქციონებზე შეუძლიათ.





"Jason Wu" - ს ჩანთა "Diane"


image


დიზაინერმა ჯეისონ ვუმ პერსონალურად, დიანა კრუგერისთვის ჩანთა შექმნა, რომლის შემოქმედებით პროცესში თავად ცნობილი გერმანელი მსახიობიც მონაწილეობდა.




"Hermes" - ის ჩანთა "Kelly"


image


თავდაპირველად, ეს ჩანთა სპეციალურად გრეისისთვის არ შექმნილა, თუმცა მსახიობს ის იმდენად უყვარდა, რომ მთელს მსოფლიოში მოდას აყოლილმა ქალბატონებმა მას თვითნებურად "Kelly" შეარქვეს, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, აღნიშნული სახელი ჩანთის ოფიციალურ სახელწოდებად იქცა.





"Luella" - ას ჩანთა "Gisele"




image


მოდის სახლმა "Luella"- მ გაკოტრებისგან გადასარჩენად, გადაწყვიტა ბრაზილიელი სუპერმოდელის ჟიზელ ბუნდჰენის საპატივსაცემოდ ჩანთა შეექმნა, რომელიც მოდის მოყვარულთა შორის პოპულარული მალევე გახდა, თუმცა ამან საბოლოოდ კომპანია გაკოტრებისგან მაინც ვერც იხსნა.




"Ballin" - ის ჩანთა "Amal"


image


ამალ კლუნი, იტალიური ბრენდი - "Ballin"- ის მუდმივი კლიენტია, სწორედ ამიტომ დიზაინერებმა გადაწყვიტეს ჯორჯ კლუნის მეუღლის, ამალ ალამუდინის საპატივსაცემოდ თავიანთი ერთ - ერთი ჩანთისთვის "Amal Bag" -ი ეწოდათ.






"Dior" - ის ჩანთა "Lady Dior"


image


პრინცესა დიანას ძალიან უყვარდა ორი ჩანთა: "Dior" - ის "Chouchou" და ცნობილი იტალიური ბრენდის "Tod’s"- ის მოდელი. პრინცესას გარდაცვალების შემდეგ მის საპატივსაცემოდ პირველს სახელი გადაარქვეს და "Lady Dior" - ი უწოდეს, მეორეს კი - "D - bag"- ი.




"Lancel" - ის ჩანთა "BB"


image


ცნობილი ფრანგული ბრენდის "Lancel"- ის ჩანთა, რომელიც სპეცილურად ბრიჯიტ ბარდოსთვის შეიქმნა, ტყავის მასალით არასდროს იწარმოებოდა, ვინაიდან ფრანგი კინომსახიობი ყოველთვის ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველი იყო.



"Mulberry" - ის ჩანთა "Del Rey"


image


ბრიტანული მოდის სახლის "Mullberry" - ის მიერ, მომღერალ ლანა დელ რეის საპატივსაცემოდ შექნილი ჩანთის გაყიდვები, საგრძნობლად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი ამერიკელი მომღერალი აღნიშნული მოდელის ჩანთით საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.





"Mulberry" - ის ჩანთა "Alexa"


image


ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანის, ალექსა ჩანგის საპატივსაცემოდ შექმნილი ჩანთა, ბრენდის ერთ - ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მოდელად ითვლება.




"Dolce & Gabbana" - ს ჩანთა "Miss Moniсa"



image


ცნობილმა იტალიურმა მოდის სახლმა, "Dolce & Gabbana" - მ საკუთარ მუზას, ულამაზესს მონიკა ბელუჩის პერსონალურად ჩანთა შეუქმნა, რომელსაც "Miss Moniсa" უწოდა. დღესდღეობით, ჩანთის სამი ზომა და ამავე რაოდენობის ფერია ხელმისაწვდომი.




"Gucci" - ის ჩანთა "Jackie"



image


გასული საუკუნის ერთ - ერთი გამორჩეული ქალბატონი, აშშ -ის პირველი ლედი, შეუდარებელი ჟაკლინ კენედი, მოდის ერთგვარ კანონმდებლად ითვლებოდა, სწორედ ამიტომტალიურმა მოდის სახლმა "Gucci" - იმ გადაწყვიტა მის საპატივსაცემოდ თავისი ერთ - ერთი მოდელისთვის მისი სახელი დაერქმია.



"Hermes" - ის ჩანთა "Birkin"


image


"Birkin" - ის სახელით ცნობილი მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული ჩანთა, ფრანგული მოდის სახლის - "Hermes" - ის მთავარმა დიზაინერმა 1984 წელს, ბრიტანელი მსახიობისა და მომღერლის, ჯეინ ბირკინის საპატივსაცემოდ შექმნა, აღნიშნული მოდელი მოდის მოყვარულებს შორის აქტუალობას დღესაც არ კარგავს.



0
159
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
159