x
image
Yoona
Mediator image
ვირუსებისა და გრიპისგან თავდასაცავად უსპირტო ხელის ანტისეპტიკს თავად ვაკეთებ
ხელის სისუფთავის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია! განსაკუთრებით, ახლა როცა გრიპით ან ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკი არსებობს. პირადად, მე სადეზინფექციო საშუალებას თავად ვამზადებ - ნატურალური და უსპირტო პროდუქტი გამოდის.

მისი გაკეთება საკმაოდ მარტივია.

image

ინგრედიენტები და მომზადების ინსტრუქცია:


თქვენ დაგჭირდებათ ცარიელი და სუფთა ჭურჭელი, რომელსაც საფრქვეველის თავი ექნება. დაახლოებით 100-120 მლ მოცულობის ბოთლი საკმარისი იქნება.

ჭურჭლის ¾ ნაწილი გამოხდილი წყლით აავსეთ.

1 ს/კ ახალი ალოე ვერას გელი დაამატეთ.

10 წვეთი ევკალიპტის, როზმარინის, მიხაკის და დარიჩინის ეთერზეთები, ასევე 20 წვეთი ლიმონის ეთერზეთი დაამატეთ. ლიმონის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ციტრუსი გამოიყენოთ.

თავზე დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ კომპონენტები ერთმანეთში აირიოს.

ესეც ასე, ანტისეპტიკური საშუალება შეგიძლიათ მშვიდად გამოიყენოთ.


image

რაშია სარგებელი?

ეს შემადგენლობით არის განპირობებული. პირველ რიგში, მასში სპირტი არ შედის, რომელიც კანს აშრობს და მცდარი მოსაზრებისგან განსხვავებით ნეგატიურ გავლენას ახდენს. (თითქოსდა ალკოჰოლი მიკრობებს კლავს).


image

მეორეც, მის შემადგენლობაში ალოეს გელი შედის. ეს ნივთიერება სხვადასხვა მჟავით, მონო და პოლისაქარიდებით, ფლავონოიდებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით და ბუნებრივი ანტიბიოტიკებით მდიდარია. სწორედ ამით აიხსნება ანტიბაქტერიული, სისხლის შემაჩერებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ალოე ვერას გელს აქვს.


image

რაც შეეხება ეთერზეთებს, მცენარეები, რომლისგანაც მათ ამზადებენ, ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევიან. მათ საფუძველზე მომზადებული ზეთი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, ეთერზეთები კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ლიმონის ეთერზეთი ხველის, გრიპის, ჰერპესის, ლარინგიტის და ანგინის დროს გამოიყენება.


ასევე დაგაინტერესებთ:

რა კლავს ბაქტერიებს: ფოტოები სადეზინფექციო საშუალების და საპნის გამოყენების შემდეგ განსხვავებას დაგანახებთ

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image

ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

image

2 ყველაზე ძლიერი და მკვებავი ნივთიერება დედამიწაზე

image

კოჭა-ნივრის წვნიანი 52 კბილი ნივრისგან გაციებას, გრიპს და ნეიროვირუსს გაუმკლავდება

image

0
600
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
600