x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დონალდ ტრამპი ამბობს, ექიმებმა მკითხეს, ამდენი კორონავირუსის შესახებ საიდან იციო
ტრამპი


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ატლანტას (ჯორჯია, აშშ) ოფისში რეპორტიორებთან კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ ყოველთვის როგორ სიამოვნებით ლაპარაკობს ის “ამ რაღაცაზე”.


მის არსებაში ბოლო დროს გაღვიძებულ ინტერესს ეპიდემიოლოგიის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიაწერს საკუთარ ბიძას, ჯონ ტრამპს, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა.


ტრამპი საკუთარ თავს “გენიოსს” უწოდებს, ხოლო საკუთარ ბიძას – “სუპერგენიოსს”.



ტრამპმა თქვა, რომ ექიმები, რომლებსაც ის ვირუსის გავრცელებისთანავე შეხვდა, გაოცებულები იყვნენ, თუ საიდან იცოდა მან ამდენი კორონავირუსის შესახებ.


ტრამპი


“ალბათ მაქვს მე ამის ბუნებრივი ნიჭი”, – დასძინა ტრამპმა. “შესაძლოა, ეპიდემიოლოგიას უნდა გავყოლოდი, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტად მეყარა კენჭი”.


ამასობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მთელ დედამიწაზე სულ უფრო იზრდება და უკანასკნელი ცნობებით 126 628-ს აღწევს, საიდანაც 4638 უკვე გარდაიცვალა. ექიმები დაჟინებით მოუწოდებენ მოსახლეობას, მინიმუმ 20 წამის მანძილზე დღეში რამდენჯერმე ხელები დაიბანონ, თავი აარიდონ სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტს და დაიცვან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია ირგვლივმყოფებთან საუბრისას.

1
381
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
381
  
2020, 13 მარტი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1